პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლომინაძის, ნინუების და კოდორის საქმეები - რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გადასინჯვა
ლომინაძის, ნინუების და კოდორის საქმეები - რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გადასინჯვა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე უკა­ნო­ნოდ მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კეთ­და.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, გა­და­ი­ხე­დე­ბა გა­ნა­ჩე­ნე­ბი სს "ეი-ი-ეს" თე­ლა­სის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის: გი­ორ­გი და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნე­ბის, ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძის, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის მი­მართ. ასე­ვე, გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას და მისი მე­უღ­ლის ეთერ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლის თა­მაზ გო­გი­ას და კო­დორ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ნორა არ­ღვლი­ა­ნის (კვი­ცი­ა­ნი) მი­მართ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბილ სამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, მათ შო­რის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებ­ზე უკა­ნო­ნოდ მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა სს "ეი-ი-ეს" თე­ლა­სის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის: გი­ორ­გი და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნე­ბის, ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძის, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის მი­მართ. ასე­ვე, გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას და მისი მე­უღ­ლის ეთერ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლის თა­მაზ გო­გი­ას და კო­დორ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ნორა არ­ღვლი­ა­ნის მი­მართ.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზე, ჩა­ტარ­და ხე­ლა­ხა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, შეს­წავ­ლილ იქნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო საქ­მის მა­სა­ლე­ბი, მო­პო­ვე­ბულ იქნა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ თი­თო­ე­ულ ამ საქ­მე­ში მო­ი­პო­ვა უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლი­თაც გა­მო­ი­რი­ცხა ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი, რის­თვი­საც ისი­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

2006 წლის 15 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვით: გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი, ნიკა ჩე­მია, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძე და გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე.

სა­სა­მარ­თლომ უდაო ფაქ­ტად მი­იჩ­ნია ის, რომ ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა მოხ­და მა­ყუ­ჩი­ა­ნი "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ია­რა­ღით. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სურ-კო­მი­სი­უ­რი, ფი­ზი­კო-ტექ­ნი­კუ­რი და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის სუ­რა­თის მი­ხედ­ვით, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ დად­გე­ნილ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას - ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღით მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე; გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცალ­სა­ხად უთი­თე­ბენ ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე იმ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ვი­ნა­ი­დან, ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ მა­ღა­ლი რან­გის სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სას ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა მთე­ლი რიგი მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნის, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის, ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძი­სა და გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბი­სას კი გა­მოვ­ლინ­და არა­ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, რაც სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­ნა­ჩე­ნე­ბით დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათ­ზე მი­უ­თი­თებს.

ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას და მისი მე­უღ­ლის ეთერ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლის თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ, რო­მელ­საც 2010 წლის 13 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ჩე­ნით მკვლე­ლო­ბის­თვის 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­ვე­თა მი­ე­სა­ჯა.

თა­მაზ გო­გია მსჯავ­რდე­ბულ იქნა, მას­ზედ რომ 2009 წლის 11 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, კომ­პა­ნი­ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­შო­ბი­ლი და­ვის გამო, მან მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, ან­გა­რე­ბით, მოკ­ლა ჯერ თა­მაზ ნი­ნუა, ხოლო შემ­დგომ კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მისი მე­უღ­ლე ეთერ ნი­ნუა.

თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დენ­თის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის NO2-ის არ­სე­ბო­ბა და­ფიქ­სირ­და თა­მაზ გო­გი­ას მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ხე­ლის ანაწ­მენ­დზე, რაც გახ­და მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბის­თვის.

ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, 2016 წლის 06 ივ­ლისს, ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სახ. სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­სა და შსს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­ცე­მულ იქნა კო­მი­სი­უ­რი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მელ­მაც გა­მო­რი­ცხა თა­მაზ გო­გი­ას ხე­ლის ანაწ­მენ­დებ­ზე დენ­თის კვა­ლის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი და ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ხსე­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბა.

გარ­და ამი­სა, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლებს გა­აჩ­ნდათ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ, რათა მას ხე­ლოვ­ნუ­რად შე­რა­ცხო­და თა­მაზ და ეთერ ნი­ნუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი. ამ მიზ­ნით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა მისი მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ბა­თილ­და და ეჭვქვეშ დად­გა ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით.

ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­არ­კვია ნორა არ­ღვლი­ა­ნის საქ­მე­ზე. კერ­ძოდ, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნორა არ­ღვლი­ანს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს უკა­ნო­ნოდ და მას ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნეს ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

2006 წლის 25 ივ­ლისს, კო­დორ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, ბა­ტა­ლი­ონ "მო­ნა­დი­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი შე­ვიდ­ნენ კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და ნორა არ­ღვლი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის არ გა­უ­წე­ვია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნორა არ­ღვლი­ა­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და კო­დო­რის­გან ჩა­მო­ცი­ლე­ბის და გაქ­ცე­ულ ემ­ზარ კვი­ცი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­და­წყვი­ტეს ნორა არ­ღვლი­ა­ნის შე­პყრო­ბა.

კო­დო­რის ხე­ო­ბის და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, 27 ივ­ლისს, შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს ნორა არ­ღვლი­ანს და ყო­ველ­გვა­რი და­კა­ვე­ბის ოქ­მის შევ­სე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვის გა­რე­შე, მისი უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, იგი გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და მხო­ლოდ 29 ივ­ლისს, მისი შე­პყრო­ბი­დან 2 დღის შემ­დეგ და­ი­წყეს ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნით პრო­ცე­სე­ბის სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა.

კერ­ძოდ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ნორა არ­ღვლი­ა­ნის და­კა­ვე­ბა თით­ქოს მოხ­და 29 ივ­ლისს, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ამო­ღე­ბის შემ­დეგ. მა­შინ რო­დე­საც ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნორა არ­ღვლი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში არა­ნა­ი­რი ჩხრე­კა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ჩხრე­კა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლან და კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში მათი შეს­ვლი­სას მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის შტა­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ნორა არ­ღვლი­ა­ნი კი უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ნორა არ­ღვლი­ა­ნის ბრალ­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და მის­თვის მძი­მე სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბის მიზ­ნით, მას ასე­ვე წა­რუდ­გი­ნეს მით­ვი­სე­ბის ცრუ ბრალ­დე­ბა, თით­ქოს 2005 წელს, მან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ნაც­ვლად სო­ფელ ჩხალ­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­რი­გე­ბი­სა, თა­ვად მი­ით­ვი­სა და ასე­ვე თით­ქოს იგი მო­უ­წო­დებ­და ბა­ტა­ლი­ონ "მო­ნა­დი­რის" წევ­რებს არ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლად იქნა გა­მო­რი­ცხუ­ლი ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და და­დას­ტურ­და ნორა არ­ღვლი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში. ცრუ ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნორა არ­ღვლი­ან­მა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 6 წელი გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­ხერ­ხდა.

ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ბრა­ლად შე­რა­ცხულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, რის გა­მოც ყვე­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩვენ მივ­მარ­თავთ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვის მო­თხოვ­ნით.

პრო­ცესს, რო­მე­ლიც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნილ­მა ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ი­წყო, რაც უკავ­შირ­დე­ბა უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვას და მათი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნას, შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლომინაძის, ნინუების და კოდორის საქმეები - რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გადასინჯვა

ლომინაძის, ნინუების და კოდორის საქმეები - რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გადასინჯვა

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

როგორც უწყებაში განმარტეს, გადაიხედება განაჩენები სს "ეი-ი-ეს" თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებულის ნორა არღვლიანის (კვიციანი) მიმართ.

"საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სამ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაობის შედეგად, პროკურორის დადგენილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს "ეი-ი-ეს" თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებულის ნორა არღვლიანის მიმართ.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით: გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

სასამართლომ უდაო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი "მაკაროვის" სისტემის იარაღით. ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, კატეგორიულად გამორიცხავს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას - ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე; გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ.

ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებს.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას მიმართ, რომელსაც 2010 წლის 13 აგვისტოს განაჩენით მკვლელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა.

თამაზ გოგია მსჯავრდებულ იქნა, მასზედ რომ 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მან მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით, მოკლა ჯერ თამაზ ნინუა, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლე ეთერ ნინუა.

თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის.

ახალი გამოძიების პირობებში, 2016 წლის 06 ივლისს, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.

გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

ასევე, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოარკვია ნორა არღვლიანის საქმეზე. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.

2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ნორა არღვლიანის ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა.

კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას მისი საცხოვრებელი სახლი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტუაციის მართვის შტაბად გამოიყენებოდა, ნორა არღვლიანი კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ნორა არღვლიანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს, მან ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა და ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის" წევრებს არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად იქნა გამორიცხული ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა არღვლიანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა არღვლიანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ