პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი
ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი

მო­ზარ­დის მი­ერ მშობ­ლის მკვლე­ლო­ბის და შემ­დეგ, მი­სი მე­გობ­რე­ბის სა­დის­ტურ­მა საქ­ცი­ელ­მა ბევრ ადა­მი­ანს და­ა­კარ­გ­ვი­ნა ჰუ­მა­ნიზ­მი და ისი­ნი მო­ითხო­ვენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­კად­რი­სად, რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად და­ი­სა­ჯონ. რთუ­ლია, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნას წინ აღუდ­გე და მო­ზარ­დე­ბის დაც­ვა სცა­დო, რად­გან მა­თი საქ­ცი­ე­ლი მარ­თ­ლაც, ყო­ველ­გ­ვარ ზღვარს ას­ც­და - ამ ახალ­გა­ზრ­დე­ბის მი­ერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლია. არა­და, მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ზარ­დებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­საც ვერ ჰპა­ტი­ობ­და, ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ეძებ­დ­ნენ გზას, რომ მო­ზარ­დე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეც­ვათ ცუ­დი საქ­ცი­ე­ლის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, ეს ვერ მო­ხერ­ხ­და...

უკ­ვე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ ოდეს­ღაც ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მა­ზე - რას აკე­თე­ბენ მო­ზარ­დე­ბი მა­შინ, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სძი­ნავს? უკ­ვე აღარ მა­ლა­ვენ იმ ფაქტს, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და სა­დის­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლით (ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის წა­მე­ბით, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ადა­მი­ა­ნის წვა­ლე­ბით) ცდი­ლობს იმ ენერ­გი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს...

რა­ტომ უჩ­ნ­დე­ბა მო­ზარდს სურ­ვი­ლი, ცო­ცხალ არ­სე­ბას ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნოს, სა­საფ­ლა­ო­ზე ია­როს და ბუ­დი­დან ღა­მუ­რის მსგავ­სად, მხო­ლოდ ღა­მით გა­მო­ვი­დეს? მა­თი ქმე­დე­ბა არის მარ­თ­ლაც სა­დიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე სექ­ტის ზე­გავ­ლე­ნა თუ უბ­რა­ლოდ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­სარ­თო­ბია? რო­გორც უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, თა­ვად მო­ზარ­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლია და ამის გა­მო პა­ნი­კის ატე­ხა არ ღირს. თუმ­ცა, დრო რაც უფ­რო მე­ტად გა­დის, მით უფ­რო ვრწმუნ­დე­ბით, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და მი­ელ­ტ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას და იმის­თ­ვის, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს, გზად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, მე­რე კი, რო­ცა ჩიხ­ში მო­ექ­ცე­ვი­ან, ამ ყვე­ლა­ფერს "სექ­ტან­ტო­ბას" აბ­რა­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა­ში უნე­ბუ­რად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ და იქ გო­ნე­ბა გა­და­უტ­რი­ა­ლეს. თუმ­ცა, ამ სექ­ტის შე­ფის ან შეკ­რე­ბის ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა ბევრ მათ­განს უჭირს და ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვერ ვხვდე­ბით, ეს რე­ა­ლო­ბაა თუ უც­ნა­უ­რი თა­მა­ში, რომ­ლის გა­მო­ი­სო­ბი­თაც, ახალ­გაზ­რ­დე­ბი თავ­საც საფ­რ­თხე­ში იგ­დე­ბენ და სხვებ­საც პრობ­ლე­მებს უქ­ნი­ან.

გო­გო­ნას, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც ახ­ლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, წლე­ბის წინ შევ­ხ­ვ­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მა­შინ ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის გუ­ლახ­დი­ლო­ბა­ში ეჭ­ვი შე­მე­პა­რა, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი - ამ ამ­ბავ­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი არა­ფე­რია და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი ვფიქ­რობ, რომ ახალ თა­ო­ბას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან ირე­ა­ლურ­ში არ გა­და­ი­ნაც­ვ­ლონ და ისე­თი შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვან, რო­მე­ლიც არა მარ­ტო მათ, არა­მედ ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­შე­მო მყო­ფებ­საც და­ა­ზა­რა­ლებს... ამ გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ეგოდ გა­მეც­ნო, ვიდ­რე შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ჯერ მო­ბი­ლურ­ზე და­მი­მე­სი­ჯა:

"ი­მე­დია არ­სე­ბობ, მე ეგო ვარ, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი. მინ­და იმ მო­ზარ­დებ­ზე გე­ლა­პა­რა­კო, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით, ღა­მეს სა­საფ­ლა­ო­ზე ათე­ვენ. მარ­თა­ლია, ჩე­მი სა­მე­გობ­რო წრე საკ­მა­ოდ ვიწ­როა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას წი­ნათ ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, ყალ­ბე­ბი არი­ან, მე კი ნამ­დ­ვი­ლად ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მთვა­რი­სა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ცქე­რით ვტკბე­ბი... თუმ­ცა, ზოგ­ჯერ კა­ტებს ჩვენც ვაწ­ვა­ლებთ, რად­გან სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზი გვაქვს... და­მი­კავ­შირ­დი და გპირ­დე­ბი, გუ­ლახ­დი­ლი ვიქ­ნე­ბი".

რო­ცა პა­სუ­ხი და­ვუგ­ვი­ა­ნე, და­მი­რე­კა და მკაც­რი ტო­ნით მითხ­რა:

- რა იყო, ჩე­მი გე­ში­ნია და ამი­ტო­მაც არ და­მი­რე­კე თუ უბ­რა­ლოდ, ეს თე­მა არ გა­ინ­ტე­რე­სებს?

- ვინ ხარ?

- მე ის ვარ, ვინც მარ­თ­ლა ღა­მის ცხოვ­რე­ბით, ღა­მუ­რა­სა­ვით ცხოვ­რობს და არა - უბ­რა­ლო ჯამ­ბა­ზი. იქ­ნებ შემ­ხ­ვ­დე. გპირ­დე­ბი, არა­ფე­რი და­გი­შავ­დე­ბა და ჩემ­თან ლა­პა­რა­კი ალ­ბათ, ცოდ­ვა­შიც არ ჩა­გეთ­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ მინ­და, მე­გობ­რის დღი­უ­რი გად­მოგ­ცე...

თა­ვი­დან მე­გო­ნა, გო­გო­ნა ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­თან და­მი­ბა­რებ­და, მაგ­რამ შევ­ც­დი: პა­ე­მა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში და­მი­ნიშ­ნა. კი­დევ ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ისიც გახ­ლ­დათ, რომ სხვა უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ გახ­ვ­რე­ტი­ლი ცხვი­რი­თა და ენით (რო­მე­ლიც ცხა­დია, თუ არ და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, არც უჩან­და) იქ­ცევ­და.

ეგო:

- სა­ნამ გა­გეც­ნო­ბო­დი, აქეთ-იქით ისე იყუ­რებ­დი, მივ­ხ­ვ­დი, უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე გო­გო­ნას ეძებ­დი. ასეა?

- რა­ღა და­გი­მა­ლო და, ასეა!

- მე დღი­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­ჯი მაქვს; სა­მა­გი­ე­როდ, სა­ღა­მოს რომ შემ­ხ­ვ­დე, ვერ მიც­ნობ: შა­ვი პა­რი­კი მაქვს, რომ­ლის ტა­რე­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ყუ­რე­საც შავს ვი­კე­თებ და მა­კი­აჟ­საც. ჩე­მი ტა­ნი­სა­მო­სი ღა­მუ­რას ფრთებს მო­გა­გო­ნებთ. მოკ­ლედ, სად­მე რომ შემ­ხ­ვ­დე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რად შე­გე­შინ­დე­ბა, თუმ­ცა არც ისე­თი სა­ში­ში ვარ...

- ასე ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი სად­მე მი­დი­ხარ თუ...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი

ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი

მო­ზარ­დის მი­ერ მშობ­ლის მკვლე­ლო­ბის და შემ­დეგ, მი­სი მე­გობ­რე­ბის სა­დის­ტურ­მა საქ­ცი­ელ­მა ბევრ ადა­მი­ანს და­ა­კარ­გ­ვი­ნა ჰუ­მა­ნიზ­მი და ისი­ნი მო­ითხო­ვენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­კად­რი­სად, რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად და­ი­სა­ჯონ. რთუ­ლია, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბის მოთხოვ­ნას წინ აღუდ­გე და მო­ზარ­დე­ბის დაც­ვა სცა­დო, რად­გან მა­თი საქ­ცი­ე­ლი მარ­თ­ლაც, ყო­ველ­გ­ვარ ზღვარს ას­ც­და - ამ ახალ­გა­ზრ­დე­ბის მი­ერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლია. არა­და, მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ზარ­დებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­საც ვერ ჰპა­ტი­ობ­და, ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ეძებ­დ­ნენ გზას, რომ მო­ზარ­დე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეც­ვათ ცუ­დი საქ­ცი­ე­ლის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, ეს ვერ მო­ხერ­ხ­და...

უკ­ვე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ ოდეს­ღაც ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მა­ზე - რას აკე­თე­ბენ მო­ზარ­დე­ბი მა­შინ, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სძი­ნავს? უკ­ვე აღარ მა­ლა­ვენ იმ ფაქტს, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და სა­დის­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლით (ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის წა­მე­ბით, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ადა­მი­ა­ნის წვა­ლე­ბით) ცდი­ლობს იმ ენერ­გი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს...

რა­ტომ უჩ­ნ­დე­ბა მო­ზარდს სურ­ვი­ლი, ცოცხალ არ­სე­ბას ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნოს, სა­საფ­ლა­ო­ზე იაროს და ბუ­დი­დან ღა­მუ­რის მსგავ­სად, მხო­ლოდ ღა­მით გა­მო­ვი­დეს? მა­თი ქმე­დე­ბა არის მარ­თ­ლაც სა­დიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე სექ­ტის ზე­გავ­ლე­ნა თუ უბ­რა­ლოდ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­სარ­თო­ბია? რო­გორც უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, თა­ვად მო­ზარ­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლია და ამის გა­მო პა­ნი­კის ატე­ხა არ ღირს. თუმ­ცა, დრო რაც უფ­რო მე­ტად გა­დის, მით უფ­რო ვრწმუნ­დე­ბით, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და მი­ელ­ტ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას და იმის­თ­ვის, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს, გზად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, მე­რე კი, რო­ცა ჩიხ­ში მო­ექ­ცე­ვი­ან, ამ ყვე­ლა­ფერს "სექ­ტან­ტო­ბას" აბ­რა­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა­ში უნე­ბუ­რად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ და იქ გო­ნე­ბა გა­და­უტ­რი­ა­ლეს. თუმ­ცა, ამ სექ­ტის შე­ფის ან შეკ­რე­ბის ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა ბევრ მათ­განს უჭირს და ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვერ ვხვდე­ბით, ეს რე­ა­ლო­ბაა თუ უც­ნა­უ­რი თა­მა­ში, რომ­ლის გა­მო­ი­სო­ბი­თაც, ახალ­გაზ­რ­დე­ბი თავ­საც საფ­რ­თხე­ში იგ­დე­ბენ და სხვებ­საც პრობ­ლე­მებს უქ­ნი­ან.

გო­გო­ნას, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც ახ­ლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, წლე­ბის წინ შევ­ხ­ვ­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მა­შინ ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის გუ­ლახ­დი­ლო­ბა­ში ეჭ­ვი შე­მე­პა­რა, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი - ამ ამ­ბავ­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი არა­ფე­რია და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი ვფიქ­რობ, რომ ახალ თა­ო­ბას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან ირე­ა­ლურ­ში არ გა­და­ი­ნაც­ვ­ლონ და ისე­თი შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვან, რო­მე­ლიც არა მარ­ტო მათ, არა­მედ ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­შე­მო მყო­ფებ­საც და­ა­ზა­რა­ლებს... ამ გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ეგოდ გა­მეც­ნო, ვიდ­რე შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ჯერ მო­ბი­ლურ­ზე და­მი­მე­სი­ჯა:

"ი­მე­დია არ­სე­ბობ, მე ეგო ვარ, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი. მინ­და იმ მო­ზარ­დებ­ზე გე­ლა­პა­რა­კო, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით, ღა­მეს სა­საფ­ლა­ო­ზე ათე­ვენ. მარ­თა­ლია, ჩე­მი სა­მე­გობ­რო წრე საკ­მა­ოდ ვიწ­როა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას წი­ნათ ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, ყალ­ბე­ბი არი­ან, მე კი ნამ­დ­ვი­ლად ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მთვა­რი­სა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ცქე­რით ვტკბე­ბი... თუმ­ცა, ზოგ­ჯერ კა­ტებს ჩვენც ვაწ­ვა­ლებთ, რად­გან სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზი გვაქვს... და­მი­კავ­შირ­დი და გპირ­დე­ბი, გუ­ლახ­დი­ლი ვიქ­ნე­ბი".

რო­ცა პა­სუ­ხი და­ვუგ­ვი­ა­ნე, და­მი­რე­კა და მკაც­რი ტო­ნით მითხ­რა:

- რა იყო, ჩე­მი გე­ში­ნია და ამი­ტო­მაც არ და­მი­რე­კე თუ უბ­რა­ლოდ, ეს თე­მა არ გა­ინ­ტე­რე­სებს?

- ვინ ხარ?

- მე ის ვარ, ვინც მარ­თ­ლა ღა­მის ცხოვ­რე­ბით, ღა­მუ­რა­სა­ვით ცხოვ­რობს და არა - უბ­რა­ლო ჯამ­ბა­ზი. იქ­ნებ შემ­ხ­ვ­დე. გპირ­დე­ბი, არა­ფე­რი და­გი­შავ­დე­ბა და ჩემ­თან ლა­პა­რა­კი ალ­ბათ, ცოდ­ვა­შიც არ ჩა­გეთ­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ მინ­და, მე­გობ­რის დღი­უ­რი გად­მოგ­ცე...

თა­ვი­დან მე­გო­ნა, გო­გო­ნა ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­თან და­მი­ბა­რებ­და, მაგ­რამ შევ­ც­დი: პა­ე­მა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში და­მი­ნიშ­ნა. კი­დევ ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ისიც გახ­ლ­დათ, რომ სხვა უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბას მხო­ლოდ გახ­ვ­რე­ტი­ლი ცხვი­რი­თა და ენით (რო­მე­ლიც ცხა­დია, თუ არ და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, არც უჩან­და) იქ­ცევ­და.

ეგო:

- სა­ნამ გა­გეც­ნო­ბო­დი, აქეთ-იქით ისე იყუ­რებ­დი, მივ­ხ­ვ­დი, უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე გო­გო­ნას ეძებ­დი. ასეა?

- რა­ღა და­გი­მა­ლო და, ასეა!

- მე დღი­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­ჯი მაქვს; სა­მა­გი­ე­როდ, სა­ღა­მოს რომ შემ­ხ­ვ­დე, ვერ მიც­ნობ: შა­ვი პა­რი­კი მაქვს, რომ­ლის ტა­რე­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ყუ­რე­საც შავს ვი­კე­თებ და მა­კი­აჟ­საც. ჩე­მი ტა­ნი­სა­მო­სი ღა­მუ­რას ფრთებს მო­გა­გო­ნებთ. მოკ­ლედ, სად­მე რომ შემ­ხ­ვ­დე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რად შე­გე­შინ­დე­ბა, თუმ­ცა არც ისე­თი სა­ში­ში ვარ...

- ასე ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი სად­მე მი­დი­ხარ თუ...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი