საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ვყიდულობთ სინამდვილეში - ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას
რას ვყიდულობთ სინამდვილეში - ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას

ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი "სა­ქონ­ლის ხორ­ცი­სა და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის ეტი­კე­ტი­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ" არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას გუ­ლის­ხმობს.

მისი მომ­ხრე­ე­ბი იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბით ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი გა­ცი­ლე­ბით მო­წეს­რიგ­დე­ბა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ეტი­კე­ტი­რე­ბის წესი ძა­ლა­ში 2017 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან შევა. სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კეტ­ზე ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჩან­დეს, რო­მე­ლიც მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამ­ჟა­მად ეტი­კე­ტი­რე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, იან­ვრი­დან კი, ყვე­ლა მწარ­მო­ე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს მომ­ხმა­რე­ბელს და ეს შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა სა­ხის ცხო­ვე­ლი­სა და ფრინ­ვე­ლის ხორცს.

სურ­სა­თის ექ­სპერტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დალი წუ­ლა­ია მი­იჩ­ნევს, რომ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ეტი­კე­ტი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"ხში­რად ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ხოლო მათი შე­მად­გენ­ლო­ბა - გა­ურ­კვე­ვე­ლი. ჩვენს ბა­ზარ­ზე ხორ­ცის სა­ხე­ლით იყი­დე­ბა ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ხორ­ცის შემ­ცვლე­ლი უნდა ეწე­როს, რად­გან მისი შე­მად­გენ­ლო­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნამ­დვი­ლი ხორ­ცის შემ­ცვე­ლო­ბას. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხორ­ცის ნაც­ვლად ვყი­დუ­ლობთ სო­ი­ოს შემ­ცველ პრო­დუქ­ცი­ას, ან სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. სა­ერ­თოდ, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ში კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლიც უნდა იყოს შე­რე­უ­ლი - კერ­ძოდ, მყე­სე­ბი და ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, რო­მელ­თა შემ­ცვე­ლო­ბაც ნორ­მი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ხში­რად მათი რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ეს ეტი­კეტ­ზე არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ტყუვ­დე­ბა, რად­გან ეტი­კე­ტის წარ­წე­რე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა პრო­დუქ­ტის ჭეშ­მა­რიტ შემ­ცვე­ლო­ბას, ეს კი - ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბაა", - აღ­ნიშ­ნავს დალი წუ­ლა­ია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რას ვყიდულობთ სინამდვილეში - ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას

რას ვყიდულობთ სინამდვილეში - ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას

ტექნიკური რეგლამენტი "საქონლის ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გულისხმობს.

მისი მომხრეები იმედს გამოთქვამენ, რომ რეგლამენტის ამოქმედებით ქართული ბაზარი გაცილებით მოწესრიგდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. სააგენტოში აცხადებენ, რომ პროდუქციის ეტიკეტზე ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჩანდეს, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ამჟამად ეტიკეტირება ნებაყოფლობითია, იანვრიდან კი, ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს და ეს შეეხება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ხორცს.

სურსათის ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დალი წულაია მიიჩნევს, რომ ხორცპროდუქტების ეტიკეტირება აუცილებელია.

"ხშირად ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხი ძალიან დაბალია, ხოლო მათი შემადგენლობა - გაურკვეველი. ჩვენს ბაზარზე ხორცის სახელით იყიდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ხორცის შემცვლელი უნდა ეწეროს, რადგან მისი შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას. სინამდვილეში ხორცის ნაცვლად ვყიდულობთ სოიოს შემცველ პროდუქციას, ან სხვადასხვა დარღვევასთან გვაქვს საქმე. საერთოდ, ხორცპროდუქტებში კუნთოვანი ქსოვილიც უნდა იყოს შერეული - კერძოდ, მყესები და ხრტილოვანი ქსოვილი, რომელთა შემცველობაც ნორმირებულია, მაგრამ ხშირად მათი რაოდენობა ძალიან მაღალია და ეს ეტიკეტზე არ არის აღნიშნული. მომხმარებელი ყოველ ნაბიჯზე ტყუვდება, რადგან ეტიკეტის წარწერები არ შეესაბამება პროდუქტის ჭეშმარიტ შემცველობას, ეს კი - ფალსიფიცირებაა", - აღნიშნავს დალი წულაია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი