პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა
დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა პროგ­რა­მის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ქა­ღალ­დე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მო "ტი­სუ­პე­ი­პე­რი" გახ­სნა.

დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა წარ­მო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­თან ერ­თად ლენ­ტის გაჭ­რა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა სა­წარ­მო­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა. პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბი­სა და შე­ფუთ­ვის პრო­ცესს გა­ეც­ნო და თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა.

"ტი­სუ­პე­ი­პერ­ში" 11,5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია და 90-ზე მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი არის შექ­მნი­ლი. ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს ჰი­გი­ე­ნურ ქა­ღალდს. წარ­მო­ე­ბა ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია გა­რე­მოს მი­მართ, რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლად, აქ ხდე­ბა მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბა მა­კუ­ლა­ტუ­რის. ეს არის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე. დღეს კომ­პა­ნია 250 ტო­ნა­ზე მეტ პრო­დუქ­ცი­ას უშ­ვებს, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის მოხ­მა­რე­ბის თით­ქმის 30%-ია, ხოლო მო­მა­ვალ­ში ისი­ნი კი­დევ გა­ა­ორ­მა­გე­ბენ თა­ვის გა­მოშ­ვე­ბას. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს თუ მხო­ლოდ მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა, კომ­პა­ნი­ას და­გეგ­მი­ლი აქვს გა­ა­ფარ­თო­ვოს თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია.

შე­მო­ი­ტანს ცე­ლუ­ლო­ზას, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მიერ ნა­წარ­მო­ე­ბი პრო­დუქ­ტის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ბა­ზარ­ზე. სწო­რედ ეს არის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" პროგ­რა­მის მი­ზა­ნი. მისი ამო­ცა­ნაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბა გან­ვი­თარ­დეს. გან­ვი­თარ­დეს იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა და ექ­სპორ­ტის პო­ტენ­ცი­ა­ლი. კომ­პა­ნია შემ­დგომ­ში სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბაზ­რებ­ზე ექ­სპორტზე გას­ვლას გეგ­მავს", - გან­მარ­ტა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

შპს "ტი­სუ­პე­ი­პე­რის" ბრენ­დე­ბი "ეკო", "ას­ფურ­ცე­ლა" და "ეკო­ფე­ი­ფე­რი" მომ­ხმა­რებ­ლებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას და კონ­კუ­რენ­ტულ ფა­სებს სთა­ვა­ზობს.

"ჩვენ ვერ ავი­ღებ­დით ჩვენს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რომ არა სა­ხელ­მწი­ფო. კო­ლო­სა­ლუ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს. ვეც­დე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ იმ­პორ­ტს. მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მზა პრო­დუქ­ცია შე­იძ­ლე­ბა 400 ტო­ნამ­დე ავი­დეს. 2019 წლის­თვის კი გვინ­და მზა პრო­დუქ­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1000 ტო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს. ეს არ არის მაქ­სი­მუ­მი", - აღ­ნიშ­ნა წარ­მო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა გი­ორ­გი ასა­თი­ან­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა EBRD-ის დახ­მა­რე­ბა­სა და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გა­წე­ულ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე.

"ტი­სუ­პე­ი­პე­რის" სა­წარ­მოს გახ­სნას დღეს ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ანი კვა­რა­ცხე­ლია და EBRD-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ვე­რი­ან ღვი­ნე­ფა­ძე.

შპს "ტი­სუ­პე­ი­პე­რი" თბი­ლის­ში, სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, ქი­ზი­ყის 12-ში მდე­ბა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოების მენეჯერთან ერთად ლენტის გაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის მინისტრმა საწარმოში არსებული დანადგარები დაათვალიერა. პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

"ტისუპეიპერში" 11,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია და 90-ზე მეტი სამუშაო ადგილი არის შექმნილი. ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ჰიგიენურ ქაღალდს. წარმოება ძალიან მეგობრულია გარემოს მიმართ, რადგან პრაქტიკულად, აქ ხდება მეორადი გადამუშავება მაკულატურის. ეს არის წარმოება, რომელიც გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს კომპანია 250 ტონაზე მეტ პროდუქციას უშვებს, რაც აღნიშნული პროდუქტის მოხმარების თითქმის 30%-ია, ხოლო მომავალში ისინი კიდევ გააორმაგებენ თავის გამოშვებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს თუ მხოლოდ მეორადი გადამუშავება ხდება, კომპანიას დაგეგმილი აქვს გააფართოვოს თავისი პროდუქცია.

შემოიტანს ცელულოზას, შესაბამისად, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტის თვითღირებულება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე. სწორედ ეს არის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიზანი. მისი ამოცანაა ჩვენს ქვეყანაში წარმოება განვითარდეს. განვითარდეს იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის პოტენციალი. კომპანია შემდგომში სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტზე გასვლას გეგმავს", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს "ტისუპეიპერის" ბრენდები "ეკო", "ასფურცელა" და "ეკოფეიფერი" მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.

"ჩვენ ვერ ავიღებდით ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას რომ არა სახელმწიფო. კოლოსალური სამუშაოა ჩატარებული. ამბიციური გეგმები გვაქვს. ვეცდებით სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ იმპორტს. მომავალი წლის პირველ ნახევარში მზა პროდუქცია შეიძლება 400 ტონამდე ავიდეს. 2019 წლისთვის კი გვინდა მზა პროდუქციის მოცულობა 1000 ტონამდე გაიზარდოს. ეს არ არის მაქსიმუმი", - აღნიშნა წარმოების მენეჯერმა გიორგი ასათიანმა, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა EBRD-ის დახმარებასა და უცხოელი სპეციალისტების მიერ გაწეულ კონსულტაციაზე.

"ტისუპეიპერის" საწარმოს გახსნას დღეს ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და EBRD-ის წარმომადგენელი საქართველოში სევერიან ღვინეფაძე.

შპს "ტისუპეიპერი" თბილისში, სამგორის რაიონში, ქიზიყის 12-ში მდებარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი