პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ახალგაზრდების გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტები, რომლებსაც სატანისტურ სექტებს უკავშირებენ
ქართველი ახალგაზრდების გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტები, რომლებსაც სატანისტურ სექტებს უკავშირებენ

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თბი­ლის­ში რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ, ირმა ყო­ჩიშ­ვილ­მა და მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ირ­მას დედა, ლუბა ყო­ჩიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ჩიშ­ვი­ლი, შენ­გე­ლია და მათ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი სამი მე­გო­ბა­რი სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბა კა­ნი­ბა­ლიზ­მის ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს. სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის წინ ალა­პა­რაკ­დნენ. სხვა­დას­ხვა დროს ე.წ. სექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევ­და. გთა­ვა­ზობთ იმ შემ­თხვე­ვებს, რომ­ლე­ბიც სა­ტა­ნის­ტურ სექ­ტებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ამი­რან ჩა­ჩუა

18 წლის ამი­რან ჩა­ჩუა 2015 წლის 28 იან­ვარს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამი­რა­ნი ილი­ა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლობ­და. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად სას­ტუმ­რო "ლა­ეტ­რონ­ში" მუ­შა­ობ­და. ახალ­გაზ­რდა ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლი სწო­რედ სას­ტუმ­რო­ში იპო­ვეს. ამი­რან ჩი­ჩუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

მა­რი­ამ ხუ­ცი­ა­ნი­ძე

დუ­შე­თის მკვიდ­რის 15 წლის მა­რი­ამ ხუ­ცი­ა­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. სწო­რედ მა­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ დუ­შეთ­ში 50 ბავ­შვის­გან შემ­დგა­რი სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტა მოქ­მე­დებ­და, მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც სწო­რედ ამ სექ­ტას და­უ­კავ­ში­რეს. მა­რი­ამს თბი­ლი­სი­დან დუ­შეთ­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით გა­უგ­ზავ­ნეს ე.წ. სა­წამ­ლა­ვი, რომ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. დუ­შე­თის 1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე, მა­რი­ა­მი და ამი­რან ჩი­ჩუა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, გო­გო­ნამ თა­ვის მოკ­ვლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს სცა­და. მა­რი­ამ ხუ­ცი­ა­ნი­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და 249-ე მუხ­ლე­ბით. (იხი­ლეთ სტა­ტია)

ნინი კვა­ჭან­ტი­რა­ძე

2016 წლის აპ­რილ­ში თბი­ლის­ში 16 წლის გო­გო­ნა და­ი­კარ­გა. არას­რულ­წლო­ვანს ოჯა­ხის წევ­რე­ბი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და მას ბო­ლოს ბორ­ჯომ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მი­აკ­ვლი­ეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ნინი კვა­ჭან­ტი­რა­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას მისი ახ­ლობ­ლე­ბი სა­ტა­ნის­ტურ სექ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­ში­რებ­დნენ. შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ გა­მო­იკ­ვე­თა და გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვე­ტი­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რა იპო­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბექა შენ­გე­ლი­ას სახ­ლში და რა შემ­ზა­რავ დე­ტა­ლებს ყვე­ბა მე­ზო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ

ქართველი ახალგაზრდების გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტები, რომლებსაც სატანისტურ სექტებს უკავშირებენ

ქართველი ახალგაზრდების გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტები, რომლებსაც სატანისტურ სექტებს უკავშირებენ

რამდენიმე კვირის წინ, თბილისში რიტუალური მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა გოგონამ, ირმა ყოჩიშვილმა და მისმა შეყვარებულმა ირმას დედა, ლუბა ყოჩიშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოჩიშვილი, შენგელია და მათთან ერთად დაკავებული სამი მეგობარი სატანისტური სექტის წევრები იყვნენ. გამოძიება კანიბალიზმის ვერსიაზეც მუშაობს. სატანისტური სექტების არსებობის შესახებ, საქართველოში წლების წინ ალაპარაკდნენ. სხვადასხვა დროს ე.წ. სექტების არსებობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. გთავაზობთ იმ შემთხვევებს, რომლებიც სატანისტურ სექტებთან არის დაკავშირებული.

ამირან ჩაჩუა

18 წლის ამირან ჩაჩუა 2015 წლის 28 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამირანი ილიაუნის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად სასტუმრო "ლაეტრონში" მუშაობდა. ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი სწორედ სასტუმროში იპოვეს. ამირან ჩიჩუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ გამოძიება დასრულებულია.

მარიამ ხუციანიძე

დუშეთის მკვიდრის 15 წლის მარიამ ხუციანიძის გარდაცვალებამ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დუშეთში 50 ბავშვისგან შემდგარი სატანისტური სექტა მოქმედებდა, მარიამის გარდაცვალებაც სწორედ ამ სექტას დაუკავშირეს. მარიამს თბილისიდან დუშეთში სამარშრუტო ტაქსით გაუგზავნეს ე.წ. საწამლავი, რომლის მიღების შემდეგ ის საავადმყოფოში მოხვდა. დუშეთის 1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, მარიამი და ამირან ჩიჩუა შეყვარებულები იყვნენ, გოგონამ თავის მოკვლა შეყვარებულის დაკრძალვის მეორე დღეს სცადა. მარიამ ხუციანიძის საქმის გამოძიება არ დასრულებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და 249-ე მუხლებით. (იხილეთ სტატია)

ნინი კვაჭანტირაძე

2016 წლის აპრილში თბილისში 16 წლის გოგონა დაიკარგა. არასრულწლოვანს ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ და მას ბოლოს ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მიაკვლიეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ნინი კვაჭანტირაძის გაუჩინარებას მისი ახლობლები სატანისტურ სექტებთან ურთიერთობას უკავშირებდნენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და გამოძიება შეწყვეტილია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ ასევე: რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი