აშშ-ის რიგ შტატებში ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 1 მილიონი ამომრჩეველთა ხმით უსწრებს, - წერს გამოცემა POLITICO.
წინასწარი მონაცემებით, კლინტონს მხარი დაუჭირა 61,963,234 ამომრჩეველმა, ხოლო დონალდ ტრამპს 60,961,185 ამომრჩეველმა.
გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში, იუტაში და ვაშინგტონში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 290 ხმა მიიღო, ხოლო ჰილარი კლინტონმა კი 232. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის საკმარისი იყო ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 270 ხმის მიღება.