მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რის, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვილს 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ სა­სა­მარ­თლომ მათი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა­ში, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ე" და მე-7 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია, რომ 2016 წლის 26 თე­ბერ­ვალს და­ახ­ლო­ე­ბით 11:50 სა­ათ­ზე, ქ.თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი და გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პირი თავს და­ესხნენ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ჯგუ­ფუ­რად, მე­ტა­ლის ჩა­ქუ­ჩი­თა და ე.წ. "ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხით" სცე­მეს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორ­ჯომ­ში და­ა­კა­ვეს. ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის თან­მხლე­ბი, და­უდ­გე­ნე­ლი პი­რის მი­მართ საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2016 წლის 26 თე­ბერ­ვალს, ხოლო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა 2016 წლის 15 ნო­ემ­ბერს დას­რულ­და. საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა 110 პირი, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ე" (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და მე-7 ნა­წი­ლის "ბ" (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ სასამართლომ მათი მტკიცებულებები გაითვალისწინა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" და მე-7 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 11:50 საათზე, ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. "ბეისბოლის ჯოხით" სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება.

საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა 2016 წლის 15 ნოემბერს დასრულდა. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა 110 პირი, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულებები. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული ჩანაწერები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად) და მე-7 ნაწილის "ბ" (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ