სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით 46-ე საყოველთო ნათლობა დასრულდა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 600-მდე ბავშვი გახდა. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყო. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები და ნათლობის ჯვრები გადაეცათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 20:00 საათზე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა და ნათლულები დალოცა.
დღეისათვის უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.