საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეფე, რომელმაც საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა..." - კიდევ ერთი ზღაპრით შეშფოთებული ქართველი ინტერნეტმომხმარებელი
"მეფე, რომელმაც საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა..." - კიდევ ერთი ზღაპრით შეშფოთებული ქართველი ინტერნეტმომხმარებელი

ბოლო დღე­ე­ბია ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე ზღაპ­რე­ბის თე­მა­ტი­კი­თაა აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. ჯერ იყო და "მო­ძა­ლა­დე კომბლე­ზე" ქი­ლი­კობ­და მი­ნის­ტრი თუ უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვი, ახლა კი კი­დევ ერ­თმა ზღა­პარ­მა შე­აშ­ფო­თა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტომ, სა­დაც ერთ-ერთი ზღაპ­რის ნა­წყვე­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი, ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­ა­ოგ­ნა. ზღაპ­რის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი ასე­თია - მეფე, რო­მელ­საც ცოლი მო­უკ­ვდე­ბა, წლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ასუ­ლის ცო­ლად მოყ­ვა­ნას გა­და­წყვეტს.

ეს ნა­წყვე­ტია შარლ პე­როს ზღაპ­რი­დან "ვი­რის­ტყა­ვა", რო­მე­ლიც "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბას" ეკუთ­ვნის. წიგ­ნი სა­ბავ­შვო სა­კი­თხა­ვის კა­ტე­გო­რი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი და მისი ანო­ტა­ცია შემ­დეგ­ნა­ი­რია: "ერთი მეფე ცო­ლის სიკ­ვდილ­მა ისე და­ამ­წუხ­რა, ჭკუ­ი­დან შეც­და და სა­კუ­თა­რი ასუ­ლის ცო­ლად შერ­თვა მო­ინ­დო­მა. გო­გო­ნა სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­და. რა აღარ მო­ი­ფიქ­რა, რომ მა­მის ახი­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლის­თვის თავი და­ეღ­წია. მას ჯა­დოს­ნუ­რი ვი­რის ტყა­ვიც მოს­თხო­ვა. თუმ­ცა, მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა..."

ზღაპ­რის ნა­წყვე­ტის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ:

თი­ნა­თინ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე: "ეს რა ღვთის წყრო­მაა?!! ბავ­შვებს მსგავს პი­რუ­ტყვო­ბას ას­წავ­ლი­ან და თან ამის გა­მარ­თლე­ბა ის არის რომ მეფე "ჭკუ­ი­დან შეც­და"?! კი­დევ რომ ბე­და­ვენ და გე­უბ­ნე­ბი­ან შვი­ლე­ბი რომ გყო­ლო­და კი­დევ უფრო ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­დიო... გმად­ლობთ, არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, ასე­თი ღო­რო­ბი­სათ­ვის ვე­რა­ნა­ირ სა­პი­რის­პი­რო არ­გუ­მენტს ვერ გა­მოვ­ძებ­ნი­დი და მი­თუ­მე­ტეს იმ დროს, რო­დე­საც ასა­კობ­რი­ვი აღმა-დაღ­მა ფრე­ნე­ბის დროს მო­ზარდს ოჯა­ხის­წევ­რებ­ზე მე­ტად ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბის სჯე­რა...

ასე გა­აგ­რძე­ლეთ და თან გო­ნებ­რივ, გუ­ლობ­რივ, სათ­ნო­ებ­რივ თუ სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბებს სდი­ეთ ტა­ბუ­რეტ­კე­ბით... თეთ­რი არის ის, რა­ზეც შა­ვად იწე­რე­ბა, შავი კი ის არის, რი­თიც თეთრზე იწე­რე­ბა :) რო­გორც ჩანს ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ძნე­ლია თეთ­რის და შა­ვის გარ­ჩე­ვა და სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფრო გაძ­ნელ­დე­ბა ეს გარ­ჩე­ვა მო­მა­ვალ­ში

გვან­ცა ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი: არა მგო­ნია სწო­რი იყოს ბავ­შვე­ბის­თვის ასე­თი აზ­რე­ბის ჩაწ­ვე­თე­ბა, მი­თუ­მე­ტეს გო­გო­ნას შე­იძ­ლე­ბა შიში გა­უჩ­ნდეს მა­მის ან პი­რი­ქით მო­უნ­დეს მა­მამ ცო­ლად მო­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ბავ­შვუ­რი ჭკუ­ით, და თუ დედა გარ­დაც­ვლი­ლი ყავს ხომ სა­ერ­თოდ, ნა­მე­ტა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ულ იდე­ებს აწო­დებს ეს ეპი­ზო­დი ბავ­შვებს, ზღაპ­რი­დან რა­ი­მე კარ­გს უნდა სწავ­ლობ­დეს ბავ­შვი, მარ­ტო ის ხომ არაა ოღონდ რამე ში­ნა­არ­სი წა­უ­კი­თხო და გა­არ­თო და მორ­ჩა.

"კომბლე და ნა­ცარ­ქე­ქია თუ ძა­ლა­დო­ბა­ზეა, ერთი ეს ამიხ­სე­ნით, ეს ზღა­პა­რი რა­ზეა?" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ნა­თია მკურ­ნა­ლი­ძე: მე ვერ ვკი­თხუ­ლობ კარ­გად თუ რა ხდე­ბა?! სულ შე­ი­შა­ლა სამ­ყა­რო. პ.ს. ეს მოს­წონს "იმას", გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი რომ ქვია?

და­ვით ხე­ცუ­რი­ა­ნი: ძა­ლი­ან მინ­და რომ, ეს ზღა­პა­რი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ წა­ი­კი­თხოს და ჩვენ კომბლეს თავი და­ა­ნე­ბოს

აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს ეხ­მა­უ­რე­ბა ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რი რუ­სუ­დან გორ­გა­ძე, რო­მე­ლიც ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს:

"დას­კვნა ზღაპ­რუ­ლი წი­ო­კის მერე:

1. ერი გა­მორ­ჩე­უ­ლად უწიგ­ნუ­რი ყო­ფი­ლა, შარლ პე­როს ცნო­ბი­ლი ზღაპ­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახლა გა­ი­გეს და გა­იკ­ვანძნენ ჰა­ერ­ში.

2. ზღა­პა­რი რა არის, რა სპე­ცი­ფი­კა აქვს, რა ფა­ბუ­ლა და ა. შ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვინ იცის.

3. წა­კი­თხუ­ლი­დან ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნის პრობლმა კვლავ ძა­ა­ა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია: ხალ­ხმა სი­ტყვა "შეშ­ლი­ლის", "სა­ში­ნე­ლის" და " მო­ინ­დო­მას" მნიშ­ვნე­ლო­ბაც კი არ იცის და იბი­არ­დი რომ არ იცო­დეს, რა­ტომ გვიკ­ვირ­და ნეტა

4. უნა­ხა­ვად და წა­უ­კი­თხა­ვად რა­ღა­ცის კრი­ტი­კა-ლან­ძღვა­ში ბა­და­ლი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა" - წერს გორ­გა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე, პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზღაპ­რე­ბის სპე­ცი­ფი­კას ასე აღ­წერს:

" ზღაპ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის დი­დაქ­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, ჭკუ­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი და გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნი­თა­ცაა სავ­სე; ად­რინ­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბას ხომ ზე­პირ­გად­მო­ცე­მით, ზღაპ­რე­ბით იღებ­დნენ, ამი­ტომ ეს ჟან­რი, თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბით, შე­იძ­ლე­ბა სა­ბავ­შვო არც იყოს, რად­გა­ნაც მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცია ჰქონ­და. ხოლო როცა მო­ი­მა­ტა გა­ნათ­ლე­ბის წყა­რომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნა, ზღა­პარ­მა სა­ბავ­შვო რე­პერ­ტუ­არ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა..." - აღ­ნიშ­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძემ (წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად)

"მეფე, რომელმაც საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა..." - კიდევ ერთი ზღაპრით შეშფოთებული ქართველი ინტერნეტმომხმარებელი

"მეფე, რომელმაც საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა..." - კიდევ ერთი ზღაპრით შეშფოთებული ქართველი ინტერნეტმომხმარებელი

ბოლო დღეებია ქართული ინტერნეტსივრცე ზღაპრების თემატიკითაა აჭრელებული. ჯერ იყო და "მოძალადე კომბლეზე" ქილიკობდა მინისტრი თუ უბრალო მოკვდავი, ახლა კი კიდევ ერთმა ზღაპარმა შეაშფოთა ინტერნეტმომხმარებლები. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ერთ-ერთი ზღაპრის ნაწყვეტია აღბეჭდილი, ფეისბუქ-მომხმარებლები გააოგნა. ზღაპრის მოკლე შინაარსი ასეთია - მეფე, რომელსაც ცოლი მოუკვდება, წლების შემდეგ საკუთარი ასულის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს.

ეს ნაწყვეტია შარლ პეროს ზღაპრიდან "ვირისტყავა", რომელიც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" ეკუთვნის. წიგნი საბავშვო საკითხავის კატეგორიაშია მითითებული და მისი ანოტაცია შემდეგნაირია: "ერთი მეფე ცოლის სიკვდილმა ისე დაამწუხრა, ჭკუიდან შეცდა და საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა. გოგონა საგონებელში ჩავარდა. რა აღარ მოიფიქრა, რომ მამის ახირებული სურვილისთვის თავი დაეღწია. მას ჯადოსნური ვირის ტყავიც მოსთხოვა. თუმცა, მისი თავგადასავალი ამით არ დასრულებულა..."

ზღაპრის ნაწყვეტის გავრცელების შემდეგ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები წერენ:

თინათინ კიკნაველიძე: "ეს რა ღვთის წყრომაა?!! ბავშვებს მსგავს პირუტყვობას ასწავლიან და თან ამის გამართლება ის არის რომ მეფე "ჭკუიდან შეცდა''?! კიდევ რომ ბედავენ და გეუბნებიან შვილები რომ გყოლოდა კიდევ უფრო ბედნიერი იქნებოდიო... გმადლობთ, არაფერში მჭირდება შვილები, რომლებიც მსგავს განათლებას მიიღებენ, ასეთი ღორობისათვის ვერანაირ საპირისპირო არგუმენტს ვერ გამოვძებნიდი და მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ასაკობრივი აღმა-დაღმა ფრენების დროს მოზარდს ოჯახისწევრებზე მეტად ქუჩაში გამვლელების სჯერა...

ასე გააგრძელეთ და თან გონებრივ, გულობრივ, სათნოებრივ თუ სექსუალურ უმცირესობებს სდიეთ ტაბურეტკებით... თეთრი არის ის, რაზეც შავად იწერება, შავი კი ის არის, რითიც თეთრზე იწერება :) როგორც ჩანს ძალიან ძალიან ძალიან ძნელია თეთრის და შავის გარჩევა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს გარჩევა მომავალში

გვანცა ხეჩიკაშვილი: არა მგონია სწორი იყოს ბავშვებისთვის ასეთი აზრების ჩაწვეთება, მითუმეტეს გოგონას შეიძლება შიში გაუჩნდეს მამის ან პირიქით მოუნდეს მამამ ცოლად მოიყვანოს თავისი ბავშვური ჭკუით, და თუ დედა გარდაცვლილი ყავს ხომ საერთოდ, ნამეტანი პროვოკაციულ იდეებს აწოდებს ეს ეპიზოდი ბავშვებს, ზღაპრიდან რაიმე კარგს უნდა სწავლობდეს ბავშვი, მარტო ის ხომ არაა ოღონდ რამე შინაარსი წაუკითხო და გაართო და მორჩა.

"კომბლე და ნაცარქექია თუ ძალადობაზეა, ერთი ეს ამიხსენით, ეს ზღაპარი რაზეა?" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ნათია მკურნალიძე: მე ვერ ვკითხულობ კარგად თუ რა ხდება?! სულ შეიშალა სამყარო. პ.ს. ეს მოსწონს "იმას", განათლების მინისტრი რომ ქვია?

დავით ხეცურიანი: ძალიან მინდა რომ, ეს ზღაპარი ალექსანდრე ჯეჯელავამ წაიკითხოს და ჩვენ კომბლეს თავი დაანებოს

აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებს ეხმაურება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორი რუსუდან გორგაძე, რომელიც ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"დასკვნა ზღაპრული წიოკის მერე:

1. ერი გამორჩეულად უწიგნური ყოფილა, შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგეს და გაიკვანძნენ ჰაერში.

2. ზღაპარი რა არის, რა სპეციფიკა აქვს, რა ფაბულა და ა. შ. რასაკვირველია, არავინ იცის.

3. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლმა კვლავ ძააალიან აქტუალურია: ხალხმა სიტყვა "შეშლილის", "საშინელის" და " მოინდომას" მნიშვნელობაც კი არ იცის და იბიარდი რომ არ იცოდეს, რატომ გვიკვირდა ნეტა

4. უნახავად და წაუკითხავად რაღაცის კრიტიკა-ლანძღვაში ბადალი არ მოგვეპოვება" - წერს გორგაძე.

აღსანიშნავია რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი ქეთევან სიხარულიძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ზღაპრების სპეციფიკას ასე აღწერს:

" ზღაპრები საზოგადოების წევრებისთვის ყოველთვის დიდაქტიკური მნიშვნელობისაა, ჭკუის მასწავლებელი და გარკვეული ცოდნითაცაა სავსე; ადრინდელი ადამიანები განათლებას ხომ ზეპირგადმოცემით, ზღაპრებით იღებდნენ, ამიტომ ეს ჟანრი, თავისი წარმოშობით, შეიძლება საბავშვო არც იყოს, რადგანაც მაშინდელი საზოგადოებისთვის მას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა. ხოლო როცა მოიმატა განათლების წყარომ, საზოგადოებამ მეტი ცოდნა შეიძინა, ზღაპარმა საბავშვო რეპერტუარშიც გადაინაცვლა..." - აღნიშნა ინტერვიუში ქეთევან სიხარულიძემ (წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად)

ასეთი ყავის დალევა ჯერ არ გინახავთ - სალომე ჭაჭუას ენერგიული დილა ულამაზესი ხედის ფონზე (ვიდეო)

"აჩიმ უთხრა, კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო" - შოთა არველაძე კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტს იხსენებს

"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს