Chloe-ს რჩეული ქართველი მოდელი გახდა. ცნობილი ფრანგული ბრენდი 19 წლის მარიამ ურუშაძით დაინტერესდა.
მარიშა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს Hollywood Model Management-ის რჩეული გახდა. მარიშა ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო Look Models-ის მოდელი გახლდათ. ურუშაძე Chloe-ს სარეკლამო კამპანიაში გუშინ გადაიღეს.
როგორც AMBEBI.GE-ს ნინო ცქიტიშვილმა განუცხადა, ქართველი მოდელი პარიზში ორი დღის წინ გაემგზავრა. "მარიშა ფრანგული წამყვანი ბრენდის Chloe-ს ხაზის See by Chloe-ს სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ის პარიზში გუშინწინ გაემგზავრა. მარიშას Chloe-ს შემდეგი შოურუმისთვისაც მოიაზრებენ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება".
მარიშას შესახებ ცოტა ხნის წინ ცნობილი გამოცემა Vogue-ის ონლაინ-გვერდი წერდა. "განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში" - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც თბილისის Mercedes-Benz Fashion week-ის 5 საუკეთესო ქართველ მოდელს მიუძღვნა ბლოგერმა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
ფოტო: ნათია გაჩავა