პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია შამუგიას გულახდილი ინტერვიუ - ''არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან''
ხატია შამუგიას გულახდილი ინტერვიუ - ''არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან''

აღ­მოჩ­ნდა, რომ ხა­ტია შა­მუ­გია სა­პი­ო­სექ­სუ­ა­ლია. "ადა­მი­ან­ში ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო არის ტვი­ნი", - ამ­ბობს ის.

ასე­ვე ხა­ტი­ამ ჩვენ­თან სა­უბ­რის დროს და­ა­დას­ტუ­რა, რომ მარ­თლა ჰქონ­და რო­მა­ნი ალექ­სან­დრე პეტ­რი­აშ­ვილ­თან, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია წარ­სულს ჩა­ბარ­და. ალექ­სან­დრე პეტ­რი­აშ­ვი­ლის ცოლ­თან, ეკა მიშ­ვე­ლა­ძეს­თან დღეს ხა­ტია მე­გობ­რობს.

- რო­გო­რი აღ­ნა­გო­ბის მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონთ?

- რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი "გა­ი­დი" არ მაქვს, მაგ­რამ ერთი ვიცი, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არ მომ­წონს. უფრო, სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის და "თხე­ლი" აღ­ნა­გო­ბის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ ქალ­სა და მა­მა­კაცს? ვალ­დე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცი, რომ ქალი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­როს? ქა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ სახ­ლის და­ლა­გე­ბა და საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა?

- ქალი ვალ­დე­ბუ­ლი არ არის, რომ საჭ­მე­ლი გა­ა­კე­თოს, სახ­ლის და­ლა­გე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, რა თქმა უნდა, თუ დამ­ლა­გებ­ლის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, რად­გან არე­ულ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლია. მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლია ქალი გა­ა­ნე­ბივ­როს სა­ჩუქ­რე­ბით, იმის­თვის, რომ საყ­ვა­რელ ქალს გა­უ­ლა­მა­ზოს ცხოვ­რე­ბა. ქალ­მაც უნდა გა­უ­ლა­მა­ზოს მა­მა­კაცს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ არა სახ­ლის ლა­გე­ბი­თა და საჭ­მლის კე­თე­ბით, ეს ხომ უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნაა?! ქალს ძა­ლი­ან უყ­ვარს, როცა ანე­ბივ­რე­ბენ, ქალი იმის­თვი­საა ქალი, რომ გა­ა­ნე­ბივ­როს მა­მა­კაც­მა.

- და­ა­სა­ხე­ლეთ ერთი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აჩ­ნდეს იდე­ა­ლურ მა­მა­კაცს.

- იმის­თვის, რომ იდე­ა­ლუ­რი იყოს, ერთი თვი­სე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, მაგ­რამ ერთ- ერთი არის მზრუნ­ვე­ლო­ბა. იდე­ა­ლურ­მა მა­მა­კაც­მა, უნდა იცო­დეს ქა­ლის მოვ­ლა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დის­ტან­ცია სა­ჭი­როა რო­მან­ტი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში?

- დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, არ არის გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა, ფა­მი­ლი­ა­რო­ბა არა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ მომ­წონს.ზღვარ­გა­და­სუ­ლი ხუმ­რო­ბე­ბი არ მომ­წონს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თა­მა­შის წე­სე­ბი არ არ­სე­ბობს, თვი­თონ თა­მა­ში გაჩ­ვე­ნებს ყვე­ლა­ფერს და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი რო­გორ მოგ­ყვე­ბა.

- "თა­ვის და­ფა­სე­ბა­ზე" რას იტყვით?

- სა­ერ­თოდ ეს სი­ტყვა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი ქალ­მაც და მა­მა­კაც­მაც უნდა იცო­დეს. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­გორც მა­მა­კა­ცი უნდა სცემ­დეს პა­ტივს ქალს, ასე­ვე ქალი - მა­მა­კაცს.

- ამ­ბო­ბენ, რომ ერთ დროს რო­მა­ნი გქონ­დათ ალექ­სან­დრე პეტ­რი­აშ­ვილ­თან, მარ­თა­ლია?

- უკვე ამ თე­მა­ზე აღარ ვსა­უბ­რობ, იმი­ტომ რომ ის ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. მას ყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცოლი, მას­თან ვმე­გობ­რობ. ისი­ნი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე დიდი ხა­ნია დამ­თავ­რდა. მე არ უარ­ვყოფ, რომ მქონ­და რო­მა­ნი ალექ­სან­დრე პეტ­რი­აშ­ვილ­თან, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი დიდი ხნის დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ხატია შამუგიას გულახდილი ინტერვიუ - ''არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან''

ხატია შამუგიას გულახდილი ინტერვიუ - ''არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან''

აღმოჩნდა, რომ ხატია შამუგია საპიოსექსუალია. "ადამიანში ყველაზე მიმზიდველი, სექსუალური და საინტერესო არის ტვინი", - ამბობს ის.

ასევე ხატიამ ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ მართლა ჰქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ალექსანდრე პეტრიაშვილის ცოლთან, ეკა მიშველაძესთან დღეს ხატია მეგობრობს.

- როგორი აღნაგობის მამაკაცები მოგწონთ?

- რაღაც კონკრეტული "გაიდი" არ მაქვს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ძალიან მაღალი მამაკაცები არ მომწონს. უფრო, საშუალო სიმაღლის და "თხელი" აღნაგობის.

- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებული ვალდებულებები აქვთ ქალსა და მამაკაცს? ვალდებულია მამაკაცი, რომ ქალი საჩუქრებით გაანებივროს? ქალის ვალდებულებად მიგაჩნიათ სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება?

- ქალი ვალდებული არ არის, რომ საჭმელი გააკეთოს, სახლის დალაგებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ დამლაგებლის აყვანის საშუალება არ აქვს, რადგან არეულ სახლში ცხოვრება აუტანელია. მამაკაცი ვალდებულია ქალი გაანებივროს საჩუქრებით, იმისთვის, რომ საყვარელ ქალს გაულამაზოს ცხოვრება. ქალმაც უნდა გაულამაზოს მამაკაცს ცხოვრება, მაგრამ არა სახლის ლაგებითა და საჭმლის კეთებით, ეს ხომ უბრალოდ, ყოველდღიური რუტინაა?! ქალს ძალიან უყვარს, როცა ანებივრებენ, ქალი იმისთვისაა ქალი, რომ გაანებივროს მამაკაცმა.

- დაასახელეთ ერთი თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს იდეალურ მამაკაცს.

- იმისთვის, რომ იდეალური იყოს, ერთი თვისება საკმარისი არ არის, მაგრამ ერთ- ერთი არის მზრუნველობა. იდეალურმა მამაკაცმა, უნდა იცოდეს ქალის მოვლა.

- როგორ ფიქრობთ, დისტანცია საჭიროა რომანტიულ ურთიერთობებში?

- დისტანციური ურთიერთობა, არ არის გულწრფელი ურთიერთობა. თუმცა, ფამილიარობა არანაირ ურთიერთობაში არ მომწონს.ზღვარგადასული ხუმრობები არ მომწონს, ელემენტარული ურთიერთპატივისცემა აუცილებელია. თამაშის წესები არ არსებობს, თვითონ თამაში გაჩვენებს ყველაფერს და დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორე ნახევარი როგორ მოგყვება.

- "თავის დაფასებაზე" რას იტყვით?

- საერთოდ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ საკუთარი თავის ფასი ქალმაც და მამაკაცმაც უნდა იცოდეს. ურთიერთობაში, როგორც მამაკაცი უნდა სცემდეს პატივს ქალს, ასევე ქალი - მამაკაცს.

- ამბობენ, რომ ერთ დროს რომანი გქონდათ ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მართალია?

- უკვე ამ თემაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ის ადამიანი ძალიან ბედნიერია. მას ყავს შესანიშნავი ცოლი, მასთან ვმეგობრობ. ისინი ახალდაქორწინებულები არიან. ჩვენი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დამთავრდა. მე არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხნის დასრულებულია.

განაგრძეთ კითხვა

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია