სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა
ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

აჭა­რა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე უარი თქვა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვარ­შა­ლო­მი­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ახ­მო­ვა­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მხარ­დამ­ჭე­რებს ბო­დიშს უხ­დის იმის­თვის, რომ "ვერ გა­ა­მარ­თლა მო­ლო­დი­ნე­ბი და ვერ და­იც­ვა ხმე­ბი".

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის არ მი­დის პო­ლი­ტი­კი­დან და მხარ­დამ­ჭე­რებ­თან აქ­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას გეგ­მავს.

"მე­ო­რე ტუ­რიც დამ­თავ­რე­ბუ­ლია, უს­კომ მი­ი­ღო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი. პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მხარ­ში მედ­გა და მარ­წმუ­ნებ­და, რომ არ უნდა დავ­ნე­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა ჩემს გუნდს. მინ­და ასე­ვე, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ჩვენს ამომ­რჩე­ველს იმის გამო, თუ ვერ გა­ვა­მარ­თლეთ მათი მო­ლო­დი­ნე­ბი, ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ მათი მო­თხოვ­ნე­ბი.

გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბებ­დნენ და ბო­დიშს ვუხ­დი მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ ვერ და­ვი­ცა­ვი მათი ხმა. ჩემი მი­ზა­ნი იყო აჭა­რა­ში სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა, ვინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ კარგ პრო­ექ­ტებს, მათ შო­რის ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქის პროგ­რა­მას, ციტ­რუ­სის პროგ­რა­მას და სხვა...

სწო­რედ ამი­ტომ დღეს, მე ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ შევ­დი­ვარ უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში, არც რო­გორც ლი­დე­რი და არც რო­გორც დე­პუ­ტა­ტი. ეს მე მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო ხალ­ხს და ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ჩემს გუნდთან. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ მე მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კი­დან, ჩემი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. პი­რა­დად მე არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, ვიქ­ნე­ბი აჭა­რა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩემი პრინ­ცი­პი იქ­ნე­ბა მეტ ხალ­ხს შევ­ხვდე. მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ეძ­ლე­ბა ჩვენ­თან მოს­ვლა და შეხ­ვედ­რა, პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვა, იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ.

ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიის მე­ექ­ვსე ნო­მე­რი ას­მათ დი­ა­სა­მი­ძე ჩა­ა­ნაც­ვლებს, რო­მე­ლიც წინა მოწ­ვე­ვის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა.

გადაწყვეტილება ვარშალომიძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა და განაცხადა, რომ მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ "ვერ გაამართლა მოლოდინები და ვერ დაიცვა ხმები".

მისივე განცხადებით, ის არ მიდის პოლიტიკიდან და მხარდამჭერებთან აქტიურ ურთიერთობას გეგმავს.

"მეორე ტურიც დამთავრებულია, უსკომ მიიღო შემაჯამებელი ოქმი. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. მადლობა ჩემს გუნდს. მინდა ასევე, ბოდიში მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს იმის გამო, თუ ვერ გავამართლეთ მათი მოლოდინები, ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები.

გვაფრთხილებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და ბოდიშს ვუხდი მხარდამჭერებს, რომ ვერ დავიცავი მათი ხმა. ჩემი მიზანი იყო აჭარაში სასარგებლო ადამიანების შეკრება, ვინც განახორციელებდნენ კარგ პროექტებს, მათ შორის ოცნების ქალაქის პროგრამას, ციტრუსის პროგრამას და სხვა...

სწორედ ამიტომ დღეს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მე მომცემს საშუალებას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ჩემი კონცენტრირება და ძალისხმევა ცვლილებებისკენ იქნება მიმართული. პირადად მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში და ჩემი პრინციპი იქნება მეტ ხალხს შევხვდე. მოსახლეობას შეეძლება ჩვენთან მოსვლა და შეხვედრა, პრობლემების განხილვა, იდეების გაზიარება", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძეს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."