პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხსენებს ქართველი სამხედრო ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებას (ჯარისკაცის დღიური)
როგორ იხსენებს ქართველი სამხედრო ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებას (ჯარისკაცის დღიური)

ვი­წყებთ ახალ რუბ­რი­კას, "ჯა­რის­კა­ცის ერთი დღე", სა­დაც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, მათ მიერ გან­ვლილ ერთი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი დღის შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან... დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - რუბ­რი­კას ავ­ღა­ნე­თის "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო პი­რის ამ­ბით ვი­წყებთ, რო­მე­ლიც მა­ზა­რი-შა­რიფ­ში, გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

(დღი­უ­რი იბეჭ­დე­ბა მცი­რე­დი ცვი­ლე­ლე­ბით)

"14 ნო­ემ­ბე­რია... წინა დღე­ებ­ში წვრთნე­ბი გვქონ­და, ახლა კი, მშვი­დად ვართ. ამას ჯა­რის­კა­ცის ენა­ზე, "სტან­დარ­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა" ჰქვია... აქ ყვე­ლა სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლას თა­ვი­სი ფუნ­ქცია და მო­ვა­ლე­ო­ბა გვაქვს, პატ­რუ­ლი­რე­ბა, სოფ­ლებ­ში გას­ვლა, მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა, - წყალ­სა და საკ­ვებს ვაწ­ვდით... სა­ინ­ტე­რე­სოა აქ ყოფ­ნა. ყო­ველ დღე, ყო­ველ წუთს შენს თავს უმ­ტკი­ცებ, რამ­დე­ნად "მა­გა­რი" ხარ, რა შე­გიძ­ლია, რა დროს რო­გო­რი ბიჭი ხარ... საკ­მა­ოდ მძი­მე დღე­ე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ მედგრად დავ­დე­ქით. რთულ დღე­ებ­ში, რა­ღა­ცებ­ზე ფიქ­რის­თვის არ მცა­ლია, - ამა­ზე მერე ვფიქ­რობ, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია ჩა­წყნარ­დე­ბა.

10 ნო­ემ­ბერს, მა­ზა­რი-შა­რიგ­ში ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი, სე­ნა­კის II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ასე­უ­ლი, აქ 2016 წლის ივ­ლის­ში გად­მო­ის­რო­ლეს. ეს და­ნა­ყო­ფი, გერ­მა­ნი­ის სა­ზღვრებს მიღ­მა, ბუნ­დეს­ვე­რის ყვე­ლა­ზე დიდ სამ­ხედ­რო ბაზა "მარ­მალ­ზე", გერ­მა­ნუ­ლი სარ­დლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა... წინა დღე­ებ­ში წვრთნე­ბი გვქონ­და, რაც ნიშ­ნავს, რომ ჯერ კი­დევ ტო­ნუს­ში ვართ.

ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ჩრდი­ლო ავ­ღა­ნე­თის, ბალ­ხის პრო­ვინ­ცი­ის მთა­ვარ ქა­ლაქ მა­ზა­რი-შა­რიფ­ში, ის­ლა­მის­ტმა ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტებ­მა მოძ­რა­ო­ბა "თა­ლი­ბა­ნი­დან" გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს აფეთ­ქე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სას­წრა­ფოდ მო­ვემ­ზა­დეთ და ად­გილ­ზე გა­ვე­დით.

იქ ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა: - ერთი მან­ქა­ნა, რო­მელ­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით, თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი მარ­თავ­და, - ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, Masar Hotel-თან იყო აფეთ­ქე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად. ამავდრო­უ­ლად კი, მე­ო­რე, პირ­და­პირ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვარ­და, სა­დაც გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოა გან­ლა­გე­ბუ­ლი. სა­კონ­სუ­ლოს დაც­ვის სამ­სა­ხურს რე­ა­გი­რე­ბა მო­უს­წრია და ცე­ცხლი გა­უხ­სნია, ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყო.

"თა­ლი­ბე­ბი" სა­კონ­სუ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რას ცდი­ლობ­დნენ. თუმ­ცა, აფეთ­ქე­ბა თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლეს. შე­დე­გად კი, თით­ქმის მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა სა­კონ­სუ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დამ­ცა­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის კე­დე­ლი.

წი­ნას­წა­რი გათ­ვლით, თავ­დას­ხმა­ში, ოცი­დან-ოც­და­ა­თამ­დე ტე­რო­რის­ტი, მათ შო­რის ორი თვით­მკვლე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იქა­უ­რო­ბა მთლი­ა­ნად ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო. არ ვიცი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში დენი გა­მო­ირ­თო თუ გა­მორ­თეს. ამის გაკრვე­ვის არც დრო იყო და არც სი­ტუ­ა­ცია, ჩვენ და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლებ­დით... ტე­რო­რის­ტებს მან­ქა­ნა ქვა­ნახ­ში­რით ჰქო­ნი­ათ დატ­ვირ­თუ­ლი, სა­დაც ტრო­ტი­ლი იყო და­მა­ლუ­ლი. ასე ხში­რად იქ­ცე­ვი­ან. ის კი არა, წინ, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის კა­ბი­ნა­ში, ბავ­შვებ­საც ის­ვა­მენ, რათა ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შექ­მნან, რომ მამა შვი­ლებ­თან ერ­თად სა­დღაც მი­დის...

ერთი სი­ტყვით, ბრძო­ლა, ჩაბ­ნე­ლე­ბულ მა­ზა­რი შა­რი­ფის ცენ­ტრში, კარ­გა ხანს გაგ­რძელ­და. თა­ლი­ბებ­მა უკან და­ი­ხი­ეს და თან­და­თან სრო­ლე­ბი შე­წყდა...მერე, რო­დე­საც დე­ტა­ლებს მი­ვუბ­რუნ­დით, რათა ანა­ლი­ზი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მივ­ხვდით, რომ თით­ქმის, ერთი სა­ა­თი გაგ­რძელ­და... თა­ვი­დან მაგ­რად უტევ­დნენ, შემ­დეგ შე­ა­სუს­ტეს. თავ­დამ­სხმე­ლის ერთ-ერთი პლუ­სი ის არის, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტით სარ­გებ­ლობს, დროს იგებს. რამ­დე­ნად სწრა­ფად მოხ­ვალ აზ­რზე და ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს გას­ცემ, რა სტრა­ტე­გი­ით შე­უ­ტევ და რო­გორ იმოქ­მე­დებ, აი სწო­რედ ამით იზო­მე­ბა სამ­ხედ­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი... ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რა­ტომ­ღაც ყვე­ლას გვწყუ­რია.

სა­ნამ ჩვენ "თა­ლი­ბე­ბის" პი­რის­პირ ვი­ყა­ვით, ამა­სო­ბა­ში, კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა, გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს 21 თა­ნამ­შრომ­ლის ევა­კუ­ა­ცია შეძ­ლეს. თუმ­ცა, აფეთ­ქე­ბა მა­ინც მოხ­და, - 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 130 კი დაჭ­რი­ლა.

მერე გვი­თხრეს, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­დაო... ჩვენს მერე, კო­ა­ლი­ცი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ, - ლატ­ვი­ე­ლი და ბელ­გი­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი. ოდ­ნავ უფრო ადრე, ავ­ღა­ნე­ლე­ბი... ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა რომ არა, შე­საძ­ლოა, 2012 წლის 11 სექ­ტემ­ბრის, ბენ­ღა­ზის ტრა­გე­დია გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყოო... მა­ინც კარ­გია ამის მოს­მე­ნა თუ წა­კი­თხვა. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა მაგ­რად "იმუ­შა­ვეს".

გვი­ან ღამე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვე­ლა­პა­რა­კე ჩე­მებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ ამის შე­სა­ხებ ჯერ არა­ფე­რი იცოდ­ნენ... ან რა სა­ჭი­როა ოჯახ­მა ინერ­ვი­უ­ლოს... ბი­ჭე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ. მად­ლო­ბა უფალს, ჩვე­ნე­ბი­დან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

იქი­დან "ბაგ­რა­მის" ბა­ზა­ზე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. თით­ქოს ეს კვი­რა რა­ღაც­ნა­ი­რად და­ი­თარ­სა, - 12 ნო­ემ­ბერს, ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა აი­ფეთ­ქა თავი. 7 ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა და 17 და­იჭ­რა. გერ­მა­ნი­ის თავ­დას­ხმა გა­რე­დან იყო და­გეგ­მი­ლი. მათ, ჩვენს მის­ვლამ­დე მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ, ანუ სა­ელ­ჩოს დაც­ვამ ცე­ცხლი გა­უხ­სნა და შემ­დეგ მათი ლიკ­ვი­და­ცია მო­ვა­ხერ­ხეთ, მაგ­რამ რო­დე­საც ბა­ზას­თან ახ­ლოს ხდე­ბა აფეთ­ქე­ბა, - ეს სულ სხვა რა­მეა. უფრო რთუ­ლი, უფრო სა­ხი­ფა­თო... ბაზა, გარ­შე­მოც ალი­ან მკაც­რად და­ცუ­ლია. თავ­დას­ხმის დროს, შენ აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე ხარ, შენ­ზე ბევ­რი რამ, ლა­მის ყვე­ლა­ფე­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი... აქ კი ერთი აფეთ­ქე­ბა და ხვდე­ბი, რომ ზოგ­ჯერ მხო­ლოდ ბე­დის­წე­რა­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რა უნდა ქნა ასეთ დროს?.. უბ­რა­ლოდ ფრთხი­ლად უნდა, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად. წა­მით არ უნდა მო­დუნ­დე, ასი თვა­ლი და ასი ყური უნდა გა­მო­ი­ბა... იმ დღეს, ავ­ღა­ნელ­მა მო­სამ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­მა აი­ფეთ­ქა თავი. ის დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და... ასე მგო­ნია, ერთ დღე­ში ვერ და­გეგ­მავ­და ამას და ვერც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და. ეტყო­ბა, ადრე და­გეგ­მა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხა და რა­ნა­ი­რად, ამის შეს­წავ­ლა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ამის შემ­დეგ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და.

კი­დევ ერთხელ, ყვე­ლა­ნი დავ­რწმუნ­დით, რომ ამა­თი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. აი, რო­დე­საც ფიქ­რობ, რომ მისი ნდო­ბა მო­ი­პო­ვე, "ჩვე­ნი კა­ცია" და სა­ში­ში აღარ არი­სო, აი, სწო­რედ მა­შინ არის სა­ში­ში...

ეს ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ იყო. ახლა ცოტა ხანს ინ­ტერ­ნეტ­ში შე­ვალ, - "სა­ქარ­თვე­ლოს უნდა შე­ვეხ­მი­ა­ნო"... რაც ჩვენ, სამ­ხედ­რო­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის შემ­ქნელს ვლო­ცავთ... "ჩემს ფრენ­დებს", გოგო-ბი­ჭი­ა­ნად ფე­რა­დი შე­მოდ­გო­მის ფო­ტო­ე­ბი უდევთ. ავ­ღა­ნე­თი ყვე­ლა­ნა­ი­რად უც­ნა­უ­რი ქვე­ყა­ნაა - ახლა აქ დღე ძა­ლი­ან ცხე­ლა, ღამე კი ცივა. ისევ ამათ­ზე მე­ფიქ­რე­ბა. ახლა ყა­ყა­ჩოს მო­სა­ვა­ლი აღე­ბუ­ლი აქვთ და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. იცი­ან, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მო­სა­ვალს ვე­ღარ გა­უ­ნად­გუ­რებს და "არ­ხე­ი­ნად" არი­ან. რაც ნიშ­ნავს, რომ ეს სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დია. სხვა დროს ფრთხი­ლო­ბენ, საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას მო­სა­ვა­ლი არ გა­უ­ნად­გურ­დეთ."

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

როგორ იხსენებს ქართველი სამხედრო ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებას (ჯარისკაცის დღიური)

როგორ იხსენებს ქართველი სამხედრო ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებას (ჯარისკაცის დღიური)

ვიწყებთ ახალ რუბრიკას, "ჯარისკაცის ერთი დღე", სადაც სამხედრო პირები, მათ მიერ განვლილ ერთი, უმეტეს შემთხვევაში, რთული და დაძაბული დღის შესახებ მოგვიყვებიან... დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე - რუბრიკას ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მყოფი სამხედრო პირის ამბით ვიწყებთ, რომელიც მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა.

(დღიური იბეჭდება მცირედი ცვილელებით)

"14 ნოემბერია... წინა დღეებში წვრთნები გვქონდა, ახლა კი, მშვიდად ვართ. ამას ჯარისკაცის ენაზე, "სტანდარტული მდგომარეობა" ჰქვია... აქ ყველა საომარი სიტუაციაში ვართ ჩართული, ყველას თავისი ფუნქცია და მოვალეობა გვაქვს, პატრულირება, სოფლებში გასვლა, მოსახლეობის დახმარება, - წყალსა და საკვებს ვაწვდით... საინტერესოა აქ ყოფნა. ყოველ დღე, ყოველ წუთს შენს თავს უმტკიცებ, რამდენად "მაგარი" ხარ, რა შეგიძლია, რა დროს როგორი ბიჭი ხარ... საკმაოდ მძიმე დღეები გვქონდა, მაგრამ მედგრად დავდექით. რთულ დღეებში, რაღაცებზე ფიქრისთვის არ მცალია, - ამაზე მერე ვფიქრობ, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება.

10 ნოემბერს, მაზარი-შარიგში ვიყავით. ჩვენი სამხედრო ნაწილი, სენაკის II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, აქ 2016 წლის ივლისში გადმოისროლეს. ეს დანაყოფი, გერმანიის საზღვრებს მიღმა, ბუნდესვერის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზა "მარმალზე", გერმანული სარდლობის ქვეშ იმყოფება... წინა დღეებში წვრთნები გვქონდა, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ტონუსში ვართ.

ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩრდილო ავღანეთის, ბალხის პროვინციის მთავარ ქალაქ მაზარი-შარიფში, ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მოძრაობა "თალიბანიდან" გერმანიის საკონსულოს აფეთქება განახორციელეს. სასწრაფოდ მოვემზადეთ და ადგილზე გავედით.

იქ ასეთი სურათი დაგვხვდა: - ერთი მანქანა, რომელსაც დიდი ალბათობით, თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, - ქალაქის ცენტრში,  Masar Hotel-თან იყო აფეთქებული. სავარაუდოდ, ყურადღების გადასატანად. ამავდროულად კი, მეორე, პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე შევარდა, სადაც გერმანიის საკონსულოა განლაგებული. საკონსულოს დაცვის სამსახურს რეაგირება მოუსწრია და ცეცხლი გაუხსნია, ორმხრივი სროლა იყო.

"თალიბები" საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. თუმცა, აფეთქება თავიდან ვერ აიცილეს. შედეგად კი, თითქმის მთლიანად ჩამოინგრა საკონსულოს ტერიტორიის დამცავი უსაფრთხოების კედელი.

წინასწარი გათვლით, თავდასხმაში, ოციდან-ოცდაათამდე ტერორისტი, მათ შორის ორი თვითმკვლელი მონაწილეობდა. იქაურობა მთლიანად ჩაბნელებული იყო. არ ვიცი ქალაქის ცენტრში დენი გამოირთო თუ გამორთეს. ამის გაკრვევის არც დრო იყო და არც სიტუაცია, ჩვენ დავალებას ვასრულებდით... ტერორისტებს მანქანა ქვანახშირით ჰქონიათ დატვირთული, სადაც ტროტილი იყო დამალული. ასე ხშირად იქცევიან. ის კი არა, წინ, სატვირთო მანქანის კაბინაში, ბავშვებსაც ისვამენ, რათა ისეთ შთაბეჭდილება შექმნან, რომ მამა შვილებთან ერთად სადღაც მიდის...

ერთი სიტყვით, ბრძოლა, ჩაბნელებულ მაზარი შარიფის ცენტრში, კარგა ხანს გაგრძელდა. თალიბებმა უკან დაიხიეს და თანდათან სროლები შეწყდა...მერე, როდესაც დეტალებს მივუბრუნდით, რათა ანალიზი გაგვეკეთებინა, მივხვდით, რომ თითქმის, ერთი საათი გაგრძელდა... თავიდან მაგრად უტევდნენ, შემდეგ შეასუსტეს. თავდამსხმელის ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მოულოდნელობის ეფექტით სარგებლობს, დროს იგებს. რამდენად სწრაფად მოხვალ აზრზე და ადეკვატურ პასუხს გასცემ, რა სტრატეგიით შეუტევ და როგორ იმოქმედებ, აი სწორედ ამით იზომება სამხედროს პროფესიონალიზმი... ოპერაციის დასრულების შემდეგ, რატომღაც ყველას გვწყურია.

სანამ ჩვენ "თალიბების" პირისპირ ვიყავით, ამასობაში, კოალიციის ჯარისკაცებმა, გერმანიის საკონსულოს 21 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს. თუმცა, აფეთქება მაინც მოხდა, - 6 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაჭრილა.

მერე გვითხრეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაგვიხადაო... ჩვენს მერე, კოალიციის სხვა წარმომადგენლებიც მოვიდნენ, - ლატვიელი და ბელგიელი სამხედროები. ოდნავ უფრო ადრე, ავღანელები... ქართველების დახმარება რომ არა, შესაძლოა, 2012 წლის 11 სექტემბრის, ბენღაზის ტრაგედია განმეორებულიყოო... მაინც კარგია ამის მოსმენა თუ წაკითხვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიჭებმა მაგრად "იმუშავეს".

გვიან ღამე, ჩვეულებრივად ველაპარაკე ჩემებს საქართველოში. მათ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ... ან რა საჭიროა ოჯახმა ინერვიულოს... ბიჭები ლოცულობენ. მადლობა უფალს, ჩვენებიდან არავინ დაშავებულა.

იქიდან "ბაგრამის" ბაზაზე გადაგვიყვანეს. თითქოს ეს კვირა რაღაცნაირად დაითარსა, - 12 ნოემბერს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. 7 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 17 დაიჭრა. გერმანიის თავდასხმა გარედან იყო დაგეგმილი. მათ, ჩვენს მისვლამდე მოწინააღმდეგემ, ანუ საელჩოს დაცვამ ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ მათი ლიკვიდაცია მოვახერხეთ, მაგრამ როდესაც ბაზასთან ახლოს ხდება აფეთქება, - ეს სულ სხვა რამეა. უფრო რთული, უფრო სახიფათო... ბაზა, გარშემოც ალიან მკაცრად დაცულია. თავდასხმის დროს, შენ აქტიური მონაწილე ხარ, შენზე ბევრი რამ, ლამის ყველაფერია დამოკიდებული... აქ კი ერთი აფეთქება და ხვდები, რომ ზოგჯერ მხოლოდ ბედისწერაზე ხარ დამოკიდებული.

რა უნდა ქნა ასეთ დროს?.. უბრალოდ ფრთხილად უნდა, ძალიან, ძალიან ფრთხილად. წამით არ უნდა მოდუნდე, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბა... იმ დღეს, ავღანელმა მოსამსახურე პერსონალმა აიფეთქა თავი. ის დამლაგებლად მუშაობდა... ასე მგონია, ერთ დღეში ვერ დაგეგმავდა ამას და ვერც განახორციელებდა. ეტყობა, ადრე დაგეგმა. როგორ მოახერხა და რანაირად, ამის შესწავლა უკვე დაწყებულია. ამის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდა.

კიდევ ერთხელ, ყველანი დავრწმუნდით, რომ ამათი ნდობა არ შეიძლება. აი, როდესაც ფიქრობ, რომ მისი ნდობა მოიპოვე, "ჩვენი კაცია" და საშიში აღარ არისო, აი, სწორედ მაშინ არის საშიში...

ეს ყველაფერი გუშინ იყო. ახლა ცოტა ხანს ინტერნეტში შევალ, - "საქართველოს უნდა შევეხმიანო"... რაც ჩვენ, სამხედროები ინტერნეტის შემქნელს ვლოცავთ... "ჩემს ფრენდებს", გოგო-ბიჭიანად ფერადი შემოდგომის ფოტოები უდევთ. ავღანეთი ყველანაირად უცნაური ქვეყანაა - ახლა აქ დღე ძალიან ცხელა, ღამე კი ცივა. ისევ ამათზე მეფიქრება. ახლა ყაყაჩოს მოსავალი აღებული აქვთ და აგრესიულები არიან. იციან, რომ მოწინააღმდეგე მოსავალს ვეღარ გაუნადგურებს და "არხეინად" არიან. რაც ნიშნავს, რომ ეს სამშვიდობოებისთვის რთული პერიოდია. სხვა დროს ფრთხილობენ, საბრძოლო ოპერაციებისას მოსავალი არ გაუნადგურდეთ."

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე