სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს

ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა სერ­გო ნი­ნუ­ამ და გი­ორ­გი ცა­ბა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს. ამის შე­სა­ხებ მათ გან­ცხა­დე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" პრესკლუბ­ში გა­ა­კე­თეს.

რო­გორც ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სერ­გო ნი­ნუ­ამ გა­ნა­ცხა­და, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი იმის გამო და­ტო­ვეს, რომ ჩა­ტარ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი მოკ­ვლე­ვა, მათ მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სერ­გო ნი­ნუა და გი­ორ­გი ცა­ბა­ძე ყვე­ლა იმ პი­რის და­კი­თხვა­საც ითხო­ვენ, ვინც მათ მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი გა­აჟ­ღე­რეს.

"ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის წი­ნა­აღ­დეგ, ბოლო პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ი­სა და ჩვენს წი­ნა­აღ­დეგ მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გამო, ჩვენ დრო­ე­ბით ვტო­ვებთ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბებს და მო­ვი­თხოვთ, და­ი­კი­თხოს ყვე­ლა ის პირი, ვინც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბებს აჟ­ღე­რებს. ეს ნა­თელს მოჰ­ფენს ყვე­ლა იმ სა­კითხს, რაც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ არის გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. თუ დად­გინ­დე­ბა, რომ ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ მო­ვი­თხოვთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას, რათა გა­ვაგ­რძე­ლოთ ის რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლია. თუ დად­გინ­დე­ბა, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩა­დე­ნი­ლი გა­დაც­დო­მა, მა­შინ მზად ვართ პა­სუ­ხი ვა­გოთ კო­მი­სი­ის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და სერ­გო ნი­ნუ­ამ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად სერ­გო ნი­ნუა, ხოლო ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის შტა­ბის უფ­რო­სად გი­ორ­გი ცა­ბა­ძე ანონ­დარ­ღვე­ვით და­ნიშ­ნა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ.

ამას­თან, "მო­ამ­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ის დო­კუ­მენ­ტიც მო­ი­პო­ვეს, რო­მელ­შიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია მი­ნის­ტრ იზო­რი­ას სთხოვს და­ნიშ­ნოს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც თვი­თონ­ვე მი­უ­თი­თებს, ნი­ნუა და ცა­ბა­ძე კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ.

"გთხოვთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ ნი­ნუ­ა­სა და ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ ცა­ბა­ძის წარ­მოდ­გე­ნილ თა­ნამ­დე­ბობ­ზე და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, შერ­ჩე­ვის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ზე გან­ხილ­ვის გა­რე­შე... და­მა­ტე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2014 წლის 17 თე­ბერ­ვლის ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს საშ­ტა­ტო ნუს­ხე­ბით გან­სა­ზღვრულ ოფი­ცერ­თა თა­ნამ­დე­ბო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნებს", - ნათ­ქვა­მია ჩა­ჩი­ბა­ი­ას მიერ იზო­რი­ას­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ის გვა­რე­ო­ბის "პოლ­კოვ­ნი­კის" თა­ნამ­დე­ბო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბია: მი­ნი­მა­ლუ­რი ნამ­სა­ხუ­რე­ბი წლე­ბი ოფიც­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და უცხო ენის ცოდ­ნა.

გარ­და ამი­სა, საქ­მე იმა­შია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როსს და სხვა მხე­დარ­თმთავ­რებს მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ნი­ნუ­ა­სა და ცა­ბა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის ბრძა­ნე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­ე­რაა გა­მო­ცე­მუ­ლი.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუკ­რი გე­ლაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ "მი­ნისტრს აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნოს პი­როვ­ნე­ბა".

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ნი­ნუ­ა­სა და ცა­ბა­ძის და­ნიშ­ვნის მო­ტივს, გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ნი­ნუ­ა­სა და ცა­ბა­ძის ხედ­ვა ემ­თხვე­ვა გენშტა­ბის ხედ­ვებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნი­ნუ­ა­სა და ცა­ბა­ძეს პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და­ვით ნემ­სა­ძე ამ­ტკი­ცებს, სერ­გო ნი­ნუა და გი­ორ­გი ცა­ბა­ძე არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მი­მართ.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მათ განცხადება "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გააკეთეს.

როგორც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო ნინუამ განაცხადა, თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ ჩატარდეს სრულყოფილი მოკვლევა, მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ყველა იმ პირის დაკითხვასაც ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.

"ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღდეგ, ბოლო პერიოდში დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა და ჩვენს წინააღდეგ მედიაში გაჟღერებული ბრალდებების გამო, ჩვენ დროებით ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ეს ნათელს მოჰფენს ყველა იმ საკითხს, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჟღერებული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას, რათა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე", - განაცხადა სერგო ნინუამ.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე ანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ამასთან, "მოამბის" ინფორმაციით, მათ ის დოკუმენტიც მოიპოვეს, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონვე მიუთითებს, ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

"გთხოვთ, გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე... დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს", - ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის გვარეობის "პოლკოვნიკის" თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მინიმალური ნამსახურები წლები ოფიცრის თანამდებობაზე და უცხო ენის ცოდნა.

გარდა ამისა, საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ "მინისტრს აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება".

რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა ემთხვევა გენშტაბის ხედვებს.

აღსანიშნავია, რომ ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. როგორც შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან "ნაციონალური მოძრაობის" კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."