პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ ლენონის სიძულვილით სავსე წერილი პოლ მაკარტნის - "იმედია ხვდები, რა გაგვიკეთე მე და იოკოს..."
ჯონ ლენონის სიძულვილით სავსე წერილი პოლ მაკარტნის - "იმედია ხვდები, რა გაგვიკეთე მე და იოკოს..."

წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აუქ­ცი­ონ­ზე 20 000 დო­ლა­რად იყი­დე­ბა, ჯონ ლე­ნონ­მა და­წე­რა და ლინ­და და პოლ მა­კარტნებს გა­უგ­ზავ­ნა. წე­რი­ლი 1971 წელ­სა და­წე­რი­ლი, თუმ­ცა ზუს­ტი თა­რი­ღი მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს და ის შე­საძ­ლოა, პა­სუ­ხი იყოს ლინ­და მა­კარტნის წე­რილ­ზე, რო­მე­ლიც მან ლე­ნონს გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც კი­ცხავ­და, რომ "ბითლზი­დან" წას­ვლა სა­ჯა­როდ არ გა­ნა­ცხა­და. ლე­ნო­ნი წე­რილ­ში გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ გა­ა­კე­თა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"პოლი და ალენ კლე­ი­ნი (ჯგუ­ფის მე­ნე­ჯე­რი) მთე­ლი დღე­ე­ბი დამ­დევ­დნენ, არა­ფე­რი თქვა ჯობ­სო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, "ბითლზის" იმიჯს ავ­ნებ­სო. გახ­სოვს? ამი­ტომ შე­იგ­ნე მაგ გარ­ყვნილ თავ­ში მი­სის მა­კარტნი, ახ­ვა­რი მე­უბ­ნე­ბო­და, ჩუ­მად იყა­ვიო".

მისი და მე­უღ­ლის, იოკო ონოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი ლე­ნო­ნი წერს:

"იმე­დია ხვდე­ბით, რა გაგ­ვი­კე­თეთ თქვენ და მთელ­მა "კე­თილ­მა" მე­გობ­რებ­მა მე და იო­კოს, რაც ერ­თად ვართ. ჩვენ ორი­ვე "თქვენ­ზე მაღ­ლა ვი­დე­ქით" და გა­პა­ტი­ეთ, ამი­ტომ იმე­დია მიხ­ვდე­ბით მა­ინც, რა ტვირ­თი აგ­ვკი­დეთ თქვე ღირ­სე­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო. უკაც­რა­ვად, თუ "ბითლზე­ბის სივ­რცე" გა­მო­ვი­ყე­ნე იმის­თვის, რომ რაც მინ­დო­და მე­სა­უბ­რა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი კი­თხვებ­ზე პირ­და­პირ მე­პა­სუ­ხა, როცა ჯგუფ­ზე მკი­თხავ­დნენ, იო­კო­ზე თუ პოლ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლა­ზე "წყლი­ან" ფრა­ზებს ტო­ვებ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. შენ ქმარ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არ ვარ, მე­ცო­დე­ბა. ვიცი, რომ ბითლზი "კარ­გი ბი­ჭე­ბის­გან შედ­გე­ბა", მე ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვარ, ისი­ნი ისე­თი­ვე ნა­ბიჭ­ვრე­ბი არი­ან, რო­გო­რიც ყვე­ლა, ამი­ტომ მო­ი­შო­რე ეგ ამ­პარ­ტავ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მე და იო­კოს ბევ­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვქონ­და, ვიდ­რე მთე­ლი "ბითლზის" არ­სე­ბო­ბის ხა­ნა­ში".

შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი მა­კარტნის ცო­ლის ან­გა­რე­ბის და გაყ­რის სა­კი­თხსაც ეხე­ბა:

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფული მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რა ნა­გა­ვიც გა­მო­ვი­და შენი შეშ­ლი­ლი ოჯა­ხი­დან და ლინ­დას ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. ღმერ­თმა გიშ­ვე­ლოს პოლ, ორ წე­ლი­წად­ში შევ­ხვდე­ბით, როცა მაგ ქალს გა­ეყ­რე­ბი. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გიგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს თქვენ ორს, ჩვენ ორის­გან", - წერს ლე­ნო­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია telegraph.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჯონ ლენონის სიძულვილით სავსე წერილი პოლ მაკარტნის - "იმედია ხვდები, რა გაგვიკეთე მე და იოკოს..."

ჯონ ლენონის სიძულვილით სავსე წერილი პოლ მაკარტნის - "იმედია ხვდები, რა გაგვიკეთე მე და იოკოს..."

წერილი, რომელიც აუქციონზე 20 000 დოლარად იყიდება, ჯონ ლენონმა დაწერა და ლინდა და პოლ მაკარტნებს გაუგზავნა. წერილი 1971 წელსა დაწერილი, თუმცა ზუსტი თარიღი მითითებული არ აქვს და ის შესაძლოა, პასუხი იყოს ლინდა მაკარტნის წერილზე, რომელიც მან ლენონს გაუგზავნა, სადაც კიცხავდა, რომ "ბითლზიდან" წასვლა საჯაროდ არ განაცხადა. ლენონი წერილში განმარტავს, რატომ არ გააკეთა საჯარო განცხადება წასვლასთან დაკავშირებით:

"პოლი და ალენ კლეინი (ჯგუფის მენეჯერი) მთელი დღეები დამდევდნენ, არაფერი თქვა ჯობსო, მეუბნებოდნენ, "ბითლზის" იმიჯს ავნებსო. გახსოვს? ამიტომ შეიგნე მაგ გარყვნილ თავში მისის მაკარტნი, ახვარი მეუბნებოდა, ჩუმად იყავიო".

მისი და მეუღლის, იოკო ონოს ურთიერთობაზე კი ლენონი წერს:

"იმედია ხვდებით, რა გაგვიკეთეთ თქვენ და მთელმა "კეთილმა" მეგობრებმა მე და იოკოს, რაც ერთად ვართ. ჩვენ ორივე "თქვენზე მაღლა ვიდექით" და გაპატიეთ, ამიტომ იმედია მიხვდებით მაინც, რა ტვირთი აგვკიდეთ თქვე ღირსეულო ადამიანებო. უკაცრავად, თუ "ბითლზების სივრცე" გამოვიყენე იმისთვის, რომ რაც მინდოდა მესაუბრა. ყოველთვის ვცდილობდი კითხვებზე პირდაპირ მეპასუხა, როცა ჯგუფზე მკითხავდნენ, იოკოზე თუ პოლზე, საბოლოოდ კი ყველაზე "წყლიან" ფრაზებს ტოვებდნენ ჟურნალისტები. შენ ქმარზე გაბრაზებული არ ვარ, მეცოდება. ვიცი, რომ ბითლზი "კარგი ბიჭებისგან შედგება", მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ისინი ისეთივე ნაბიჭვრები არიან, როგორიც ყველა, ამიტომ მოიშორე ეგ ამპარტავნება. სხვათა შორის, მთელი წლის მანძილზე მე და იოკოს ბევრად ინტელექტუალური ინტერესები და აქტივობები გვქონდა, ვიდრე მთელი "ბითლზის" არსებობის ხანაში".

შემდეგ მომღერალი მაკარტნის ცოლის ანგარების და გაყრის საკითხსაც ეხება:

"რასაკვირველია, ფული მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით მაშინ, რა ნაგავიც გამოვიდა შენი შეშლილი ოჯახიდან და ლინდას ნათესავებისგან. ღმერთმა გიშველოს პოლ, ორ წელიწადში შევხვდებით, როცა მაგ ქალს გაეყრები. ყველაფრის მიუხედავად, გიგზავნით სიყვარულს თქვენ ორს, ჩვენ ორისგან", - წერს ლენონი.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა

"ბევრს ჰგონია, წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია, სინამდვილეში..." - რას ყვება "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე სახელის უჩვეულო ისტორიასა და ცნობილ ტყუპისცალზე