სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის სპეცსამსახურების "ნადირობა" დაღესტანში და "გამქრალი ადამიანების" საიდუმლო
რუსეთის სპეცსამსახურების "ნადირობა" დაღესტანში და "გამქრალი ადამიანების" საიდუმლო

ბოლო დროს, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ხშრი­ად ექ­ცე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, - ამ­ჯე­რად, ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გამო, და­ღეს­ტან­ში და­კარ­გუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ. მათი თქმით, არ­სე­ბობს, სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, "ქრე­ბი­ან".

პორ­ტალ "კავ­კაზ­სკი უზე­ლის" ცნო­ბით, და­ღეს­ტნე­ლი შა­მილ ჯა­მა­ლუთ­დი­ნო­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ის 27 სექ­ტემ­ბერს, მა­ნა­სი­დან კას­პი­ის­კამ­დე მი­მა­ვალ გზა­ზე ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

და­ღეს­ტნის შს საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩა­ნერ­გილ­მა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ შა­მილ ჯა­მა­ლუთ­დი­ნო­ვი უკა­ნო­ნო ფორ­მი­რე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი, ექ­სტრე­მიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და და­პა­ტიმ­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს. და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

და­კარ­გუ­ლი და­ღეს­ტნე­ლის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, - მისი ექ­სტრე­მიზ­მში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უსა­ფუძ­ვლოა, ის ცე­მენ­ტის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. მათ შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყვეს, რომ შა­მილ გა­სუ­ლი წლის ბო­ლო­დან (თურ­ქე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ) ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ აღ­რი­ცხვა­ზე იყო აყ­ვა­ნი­ლი.

და­ღეს­ტნის მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, - რეს­პუბ­ლი­კის მცხოვ­რებ­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ აღ­რი­ცხვა­ზე აყ­ვა­ნის პრაქ­ტი­კა ბოლო წლებ­ში დამ­კვიდ­რდა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ხში­რად ასეთ აღ­რი­ცხვა­ზე აყ­ვა­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის, რომ ადა­მი­ა­ნი წვერს ატა­რებს, ან მე­ჩეთ­ში და­დის. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბის "გა­რა­დი­კა­ლუ­რე­ბა" გა­მო­იწ­ვია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად, და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი მა­ხა­ჩყა­ლის მო­ე­დან­ზე რე­გუ­რა­ლუ­რად გა­დი­ან. იქ მათ, სხვა­დას­ხვა დროს, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ახ­ლობ­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან.

ძა­ლო­ვა­ნე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ არც ერთი და­კარ­გუ­ლი არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ და მათი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად სის­ხლის სა­მარ­თლი­სა და სამ­ძებ­რო საქ­მე­ე­ბია აღ­ძრუ­ლი. თუმ­ცა, არც იმას უარ­ყო­ფენ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის აღ­რი­ცხვა­ზე აყ­ვა­ნა ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან და­ღეს­ტნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და ზო­გა­დად მთლი­ა­ნად რეს­პუბ­ლი­კა­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ცენ­ტრი "მე­მო­რი­ა­ლი" აცხა­დებს, რომ სამ კვი­რა­ზე მცი­რე დრო­ში, 19 სექ­ტემ­ბრი­დან 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში რეს­პუბ­ლი­კა­ში თორ­მე­ტი ადა­მი­ა­ნია მო­ტა­ცე­ბუ­ლი - სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

"გა­ტა­ცე­ბე­ბის ტალ­ღა 2010 წელს აგორ­და... აშ­კა­რაა, რომ გა­ტა­ცე­ბე­ბი და­ი­წყო და გაგ­რძელ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ია­მა­ტა" - აცხა­დებს, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ცენ­ტრ "მე­მო­რი­ა­ლის" და­ღეს­ტნის ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სი­რა­ჟუ­დინ და­ცი­ე­ვი.

სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, "ხში­რია ისე­თი, ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გვამს მო­რი­გი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლულ­თა შო­რის აღ­მო­ა­ჩე­ნენ".

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რებს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­ღეს­ტნე­ლე­ბის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ძა­ლო­ვა­ნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას მათი "ტყე­ში გას­ვლით" ხსნი­ან. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, აღიძ­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლო­ვა­ნებ­თან შე­ტა­კე­ბი­სას ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის სიკ­ვდი­ლის, ან თა­ვის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გით სრულ­დე­ბა და შემ­დეგ, იხუ­რე­ბა.

არა­ვინ იცის, ოდეს­მე დას­რულ­დე­ბა თუ არა და­ღეს­ტან­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტე­ბი... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ცდი­ლო­ბენ, და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კა გა­ა­კონ­ტრო­ლონ, რად­გან იქ თურ­ქუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აშ­კა­რა კვალს ხე­და­ვენ.

და­ღეს­ტნუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თქმით, კავ­კა­სი­ა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად არა­სა­ურ­ვე­ლია. "ჩუმი ჭი­დი­ლი" რო­მელ­საც, წლე­ბია ათე­უ­ლო­ბით ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა, გრძელ­დე­ბა.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, თა­ვის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სუ­ნი­ტურ მუს­ლი­მა­ნურ სამ­ყა­როს, თით­ქოს "მე­გობ­რო­ბას" უცხა­დებს, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხე­ლით ებ­რძვის. ჯერ­ჯე­რო­ბით, რუ­სე­თის ან­გა­რიშ­ზე მეტი მო­გე­ბაა...

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსეთის სპეცსამსახურების "ნადირობა" დაღესტანში და "გამქრალი ადამიანების" საიდუმლო

რუსეთის სპეცსამსახურების "ნადირობა" დაღესტანში და "გამქრალი ადამიანების" საიდუმლო

ბოლო დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები ხშრიად ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში, - ამჯერად, ადამიანების მასობრივი გაუჩინარების გამო, დაღესტანში დაკარგულების ნათესავები გაერთიანდნენ. მათი თქმით, არსებობს, საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი ადამიანების საქმიანობას სწავლობს, რის შემდეგაც ისინი, უბრალოდ, "ქრებიან".

პორტალ "კავკაზსკი უზელის" ცნობით, დაღესტნელი შამილ ჯამალუთდინოვის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ის 27 სექტემბერს, მანასიდან კასპიისკამდე მიმავალ გზაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

დაღესტნის შს საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში ჩანერგილმა წყარომ განაცხადა, რომ შამილ ჯამალუთდინოვი უკანონო ფორმირებების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი, ექსტრემიზმში დაადანაშაულეს და დაპატიმრების დადგენილება გამოიტანეს. დაკარგული ახალგაზრდა კაცის ახლობლებისთვის, მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

დაკარგული დაღესტნელის ახლობლების თქმით, - მისი ექსტრემიზმში მონაწილეობა უსაფუძვლოა, ის ცემენტის ქარხანაში მუშაობდა. მათ შემთხვევით შეიტყვეს, რომ შამილ გასული წლის ბოლოდან (თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ) შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე იყო აყვანილი.

დაღესტნის მოსახლეობის თქმით, - რესპუბლიკის მცხოვრებთა პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე აყვანის პრაქტიკა ბოლო წლებში დამკვიდრდა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ხშირად ასეთ აღრიცხვაზე აყვანის მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ადამიანი წვერს ატარებს, ან მეჩეთში დადის. ხელმძღვანელობის ასეთმა დამოკიდებულებამ, ადგილობრივი ახალგაზრდების "გარადიკალურება" გამოიწვია.

ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად, დაკარგული ახალგაზრდების ნათესავები მახაჩყალის მოედანზე რეგურალურად გადიან. იქ მათ, სხვადასხვა დროს, გაურკვეველი მიზეზებით, გაუჩინარებული სხვა ადამიანების ახლობლებიც უერთდებიან.

ძალოვანები ირწმუნებიან, რომ არც ერთი დაკარგული არ არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მათი ადგილმდებარეობის დასადგენად სისხლის სამართლისა და სამძებრო საქმეებია აღძრული. თუმცა, არც იმას უარყოფენ, რომ კონკრეტული პირების აღრიცხვაზე აყვანა ქვეყნის სტაბილურობისთვის, აუცილებელია, რადგან დაღესტნის სხვადასხვა ქალაქსა და ზოგადად მთლიანად რესპუბლიკაში, შეიარაღებული ადამიანების მხრიდან დესტაბილიზაცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

უფლებადამცველთა ცენტრი "მემორიალი" აცხადებს, რომ სამ კვირაზე მცირე დროში, 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში რესპუბლიკაში თორმეტი ადამიანია მოტაცებული - სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.

"გატაცებების ტალღა 2010 წელს აგორდა... აშკარაა, რომ გატაცებები დაიწყო და გაგრძელდა. ადამიანების გაუჩინარების შემთხვევების რაოდენობამ იამატა" - აცხადებს, უფლებადამცველთა ცენტრ "მემორიალის" დაღესტნის ოფისის წარმომადგენელი, სირაჟუდინ დაციევი.

სხვა უფლებადამცველების თქმით, "ხშირია ისეთი, ფაქტები, როდესაც გაუჩინარებული ადამიანის ადგილსამყოფელის გვამს მორიგი სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის აღმოაჩენენ".

უფლებადამცველების ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურებს გაუჩინარებული დაღესტნელების საქმეებთან დაკავშირებით, დიდი გამოცდილება აქვთ. ძალოვანები ადამიანების გაუჩინარებას მათი "ტყეში გასვლით" ხსნიან. ასეთ შემთხვევებში, აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ძალოვანებთან შეტაკებისას ეჭვმიტანილების სიკვდილის, ან თავის აფეთქების შედეგით სრულდება და შემდეგ, იხურება.

არავინ იცის, ოდესმე დასრულდება თუ არა დაღესტანში ადამიანების გაუჩინარების ფაქტები... ადგილობრივების მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურები, ადგილობრივი ძალოვნების დახმარებით, ცდილობენ, დაღესტნის რესპუბლიკა გააკონტროლონ, რადგან იქ თურქული სპეცსამსახურების აშკარა კვალს ხედავენ.

დაღესტნური არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, კავკასიაში მდგომარეობა მეტად არასაურველია. "ჩუმი ჭიდილი" რომელსაც, წლებია ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე ეწირება, გრძელდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, თავის იურისდიქციაში შემავალ სუნიტურ მუსლიმანურ სამყაროს, თითქოს "მეგობრობას" უცხადებს, თუმცა, ამავდროულად, სპეცსამსახურების ხელით ებრძვის. ჯერჯერობით, რუსეთის ანგარიშზე მეტი მოგებაა...

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე