მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძიძად მუშაობა ოჯახური პირობების გამო მომიწია..." - ვინ არის ჩვილის ცემაში ბრალდებული ძიძა
"ძიძად მუშაობა ოჯახური პირობების გამო მომიწია..." - ვინ არის ჩვილის ცემაში ბრალდებული ძიძა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის ცე­მის ბრალ­დე­ბით ძიძა და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ოჯახ­ში, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­ძად მუ­შა­ობ­და, 10 თვის ჩვი­ლი გო­გო­ნა სცე­მა, რაც ბი­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა.

პრა­იმ­ტა­ი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ძიძა 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ელე­ნე სი­მო­ნიშ­ვი­ლია. და­საქ­მე­ბის ერთ-ერთ სა­იტ­ზე სი­მო­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"პრო­ფე­სი­ით ვარ მო­ცეკ­ვა­ვე, მაგ­რამ ქმრის და­კარ­გვის შემ­დეგ და აგ­რეთ­ვე, ჩემი ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მო­მი­წია ძი­ძად მუ­შა­ო­ბა და ისე მოხ­და, რომ ძი­ძო­ბა ჩემს მე­ო­რე პრო­ფე­სი­ად იქცა. მეტი რა გი­თხრათ? და­ნარ­ჩენს, როცა შევ­ხვდე­ბით, მერე გი­ამ­ბობთ", – წერ­და ელე­ნე სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

ბრალ­დე­ბულს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­რაო შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან 1000 ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

"სა­სა­მარ­თლომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის შე­სა­ბა­მი­სად და­ნა­შა­უ­ლის ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის, ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მის მი­მართ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, მისი პი­როვ­ნე­ბის, ემო­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­იჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო ქცე­ვის რის­კი. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი და ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2016 წლის 10 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში ძი­ძამ მცი­რე­წლო­ვანს თა­ვი­სა და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში გან­ზრა­ხი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რა­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2016 წლის 21 დე­კემ­ბერს 14:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ძიძად მუშაობა ოჯახური პირობების გამო მომიწია..." - ვინ არის ჩვილის ცემაში ბრალდებული ძიძა

"ძიძად მუშაობა ოჯახური პირობების გამო მომიწია..." - ვინ არის ჩვილის ცემაში ბრალდებული ძიძა

სამართალდამცველებმა თბილისში არასრულწლოვანის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, დაკავებული ძიძა 1956 წელს დაბადებული ელენე სიმონიშვილია. დასაქმების ერთ-ერთ საიტზე სიმონიშვილი საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს.

"პროფესიით ვარ მოცეკვავე, მაგრამ ქმრის დაკარგვის შემდეგ და აგრეთვე, ჩემი ოჯახური პირობების გამო მომიწია ძიძად მუშაობა და ისე მოხდა, რომ ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა. მეტი რა გითხრათ? დანარჩენს, როცა შევხვდებით, მერე გიამბობთ”, – წერდა ელენე სიმონიშვილი.

ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. დაკავებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან 1000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

"სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ