საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს
არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მა­სობ­რი­ვად და­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დე­მო­ტი­ვა­ცი­ას იწ­ვევს და ხელს უშ­ლის მათი ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბას ეკო­ნო­მი­კურ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცე­სებ­ში. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას პან­კი­სის სა­თე­მო რა­დიო WAY ავ­რცე­ლებს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კა­ხე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" რამ­დე­ნი­მე წე­ლია პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცია პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბის გარ­და, მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ პრო­ექ­ტებ­საც ახორ­ცი­ე­ლებს. ფონ­დის დი­რექ­ტო­რი იზა ბე­ქა­უ­რი ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და ამ­გვარ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­სობ­რი­ვად და­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა.

"ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღებ­თა რა­ო­დე­ნო­ბით პან­კი­სის ხე­ო­ბა პირ­ველ ად­გილ­ზეა, რა­საც მე არ ვე­თან­ხმე­ბი. გა­ზარ­მაც­და ხალ­ხი. რომ გინ­დო­დეს მუშა და­ი­ქი­რა­ვო და დღე­ში 25 ლარი გა­და­უ­ხა­დო, არ მო­დის იმი­ტომ, რომ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­მუ­შაო რომ შეს­თა­ვა­ზო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, უარს ამ­ბობს, დახ­მა­რე­ბას მო­მიხ­სნი­ა­ნო. რამ­დე­ნი­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა გვქონ­და", - აღ­ნიშ­ნავს იზა ბე­ქა­უ­რი.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში პან­კი­სი­დან ე.წ. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" ათო­ბით ახალ­გაზ­რდის წას­ვლის გამო, ხე­ო­ბის მი­მართ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა გა­ი­ზარ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი" რამდენიმე წელია პანკისის ხეობაში აქტიურად მუშაობს. ორგანიზაცია პროფესიული უნარების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების გარდა, მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებსაც ახორციელებს. ფონდის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის სურვილი. მისივე თქმით, მოსახლეობის აქტივობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარებაა.

"ახმეტის რაიონში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობით პანკისის ხეობა პირველ ადგილზეა, რასაც მე არ ვეთანხმები. გაზარმაცდა ხალხი. რომ გინდოდეს მუშა დაიქირავო და დღეში 25 ლარი გადაუხადო, არ მოდის იმიტომ, რომ სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამუშაო რომ შესთავაზო ორგანიზაციაში, უარს ამბობს, დახმარებას მომიხსნიანო. რამდენიმე ასეთი შემთხვევა გვქონდა", - აღნიშნავს იზა ბექაური.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პანკისიდან ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" ათობით ახალგაზრდის წასვლის გამო, ხეობის მიმართ როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება გაიზარდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა