პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან
"აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მეც­ნი­ე­რის­თვის სა­ოც­ნე­ბო ად­გილ­ზე - "ცერნ­ში" სამი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა! საფ­რან­გე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვარ­ზე, ჟე­ნე­ვას­თან ახ­ლოს, ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის - "ცერ­ნის" ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, ვახო კონ­ტრი­ძე, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი და ბექა მი­ქა­ძე 21 ნო­ემ­ბერს 5-დღი­ა­ნი შე­მეც­ნე­ბი­თი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ვი­ან. მათ­თან ერ­თად მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბის ცენ­ტრს რეს­პუბ­ლი­კუ­რი ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ.

"ცერნ­ში მოხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლა მეც­ნი­ე­რი ოც­ნე­ბობს. ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იქ მი­ვი­ღებთ რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს ჩვე­ნი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ," - AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი ვახო კონ­ტრი­ძე.

ჯგუ­ფის პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა "ფუჭი ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ენერ­გი­ის ნა­კა­დის "ჰარ­ვეს­ტერ-რე­ციკ­ლე­რი", ხუთი-ერ­თში". ამ გა­მო­გო­ნე­ბით კონ­ტრი­ძე მისი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურ­სის "ლე­ო­ნარ­დი და ვინ­ჩის" 2015 წლის გრან პრის მფლო­ბე­ლი გახ­და.

"ჩვენ შევ­ქმე­ნით მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს დენს, აქვს wi-fi-ს მიმ­ღე­ბი, ტე­ლე­მიმ­ღე­ბი, რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი და აცხე­ლებს წყალს. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტით მი­ვემ­გზავ­რე­ბით ცერნ­ში", - თქვა კონ­ტრი­ძემ.

კონ­ტრი­ძე არა მხო­ლოდ "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი" 2015-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, არა­მედ მან, გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძეს­თან ერ­თად, 2016 წლის კონ­კურ­სზეც მო­ი­პო­ვა გრან-პრი. შე­სა­ბა­მი­სად, ის მო­მა­ვალ წელ­საც გა­ემ­გზავ­რე­ბა ცერნ­ში.

"ჩვე­ნი 2016 წლის პრო­ექ­ტი მზის ელე­მენ­ტის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდის ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ას ეხე­ბა. მზის ელე­მენ­ტებს ახა­სი­ა­თებს სამი სა­ხის პრობ­ლე­მა: გა­და­ხუ­რე­ბა, არა­საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ის გა­მო­ყო­ფა და არამ­დგრა­დო­ბა წვი­მის ან თოვ­ლის მი­მართ. ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა და ჩვე­ნი ცდა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ვა­ფორ­მი­რებთ სი­ლი­კო­ნის აპკს, რო­მე­ლიც ამ სა­მი­ვე პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში გვეხ­მა­რე­ბა. შე­დე­გად მზის ელე­მენ­ტის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ხუთი პრო­ცენ­ტით გავ­ზარ­დეთ. სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი იქ­ნე­ბა ის, რომ უფრო მეტი ოჯა­ხი მო­მა­რაგ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ით", - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­ცაა. ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდმა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი NASA-ს კე­ნე­დის კოს­მო­სურ ცენ­ტრში გა­უშ­ვა.

ცერნ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე 17 წლის მეც­ნი­ე­რე­ბი ინ­ტე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-სა­ინ­ჟინ­რო გა­მო­ფე­ნა­ზე - Intel ISEF ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: გა­ი­ცა­ნით ოთხი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც NASA-ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან

"აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან

მსოფლიოს ყველა მეცნიერისთვის საოცნებო ადგილზე - "ცერნში" სამი ქართველი მოსწავლე-გამომგონებელი გაემგზავრება! საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - "ცერნის" ლაბორატორიას, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე 21 ნოემბერს 5-დღიანი შემეცნებითი ვიზიტით ეწვევიან. მათთან ერთად მსოფლიოს მეცნიერების ცენტრს რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულებიც დაათვალიერებენ.

"ცერნში მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ მივიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ჩვენი პროექტის შესახებ," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი ვახო კონტრიძე.

ჯგუფის პროექტის სახელწოდებაა "ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის "ჰარვესტერ-რეციკლერი", ხუთი-ერთში". ამ გამოგონებით კონტრიძე მისი ჯგუფის წევრებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდი და ვინჩის" 2015 წლის გრან პრის მფლობელი გახდა.

"ჩვენ შევქმენით მოწყობილობა, რომელიც გამოიმუშავებს დენს, აქვს wi-fi-ს მიმღები, ტელემიმღები, რადიომიმღები და აცხელებს წყალს. სწორედ ამ პროექტით მივემგზავრებით ცერნში", - თქვა კონტრიძემ.

კონტრიძე არა მხოლოდ "ლეონარდო და ვინჩი" 2015-ის გამარჯვებულია, არამედ მან, გიორგი ნიორაძესთან ერთად, 2016 წლის კონკურსზეც მოიპოვა გრან-პრი. შესაბამისად, ის მომავალ წელსაც გაემგზავრება ცერნში.

"ჩვენი 2016 წლის პროექტი მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას ეხება. მზის ელემენტებს ახასიათებს სამი სახის პრობლემა: გადახურება, არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა და არამდგრადობა წვიმის ან თოვლის მიმართ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენი ცდა წარმატებით დასრულდა. ვაფორმირებთ სილიკონის აპკს, რომელიც ამ სამივე პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. შედეგად მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ხუთი პროცენტით გავზარდეთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ის, რომ უფრო მეტი ოჯახი მომარაგდება ელექტროენერგიით", - განმარტავს პროექტის გამარჯვებული, გიორგი ნიორაძე.

აღნიშნული პროექტი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულიცაა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამარჯვებულები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაუშვა.

ცერნში გამგზავრებამდე 17 წლის მეცნიერები ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

360 ახალი ინფიცირებული და 9 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცამები 25 349 ტესტის ჩატარების შემდეგ

"დიდი კაცი წავიდა" - "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე