Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს..." - 56 წლის მამაკაცის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს
"შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს..." - 56 წლის მამაკაცის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე გი­ორ­გი ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა მე­ტად ტრა­გი­კუ­ლია. ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე 56 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც არ­ცერ­თი ხელი და ფეხი არ აქვს, მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­და­დაა. ის ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში ე.წ. ახალ­შე­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რე­ბელ ერ­თო­თა­ხი­ან სახ­ლს არც კარ-ფან­ჯა­რა აქვს, არც ია­ტა­კი.

ოთახ­ში შე­სას­ვლე­ლი იმ­დე­ნად უს­წორ­მას­წო­როა, ადა­მი­ანს გავ­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა. სახ­ლის ჭე­რი­დან წვი­მა ჩა­მო­დის და ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ისე­დაც გა­უ­საძ­ლის ყო­ფას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. სა­წო­ლი რა­ზეც მა­მა­კაცს სძი­ნავს, წვი­მის წვე­თე­ბის­გან მთლი­ა­ნად სვე­ლია.

ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი მარ­ტო ცხოვ­რობს. ორი შვი­ლი და რძა­ლი ჰყავს, თუმ­ცა, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ისი­ნი იშ­ვი­ა­თად აკი­თხა­ვენ.

"არც ხე­ლე­ბი მაქვს არც ფე­ხე­ბი და ასე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვარ 14 წე­ლია. მთავ­რო­ბა არას­დროს შე­მი­წუ­ხე­ბია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ყა­ვი მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით გამ­გე­ო­ბა­ში და ვერ ვნა­ხეთ ვერც გამ­გე­ბე­ლი, ვერც მისი მო­ად­გი­ლე;

შვი­ლი და რძა­ლი არ მპატ­რო­ნობს, მე­ძა­ხი­ან შიმ­ში­ლით ამოგხდით სულ­სო, არაფ­რის ღირ­სი არ ხარო. აქ მარ­ტო ვცხოვ­რობ, საჭ­მელს ვერ ვჭამ, მცი­ვა, ვი­ყი­ნე­ბი, თავ­ზე მაწ­ვიმს, და­მა­თოვს აწი. გათ­ბო­ბა არ მაქვს, ას­ჯერ დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში, კი მო­ვიდ­ნენ, გა­და­ი­ღეს სუ­რა­თე­ბი და მი­თხრეს, ეს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცხოვ­რო­ბო, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაც მო­მიხ­სნეს, მე რომ სო­ცი­ა­ლუ­რი არ მექ­ნე­ბა, ეს სა­მარ­თა­ლია?

დი­ლი­დან გზას გავ­ყუ­რებ, იქ­ნებ მე­ზო­ბე­ლი და­ვი­ნა­ხო ქუ­ჩა­ში, რომ და­ვუ­ძა­ხო; ხან სკო­ლი­დან გა­მო­მივ­ლი­ან ბავ­შვე­ბი, ხან მე­ზობ­ლე­ბი მო­დი­ან. რამ­დენ­ჯერ თა­ვის მოკ­ვლა და­ვა­პი­რე, თა­ვიც მო­ვი­წამ­ლე, სი­ცო­ცხლე აღარ მინ­და, იყო პო­ლი­ცია მო­სუ­ლი, და­მა­წე­რი­ნეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ ასეთ ყო­ფა­ში ცხოვ­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სია. ისე­ვე მე­ზობ­ლებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს... ამ ზამ­თარს ვერ გა­და­ვი­ტან, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას ვუ­ყუ­რებ, რომ ბავ­შვებ­მა გა­მო­მი­ა­რონ და ცე­ცხლი და­მინ­თონ. არ მინ­და სი­ცო­ცხლე...

ახ­ლან­დელ დე­პუ­ტატს ჰკი­თხეთ, იცის რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სოფ­ლებ­ში, რო­გორ იღუ­პე­ბი­ან შიმ­ში­ლით, სი­ცი­ვით, უყუ­რა­დღე­ბო­ბით, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა თავი მო­იკ­ლან კი­დეც? ვერ გა­ვუძ­ლებ ამ ზამ­თარს, აღარ ვიცი ვის რა ვთხო­ვო, უბ­რა­ლოდ გა­ა­გე­ბი­ნეთ ყვე­ლას, რომ აი ასე­თე­ბიც, ჩემ­ნა­ი­რე­ბიც არ­სე­ბო­ბენ ამ ქვე­ყა­ნა­ში", - ამ­ბობს გი­ორ­გი ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

"შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს..." - 56 წლის მამაკაცის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს

"შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს..." - 56 წლის მამაკაცის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გიორგი ჩერქეზიშვილის ცხოვრება მეტად ტრაგიკულია. ეტლით მოსარგებლე 56 წლის მამაკაცი, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს, მეზობლების დახმარების იმედადაა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ე.წ. ახალშენის დასახლებაში ცხოვრობს. საცხოვრებელ ერთოთახიან სახლს არც კარ-ფანჯარა აქვს, არც იატაკი.

ოთახში შესასვლელი იმდენად უსწორმასწოროა, ადამიანს გავლა გაუჭირდება. სახლის ჭერიდან წვიმა ჩამოდის და ჩერქეზიშვილის ისედაც გაუსაძლის ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. საწოლი რაზეც მამაკაცს სძინავს, წვიმის წვეთებისგან მთლიანად სველია.

ჩერქეზიშვილი მარტო ცხოვრობს. ორი შვილი და რძალი ჰყავს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ისინი იშვიათად აკითხავენ.

"არც ხელები მაქვს არც ფეხები და ასე გაჭირვებული ვარ 14 წელია. მთავრობა არასდროს შემიწუხებია, რამდენიმე დღის წინ ვიყავი მეზობლების დახმარებით გამგეობაში და ვერ ვნახეთ ვერც გამგებელი, ვერც მისი მოადგილე;

შვილი და რძალი არ მპატრონობს, მეძახიან შიმშილით ამოგხდით სულსო, არაფრის ღირსი არ ხარო. აქ მარტო ვცხოვრობ, საჭმელს ვერ ვჭამ, მცივა, ვიყინები, თავზე მაწვიმს, დამათოვს აწი. გათბობა არ მაქვს, ასჯერ დავწერე განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კი მოვიდნენ, გადაიღეს სურათები და მითხრეს, ეს რა მდგომარეობაში ცხოვრობო, მაგრამ დახმარება არ გაუწევიათ. სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, მე რომ სოციალური არ მექნება, ეს სამართალია?

დილიდან გზას გავყურებ, იქნებ მეზობელი დავინახო ქუჩაში, რომ დავუძახო; ხან სკოლიდან გამომივლიან ბავშვები, ხან მეზობლები მოდიან. რამდენჯერ თავის მოკვლა დავაპირე, თავიც მოვიწამლე, სიცოცხლე აღარ მინდა, იყო პოლიცია მოსული, დამაწერინეს ახსნა-განმარტება, მაგრამ ასეთ ყოფაში ცხოვრება გაუსაძლისია. ისევე მეზობლებმა გადამარჩინეს... ამ ზამთარს ვერ გადავიტან, სკოლის დამთავრებას ვუყურებ, რომ ბავშვებმა გამომიარონ და ცეცხლი დამინთონ. არ მინდა სიცოცხლე...

ახლანდელ დეპუტატს ჰკითხეთ, იცის როგორ ცხოვრობენ ადამიანები სოფლებში, როგორ იღუპებიან შიმშილით, სიცივით, უყურადღებობით, რის გამოც შეიძლება თავი მოიკლან კიდეც? ვერ გავუძლებ ამ ზამთარს, აღარ ვიცი ვის რა ვთხოვო, უბრალოდ გააგებინეთ ყველას, რომ აი ასეთებიც, ჩემნაირებიც არსებობენ ამ ქვეყანაში", - ამბობს გიორგი ჩერქეზიშვილი.

განაგრძეთ კითხვა

"გურია ნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"