სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით, 13 წლის ნიტა ლომიძე, რომელმაც შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიმარჯვა!
გაიცანით, 13 წლის ნიტა ლომიძე, რომელმაც შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიმარჯვა!

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­სარ­თო­ბი შოუს "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნიტა ლო­მი­ძე გახ­და. ხალ­ხის რჩე­უ­ლი და ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე ჯერ მხო­ლოდ 13 წლი­საა. ნიტა ცნო­ბი­ლი წყვი­ლის - ტე­ლე­წამ­ყვან ნიკა ლო­მი­ძი­სა და ქო­რე­ოგ­რაფ თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

"ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად", - გვი­თხრა ნიტა ლო­მი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ პა­ტა­რა მო­ცეკ­ვა­ვეს­თან შოუს და­სა­წყის­ში ჩა­წე­რა. შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გო­გო­ნამ გა­სა­ო­ცა­რი ნომ­რით ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ატი­რე­ბა შეძ­ლო. მა­ყუ­რე­ბელ­მა გო­გო­ნას სა­ო­ცა­რი პლას­ტი­კა და ემო­ცი­უ­რი შეს­რუ­ლე­ბა იხი­ლა, რო­მელ­მაც დარ­ბა­ზი და­ი­პყრო... "სას­წა­უ­ლი გოგო", - ჟი­უ­რიმ ასე შე­ა­ფა­სა...

იხი­ლეთ ვი­დეო| 13 წლის ნი­ტას ემო­ცი­ურ­მა ცეკ­ვამ დუტა და სა­ლო­მე ჭა­ჭუა აა­ტი­რა

- ვარ მო­ცეკ­ვა­ვე და მსა­ხი­ო­ბი - ეს ჩემი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია. ამ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თე იმი­ტომ, რომ და­ვამ­ტკი­ცო, - ცეკ­ვა შე­მიძ­ლია და ისიც, რომ შე­მიძ­ლია, ვიყო ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი...

- მოგ­ვი­ყე­ვი შენ­ზე - მკი­თხველს ახ­ლოს გა­ე­ცა­ნი...

- დავ­დი­ვარ ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 46-ე სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, მერ­ვე კლა­სე­ლი ვარ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სკო­ლა და მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ მას­წავ­ლე­ბელს, ვინც მეხ­მა­რე­ბა, შე­ვის­წავ­ლო ბა­ლე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით მეხ­მა­რე­ბა პე­და­გო­გი - მარ­გა­რი­ტა ვა­სი­ლევ­ნა ვერ­ცა­ლო­ვა, მან შე­მაყ­ვა­რა ეს სფე­რო.

- შენი დე­დი­კო, თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია, თა­ვის სტუ­დი­ა­ში არ გა­მე­ცა­დი­ნებს?

- კი, დე­დას­თან შა­ბათ-კვი­რას ვვარ­ჯი­შობ, ცეკ­ვას ვსწავ­ლობ. ასე რომ, დე­დი­კო ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, ძი­რი­თა­დად სა­ხა­სი­ა­თო ცეკ­ვას მას­წავ­ლის. იქ კი­დევ არი­ან სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცეკ­ვის სხვა­დას­ხვა სტილს მა­უფ­ლე­ბენ.

- ცეკ­ვა ასე რომ გიყ­ვარს, ცხა­დია, დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- ეს დე­დი­კოს და ბე­ბოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ბავ­შვო­ბი­დან შე­მაყ­ვა­რეს, მაჩ­ვე­ნებ­დნენ სხვა­დას­ხვა ვი­დე­ოს და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­გო­რია კარ­გი ცეკ­ვა და თუ ასე ვი­ცეკ­ვებ, რას მო­მი­ტანს ეს სფე­რო, რას მი­ვაღ­წევ. ამი­ტო­მაც ვგიჟ­დე­ბი ცეკ­ვა­ზე.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ასე ვფიქ­რობ და ალ­ბათ ასე იქ­ნე­ბა, - რომ და­ვამ­თავ­რებ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლას და შემ­დეგ ცეკ­ვის უკეთ და­სა­უფ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში წა­ვალ. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი გეგ­მე­ბი მაქვს და არ ვიცი, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, უფრო მსა­ხი­ო­ბო­ბას მივ­ხე­დავ...

- შენი არ­ტის­ტო­ბა ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე ფილმში უკვე იხი­ლა...

- 5 ფილმში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ორ სპექ­ტაკლში. ჩემი ფილ­მე­ბია: "ანოს და ვა­ნოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი", "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი" (ორი­ვე ნა­წი­ლი) და "ვისი სული გსურს", სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან კი, - "მუ­სი­კის ჰან­გე­ბი" და "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი". 6 წლის ვი­ყა­ვი, და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა სცე­ნა­ზე რომ და­მა­ყე­ნა და ეს ჯა­დოს­ნუ­რი ად­გი­ლი შე­მაყ­ვა­რა. ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ვი­გე, რა კარ­გი ყო­ფი­ლა სცე­ნა. მას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ უნდა ვმდგა­რი­ყა­ვი იქ, რა უნდა მეთ­ქვა, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში მი­მიშ­ვეს, თვი­თონ ჩემი იმპრო­ვი­ზა­ცი­ით მიმ­ყავ­და ხოლ­მე სპექ­ტაკ­ლი...

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ?

- კი, ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ცეკ­ვი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო როცა მაქვს, მა­შინ­ვე სწავ­ლას მივ­ხე­დავ ხოლ­მე, არ მინ­და, რომ პროგ­რა­მას ჩა­მოვ­რჩე. ეს პრო­ექ­ტი რომ და­ი­წყო, სწავ­ლის­თვის კი­დევ უფრო ცოტა დრო მრჩე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, პროგ­რა­მას და­ვე­წიო, კარგ ნიშ­ნებ­ზე ვის­წავ­ლო. ხან­და­ხან არის ხარ­ვე­ზე­ბიც, ცუდი ნიშ­ნე­ბი, მაგ­რამ ეს მე არ მა­ში­ნებს... გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს უცხო ენე­ბი, ისე, ყვე­ლა სა­გა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად მი­ზი­დავს.

თა­ვი­სუ­ფალ დროს მე, მამა და დედა ხში­რად ერ­თად ვა­ტა­რებთ. ხან კა­ფე­ში მივ­დი­ვართ და ვსა­უბ­რობთ სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, ხან კი­ნო­ში ფილ­მს ვუ­ყუ­რებთ ა.შ. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე და დე­დას წიგ­ნის კი­თხვა და მუ­სი­კის მოს­მე­ნა გვიყ­ვარს, უამ­რავ წიგნს ვკი­თხუ­ლობთ, - ეს ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ჰო­ბია.

- ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლი რომ ხარ, ეს გეხ­მა­რე­ბა, ხომ?

- ჩემი მშობ­ლე­ბი ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბი­ან, გვერ­დით მიდ­გა­ნან. მაგ­რამ რად­გან ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, ეს დი­დად არ მა­ნე­ბივ­რებს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ვართ, - ერ­თად ლა­ღად და სიყ­ვა­რუ­ლით ვცხოვ­რობთ. ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ ისი­ნი უფრო მეხ­მა­რე­ბი­ან. ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლია. მოკ­ლედ, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი არი­ან. სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, რო­დის რა უნდა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვიქ­ცე, სულ მას­წავ­ლი­ან. შეც­დო­მებს ყო­ველ­თვის მის­წო­რე­ბენ, - რაც მი­ხა­რია.

- სულ არ აბ­რა­ზებ?

- რო­გორ გი­თხრათ, - ხან­და­ხან არ ვუ­ჯე­რებ, ეს ხომ ყვე­ლა ბავ­შვის თვი­სე­ბაა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვუ­ჯე­რებ...

- შენს ძა­მი­კო­ზე რას გვე­ტყვი?

- ნიკა ლო­ბი­ლა­ძე 24 წლის არის და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნად მუ­შა­ობს. უსაყ­ვარ­ლე­სი ძა­მი­კოა, ერ­თა­დერ­თი ძმა მყავს და ვგიჟ­დე­ბი მას­ზე, ისიც გიჟ­დე­ბა ჩემ­ზე. ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გოგო...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გაიცანით, 13 წლის ნიტა ლომიძე, რომელმაც შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიმარჯვა!

გაიცანით, 13 წლის ნიტა ლომიძე, რომელმაც შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გაიმარჯვა!

ტელეკომპანია "იმედის" გასართობი შოუს "შენ შეგიძლია ცეკვას" გამარჯვებული ნიტა ლომიძე გახდა. ხალხის რჩეული და ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავე ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. ნიტა ცნობილი წყვილის - ტელეწამყვან ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილია.

"ცეკვა ძალიან მიყვარს, ყველაფერზე მეტად", - გვითხრა ნიტა ლომიძემ ინტერვიუში, რომელიც AMBEBI.GE-მ პატარა მოცეკვავესთან შოუს დასაწყისში ჩაწერა. შესარჩევ ტურზე გოგონამ გასაოცარი ნომრით ჟიურის წევრების ატირება შეძლო. მაყურებელმა გოგონას საოცარი პლასტიკა და ემოციური შესრულება იხილა, რომელმაც დარბაზი დაიპყრო... "სასწაული გოგო'', - ჟიურიმ ასე შეაფასა...

იხილეთ ვიდეო| 13 წლის ნიტას ემოციურმა ცეკვამ დუტა და სალომე ჭაჭუა აატირა

- ვარ მოცეკვავე და მსახიობი - ეს ჩემი ძირითადი მიმართულებებია. ამ პროექტში ჩავერთე იმიტომ, რომ დავამტკიცო, - ცეკვა შემიძლია და ისიც, რომ შემიძლია, ვიყო ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი...

- მოგვიყევი შენზე - მკითხველს ახლოს გაეცანი...

- დავდივარ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის 46-ე საბალეტო სკოლაში, მერვე კლასელი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვინც მეხმარება, შევისწავლო ბალეტი. განსაკუთრებით მეხმარება პედაგოგი - მარგარიტა ვასილევნა ვერცალოვა, მან შემაყვარა ეს სფერო.

- შენი დედიკო, თეა გობეჯიშვილი ცნობილი ქორეოგრაფია, თავის სტუდიაში არ გამეცადინებს?

- კი, დედასთან შაბათ-კვირას ვვარჯიშობ, ცეკვას ვსწავლობ. ასე რომ, დედიკო ძალიან მეხმარება, ძირითადად სახასიათო ცეკვას მასწავლის. იქ კიდევ არიან სხვა მასწავლებლები, რომლებიც ცეკვის სხვადასხვა სტილს მაუფლებენ.

- ცეკვა ასე რომ გიყვარს, ცხადია, დედის დამსახურებაა?

- ეს დედიკოს და ბებოს დამსახურებაა. ბავშვობიდან შემაყვარეს, მაჩვენებდნენ სხვადასხვა ვიდეოს და მეუბნებოდნენ, როგორია კარგი ცეკვა და თუ ასე ვიცეკვებ, რას მომიტანს ეს სფერო, რას მივაღწევ. ამიტომაც ვგიჟდები ცეკვაზე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ასე ვფიქრობ და ალბათ ასე იქნება, - რომ დავამთავრებ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლას და შემდეგ ცეკვის უკეთ დასაუფლებლად უცხოეთში წავალ. ჯერჯერობით ასეთი გეგმები მაქვს და არ ვიცი, როგორ შეიცვლება. მოგვიანებით კი, უფრო მსახიობობას მივხედავ...

- შენი არტისტობა ფართო მაყურებელმა რამდენიმე ფილმში უკვე იხილა...

- 5 ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ორ სპექტაკლში. ჩემი ფილმებია: "ანოს და ვანოს თავგადასავალი", "ლურჯი ფრინველი", "ცელქი ბავშვები" (ორივე ნაწილი) და "ვისი სული გსურს", სპექტაკლებიდან კი, - "მუსიკის ჰანგები" და ''ლურჯი ფრინველი". 6 წლის ვიყავი, დავით დოიაშვილმა სცენაზე რომ დამაყენა და ეს ჯადოსნური ადგილი შემაყვარა. ადრეულ ასაკში გავიგე, რა კარგი ყოფილა სცენა. მასწავლიდნენ, როგორ უნდა ვმდგარიყავი იქ, რა უნდა მეთქვა, მაგრამ რაღაც მომენტში მიმიშვეს, თვითონ ჩემი იმპროვიზაციით მიმყავდა ხოლმე სპექტაკლი...

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- კი, ვმეცადინეობ. ცეკვიდან თავისუფალი დრო როცა მაქვს, მაშინვე სწავლას მივხედავ ხოლმე, არ მინდა, რომ პროგრამას ჩამოვრჩე. ეს პროექტი რომ დაიწყო, სწავლისთვის კიდევ უფრო ცოტა დრო მრჩება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, პროგრამას დავეწიო, კარგ ნიშნებზე ვისწავლო. ხანდახან არის ხარვეზებიც, ცუდი ნიშნები, მაგრამ ეს მე არ მაშინებს... განსაკუთრებით მიყვარს უცხო ენები, ისე, ყველა საგანი თავისებურად მიზიდავს.

თავისუფალ დროს მე, მამა და დედა ხშირად ერთად ვატარებთ. ხან კაფეში მივდივართ და ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, ხან კინოში ფილმს ვუყურებთ ა.შ. ყველაზე ძალიან მე და დედას წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა გვიყვარს, უამრავ წიგნს ვკითხულობთ, - ეს ჩემი უსაყვარლესი ჰობია.

- ცნობილი მშობლების შვილი რომ ხარ, ეს გეხმარება, ხომ?

- ჩემი მშობლები ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები არიან, ყველანაირად მეხმარებიან, გვერდით მიდგანან. მაგრამ რადგან ცნობილები არიან, ეს დიდად არ მანებივრებს, ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, - ერთად ლაღად და სიყვარულით ვცხოვრობთ. ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ ისინი უფრო მეხმარებიან. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მოკლედ, ჩემი საუკეთესო მშობლები და მეგობრები არიან. სულ მეუბნებიან, როდის რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, სულ მასწავლიან. შეცდომებს ყოველთვის მისწორებენ, - რაც მიხარია.

- სულ არ აბრაზებ?

- როგორ გითხრათ, - ხანდახან არ ვუჯერებ, ეს ხომ ყველა ბავშვის თვისებაა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვუჯერებ...

- შენს ძამიკოზე რას გვეტყვი?

- ნიკა ლობილაძე 24 წლის არის და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეწამყვანად მუშაობს. უსაყვარლესი ძამიკოა, ერთადერთი ძმა მყავს და ვგიჟდები მასზე, ისიც გიჟდება ჩემზე. ჰყავს შეყვარებული, ძალიან საყვარელი გოგო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება