მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბანკებში ფული თეთრდება - სად მოძრაობს არალეგალური ფული ქართულ საბანკო სექტორში
საქართველოს ბანკებში ფული თეთრდება - სად მოძრაობს არალეგალური ფული ქართულ საბანკო სექტორში

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტორ­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ნიშ­ნე­ბი აშ­კა­რაა. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ხე­ზეა ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც "კა­პი­ტალ ბან­კის" საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა და მის­თვის ლი­ცენ­ზი­ის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რი ფუ­ლის მოძ­რა­ო­ბა მხო­ლოდ "კა­პი­ტალ ბან­კით" არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის და სხვა უკა­ნო­ნო მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ამ ტი­პის ბან­კე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ისი­ნი ძა­ლი­ან პა­სი­უ­რე­ბი არი­ან, არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ხალ­ხს და, ძი­რი­თა­დად, ფუ­ლის გა­ტა­რე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წვრი­ლი ბან­კია, რომ­ლებ­საც არ აინ­ტე­რე­სებთ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და მხო­ლოდ თა­ვი­სი მფლო­ბე­ლე­ბის კერ­ძო ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ბა­ზარ­ზე მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ზო­გი­ერთ სპე­ცი­ა­ლისტს ეჭვს უღ­ვი­ვებს.

"კა­პი­ტალ ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნულ­მა ბან­კმა უკვე გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბან­კის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და "უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის აღ­მკვე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბის, წე­სე­ბი­სა და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო ნორ­მე­ბი­სა და რჩვე­ვე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი."

მსგავს ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში მხი­ლე­ბუ­ლი იყო "კა­პი­ტალ ბან­კის" წი­ნა­მორ­ბე­დი - "ინ­ვესტ ბან­კი", რო­მელ­მაც შემ­დეგ­ში რებ­რენ­დი­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მო­ი­პო­ვა სრუ­ლი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეჭ­ვობს, რომ ფუ­ლად მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში, შე­საძ­ლოა, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა მცი­რე ბან­კე­ბიც, ძი­რი­თა­დად, ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია.

"ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის" პრე­ზი­დენ­ტი პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ბან­კე­ბის გვერ­დის ავ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტი კრი­მი­ნა­ლია და უნდა მი­ე­ცეს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი, ვიდ­რე მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­ის გა­უქ­მე­ბაა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

საქართველოს ბანკებში ფული თეთრდება - სად მოძრაობს არალეგალური ფული ქართულ საბანკო სექტორში

საქართველოს ბანკებში ფული თეთრდება - სად მოძრაობს არალეგალური ფული ქართულ საბანკო სექტორში

საქართველოს საბანკო სექტორში ფულის გათეთრების ნიშნები აშკარაა. ჯერჯერობით სახეზეა ერთი ფაქტი, რომელიც "კაპიტალ ბანკის" საქმიანობას ეხება და მისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზი გახდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში არალეგალური ფულის მოძრაობა მხოლოდ "კაპიტალ ბანკით" არ შემოიფარგლება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფულის გათეთრების და სხვა უკანონო მაქინაციებში შეიძლება, სწორედ ამ ტიპის ბანკები იყვნენ ჩართული. ისინი ძალიან პასიურები არიან, არ ემსახურებიან ხალხს და, ძირითადად, ფულის გატარებით არიან დაკავებული.

საქართველოში რამდენიმე წვრილი ბანკია, რომლებსაც არ აინტერესებთ ეკონომიკური საქმიანობა და მხოლოდ თავისი მფლობელების კერძო ინტერესებს ემსახურებიან. ბაზარზე მათი საქმიანობა ზოგიერთ სპეციალისტს ეჭვს უღვივებს.

"კაპიტალ ბანკთან" დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბანკის შემოწმების პროცესში გამოვლინდა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და რჩვევების დარღვევის ფაქტები."

მსგავს ფინანსურ მაქინაციებში მხილებული იყო "კაპიტალ ბანკის" წინამორბედი - "ინვესტ ბანკი", რომელმაც შემდეგში რებრენდიგი განახორციელა და მოიპოვა სრული საბანკო მომსახურების განხორციელების უფლება.

სპეციალისტების უმრავლესობა ეჭვობს, რომ ფულად მაქინაციებში, შესაძლოა, მონაწილეობდნენ სხვა მცირე ბანკებიც, ძირითადად, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ გააჩნია.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ფულის გათეთრება ბანკების გვერდის ავლითაც შესაძლებელია, თუმცა თითოეული გამოვლენილი ფაქტი კრიმინალია და უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია. საბოლოო ჯამში, გაცილებით მკაცრი ზომებია მისაღები, ვიდრე მხოლოდ ლიცენზიის გაუქმებაა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."