პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღვივებს თუ არა აგრესიას ქართული ზღაპრები პატარებში და როგორია მსოფლიო პრაქტიკა - ფოლკლორისტების პასუხი ჯეჯელავას
აღვივებს თუ არა აგრესიას ქართული ზღაპრები პატარებში და როგორია მსოფლიო პრაქტიკა - ფოლკლორისტების პასუხი ჯეჯელავას

"კომბლე მო­ძა­ლა­დეა და ცუდი მე­ცხვა­რე", - თქვა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, სან­დრო ჯე­ჯე­ლა­ვამ და პრაქ­ტი­კუ­ლად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია...

ამ თე­მას აგერ უკვე ერთი კვი­რაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნი­ხი­ლავს... არის თუ არა ქარ­თუ­ლი ზღა­პა­რი პა­ტა­რებ­ში აგ­რე­სი­ის გა­მაღ­ვი­ვე­ბე­ლი და სა­ერ­თოდ, რა არის ის? ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლისტს, პრო­ფე­სორ ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გეს ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ზღაპ­რის პერ­სო­ნაჟ­ზე ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბა მო­ვის­მი­ნე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ მას ზო­გა­დად ფოლკ­ლორ­ზე საკ­მა­ოდ ზე­რე­ლე ინ­ფორ­მა­ცია აქვს (მის ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას ცხა­დია, არ ვე­ხე­ბი, ფაქ­ტია, რომ გან­სწავ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნია)...

- დიახ, ნამ­დვი­ლად არ იცის, რა არის ზღა­პა­რი. ბა­ტონ სან­დროს­თან, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ, ამ თე­მა­ზე მი­ნის­ტრო­ბამ­დე მქონ­და სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც გა­და­ცე­მა "კო­მუ­ნი­კა­ტორ­ში" მო­მიწ­ვი­ეს. მი­ვე­სალ­მე­ბი მის ყვე­ლა სი­ახ­ლეს, რომ­ლის გა­ტა­რე­ბა­საც სკო­ლებ­ში აპი­რებს, მაგ­რამ ზღა­პა­რი სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბაა, მას­ში ცოტა ღრმად ჩა­ხედ­ვაა სა­ჭი­რო და რო­დე­საც არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია, მი­მაჩ­ნია, ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლე­ბიც არ უნდა ვი­ყოთ!.. 

ზღა­პა­რი უნი­ვერ­სა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და რო­დე­საც ქარ­თულ ზღა­პარ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მა­შინ მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რებ­ზეც უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, მას­შტა­ბი უნდა გავ­ზარ­დოთ... მი­ნის­ტრმა არა მარ­ტო ზღა­პა­რი არ იცის, არ იცის ფოლკ­ლო­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­მაც დიდი ხნის წინ შე­წყვი­ტა არ­სე­ბო­ბა. ის, რაც გვაქვს, უკვე მემ­კვიდ­რე­ო­ბაა და ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის, რად­გა­ნაც ქმნა­დო­ბის პრო­ცე­სი ფოლკ­ლორ­მა და­ამ­თავ­რა და მხო­ლოდ ანეკ­დო­ტის ჟან­რით არის გა­მო­ხა­ტუ­ლი...

ამას­თან, ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბას დრო სჭირ­დე­ბა, ხალ­ხში უნდა გა­ვი­დეს, ვა­რი­ან­ტე­ბის სა­ხით იარ­სე­ბოს, რომ ვა­ღი­ა­როთ...

- მსოფ­ლიო ხალ­ხთა ზღაპ­რებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ...

- ზღა­პა­რი ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე ძი­რი­თა­დად ერ­თგვა­რო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ჯა­დოს­ნურ ზღაპ­რებს ეხე­ბა, ისი­ნი ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი სუ­ლაც არ არის. ამი­ტომ, რა პრე­ტენ­ზი­აც წა­უ­ყე­ნეს ქარ­თულ ზღა­პარს, ეს ევ­რა­ზი­ულ კონ­ტი­ნენტზე გავ­რცე­ლე­ბულ ყვე­ლა ზღა­პარს ეხე­ბა, რად­გა­ნაც სი­უ­ჟე­ტე­ბი ყველ­გან მსგავ­სია... შე­იძ­ლე­ბა, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, მას­ში ბევ­რი რამ მარ­თლაც უკვე ზედ­მე­ტია, თუნ­დაც სიმ­კაც­რე, მაგ­რამ თუ ძველ ხალ­ხებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით მკაცრ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მა­შინ ეს პრე­ტენ­ზია უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის...

ადა­მი­ანს ბავ­შვობ­დან­ვე უნერ­გავ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი რომ გახ­დე­ბო­და, რა ფუნ­ქცია უნდა ჰქო­ნო­და. მა­მა­კა­ცის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის, ტო­მი­სა თუ სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა შეს­ძლე­ბო­და. აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ზღაპ­რის გმი­რი ყო­ველ­თვის კე­თი­ლი მიზ­ნე­ბის­თვის იბ­რძო­და და ამი­ტო­მაც ჰყავ­და შემ­წე­ე­ბი...

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლის სი­სას­ტი­კეს, არა მგო­ნია, იმა­ზე მეტ აგ­რე­სი­ას იწ­ვევ­დეს, ვიდ­რე ის მულ­ტფილ­მე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც ახლა ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ. მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდებ­ში გა­ჩე­ნი­ლი აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზად, მხო­ლოდ ზრა­პარს ნუ და­ვა­სა­ხე­ლებთ და მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნუ და­ვა­კის­რებთ...

- რო­გორც მი­ნის­ტრმა ბრძა­ნა, "კომბლე მო­ძა­ლა­დეა და ცუდი მე­ცხვა­რე"...

- ამის შე­სა­ხებ ერთხელ უკვე დავ­წე­რე და გა­ვი­მე­ო­რებ, რად­გან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ნიშ­ვნა მაქვს: მე­ზღაპ­რე კომბლეს მე­ცხვა­რეს არ უწო­დებს და მა­ინ­ცდა­მა­ინც ეკო­ნო­მის­ტის თვა­ლით ნუ შე­ხე­დავს ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი იმას, რომ კომბლეს 2 ცხვა­რი ჰყავს და ამი­ტომ ცუდი მე­ცხვა­რეა. მეტ­საც გე­ტყვით, ის არ არის სა­ერ­თოდ მე­ცხვა­რე, კომბლის მთლე­ლია, კომბლებს თლის და ჭერ­ში აწყობს... დიახ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მწყემ­სი არ არის და ამი­ტო­მა­ცაა, რომ 2-ზე მეტი ცხვა­რი არ ჰყავს. ზღა­პარს მისი ცხვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ აინ­ტერ­სებს, მთა­ვა­რია, რომ კომბლის მოხ­მა­რე­ბე­ლია ანუ მე­ო­მა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მტა­ცებ­ლებს ებ­რძვის... მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ით კი რა გა­მო­დის? მტა­ცე­ბელს სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი არ უნდა გავ­ცეთ?!

- ზღა­პარს დი­დაქ­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ცხა­დია, აქვს...

- ზღაპ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის დი­დაქ­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, ჭკუ­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი და გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნი­თა­ცაა სავ­სე; ად­რინ­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბას ხომ ზე­პირ­გად­მო­ცე­მით, ზღაპ­რე­ბით იღებ­დნენ, ამი­ტომ ეს ჟან­რი, თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბით, შე­იძ­ლე­ბა სა­ბავ­შვო არც იყოს, რად­გა­ნაც მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცია ჰქონ­და. ხოლო როცა მო­ი­მა­ტა გა­ნათ­ლე­ბის წყა­რომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნა, ზღა­პარ­მა სა­ბავ­შვო რე­პერ­ტუ­არ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა...

- კომბლეს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ... ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი რო­გორ ხსნით, მის­თვის კომ­ბალს რა დატ­ვირ­თვა აქვს?

- კომ­ბა­ლი მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­ნია, ჯერ ერთი, თავ­დაც­ვის ია­რა­ღია, რო­მე­ლიც შემ­დგომ ბე­ლა­დე­ბის ატ­რი­ბუ­ტა­დაც იქცა და სა­ერ­თოდ ის კვერ­თხის წი­ნა­რე სახე გახ­ლავთ. ამი­ტომ კომბლე უბ­რა­ლო კაცი არ არის და მას აგ­რე­სორ­სა და მო­ძა­ლა­დეს არაფ­რით და­ვარ­ქმევ­დი. რა­ტომ არის მო­ძა­ლა­დე, როცა თა­ვის სა­კუთ­რე­ბას იცავს. ერ­თა­დერ­თი ბრიყ­ვი მგე­ლის­თვის არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ის ფორ­მუ­ლა, რი­თაც ცხვრე­ბი სხვა მტა­ცებ­ლებს პა­სუ­ხობ­დნენ, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ უკან იხევ­დნენ. მგელ­მა რად­გა­ნაც გა­ბე­და, ამი­ტო­მაც მი­ი­ღო.

ზღა­პარ­ზე თავ­დას­ხმა უკვე იმა­ზე ცუდ შე­დეგს მოგ­ვცემს, ვიდ­რე ბა­ტონ ალექ­სან­დრეს წარ­მო­უდ­გე­ნია. გა­მო­დის, რომ ტრა­დი­ცი­ის ამო­ძირ­კვის­კენ მი­დის საქ­მე. არ წა­ვუ­კი­თხოთ, არ გა­ვაც­ნოთ პა­ტა­რებს ის, რაც მა­თია, რაც ხალ­ხს სიბ­რძნედ მი­უჩ­ნე­ვია? ფოლკ­ლო­რი ხომ რო­გორც ხალ­ხის სიბ­რძნე ასე იშიფ­რე­ბა?! ხალ­ხი მის­თვის მი­უ­ღე­ბელს სა­გან­ძურ­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ა­ჩე­რებ­და. თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას მხო­ლოდ იმას გა­დას­ცემ­და, რა მის­თვის ძვირ­ფა­სი იყო.

- კი, მაგ­რამ შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა და ამა თუ იმ სა­კი­თხის შე­სა­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც...

- დიახ, შე­იც­ვა­ლა, რაც უწინ მი­სა­ღე­ბი იყო, ახლა აღარ გა­მოდ­გე­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ამოვძრკვოთ და ამოვ­შან­თოთ ის ფეს­ვე­ბი, სა­ი­და­ნაც ამო­ვი­ზარ­დეთ? რა დავ­რჩე­ბით მერე?!

ვი­მე­ო­რებ, ზღა­პა­რი ფოლკ­ლორ­ში ყვე­ლა­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჟან­რია. იქ მიჯ­ნა არ გა­დის. სი­უ­ჟე­ტე­ბი, სა­ხე­ე­ბი, ზო­გა­დად მსოფ­ლიო ზღა­პარ­ში ისეა, რომ გა­მო­საკ­ვლე­ვიც არის, რა ხდე­ბა, ასე ერ­თგვა­რო­ვა­ნი რო­გორ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი. რა მო­ცე­მუ­ლო­ბაა ასე­თი, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ხალ­ხში თით­ქმის ერ­თნა­ი­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი, სა­ხე­ე­ბი და გმი­რე­ბია...

- სუ­პერ­მენ­სა და სპა­ი­დერ­მენ­ზე რას იტყვით?

- ისი­ნი ცხა­დია, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი არ არი­ან. თუ ძა­ლი­ან უნდა მი­ნისტრს, მა­შინ მწერ­ლებს შე­უკ­ვე­თოს და და­ა­წე­რი­ნოს მსგავს გმი­რებ­ზე ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ამის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არა­ვინ იქ­ნე­ბა, შე­იქ­მნას ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი და სუ­პერ­გმი­რე­ბიც მოვ­ძებ­ნოთ... საქ­მე ის არის, რომ რაც ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰგო­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი საზ­რდო­ობს იმ ტრა­დი­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე აქვთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლია, თუნ­დაც ფან­ტას­ტი­კა, წა­მო­სუ­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მი­თო­ლო­გი­ი­დან, ფოლკ­ლო­რი­დან, იმ სა­ერ­თო ცოდ­ნი­დან, რაც მსოფ­ლიო ხალ­ხებს აქვს.

- გე­თან­ხმე­ბით, მსოფ­ლიო ზღაპ­რე­ბის გმი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს მარ­თლაც ჰგვა­ნან...

- კი, სპა­ი­დერ­მენ­საც თუ გან­ვი­ხი­ლავთ, ალ­ბათ ნა­ცარ­ქე­ქი­ამ­დეც და­ვალთ... მოკ­ლედ, ასე­თი გა­მოს­ვლე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, წყალ­ში ვყრით იმ გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის (არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით) კვლე­ვებ­საც, რომ­ლებ­მაც ზღა­პა­რი შე­ის­წავ­ლეს; მა­გა­ლი­თად, ამ მხრივ უძ­ლი­ე­რე­სი იყო ფი­ნუ­რი სკო­ლა...

იმე­დია, ასე­თი შე­ძა­ხი­ლით ზღა­პარს ვერ მო­ე­რე­ვი­ან, მათ ათას­წლე­უ­ლებს გა­უძ­ლეს. მით უფრო, რომ ზრა­პა­რი და მისი ქმნა­დო­ბაც დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამას­თან, ისე­ვე რო­გორც ენა თა­ვი­სი არ­სით, მო­ცე­მუ­ლო­ბით არის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი, ასე­თი­ვე იმ­პე­რა­ტი­უ­ლია ზღა­პა­რიც!

ბა­ტონ სან­დროს იმა­ში ვე­თან­ხმე­ბი, რომ სკო­ლა­ში ბევ­რი რამ შე­საც­ვლე­ლია, მაგ­რამ ვურ­ჩევ, ზღა­პარს ასე ზე­რე­ლედ ნუ მო­ე­კი­დე­ბა!..

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

აღვივებს თუ არა აგრესიას ქართული ზღაპრები პატარებში და როგორია მსოფლიო პრაქტიკა - ფოლკლორისტების პასუხი ჯეჯელავას

აღვივებს თუ არა აგრესიას ქართული ზღაპრები პატარებში და როგორია მსოფლიო პრაქტიკა - ფოლკლორისტების პასუხი ჯეჯელავას

"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე", - თქვა განათლების მინისტრმა, სანდრო ჯეჯელავამ და პრაქტიკულად, უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია...

ამ თემას აგერ უკვე ერთი კვირაა, საზოგადოება განიხილავს... არის თუ არა ქართული ზღაპარი პატარებში აგრესიის გამაღვივებელი და საერთოდ, რა არის ის? ამ თემაზე სპეციალისტს, პროფესორ ქეთევან სიხარულიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგეს ვესაუბრეთ.

- როდესაც ქართული ზღაპრის პერსონაჟზე ბატონი მინისტრის მოსაზრება მოვისმინე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მას ზოგადად ფოლკლორზე საკმაოდ ზერელე ინფორმაცია აქვს (მის ზოგად განათლებას ცხადია, არ ვეხები, ფაქტია, რომ განსწავლული ადამიანია)...

- დიახ, ნამდვილად არ იცის, რა არის ზღაპარი. ბატონ სანდროსთან, წელიწად-ნახევრის წინ, ამ თემაზე მინისტრობამდე მქონდა საუბარი, როდესაც გადაცემა "კომუნიკატორში" მომიწვიეს. მივესალმები მის ყველა სიახლეს, რომლის გატარებასაც სკოლებში აპირებს, მაგრამ ზღაპარი სხვა მოცემულობაა, მასში ცოტა ღრმად ჩახედვაა საჭირო და როდესაც არ გვაქვს შესაბამისი კომპეტენცია, მიმაჩნია, ასეთი კატეგორიულებიც არ უნდა ვიყოთ!.. 

ზღაპარი უნივერსალური მოვლენაა და როდესაც ქართულ ზღაპარზე ვლაპარაკობთ, მაშინ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებზეც უნდა ვილაპარაკოთ, მასშტაბი უნდა გავზარდოთ... მინისტრმა არა მარტო ზღაპარი არ იცის, არ იცის ფოლკლორული შემოქმედება, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა არსებობა. ის, რაც გვაქვს, უკვე მემკვიდრეობაა და ვერაფერი შეცვლის, რადგანაც ქმნადობის პროცესი ფოლკლორმა დაამთავრა და მხოლოდ ანეკდოტის ჟანრით არის გამოხატული...

ამასთან, ხალხურ შემოქმედებას დრო სჭირდება, ხალხში უნდა გავიდეს, ვარიანტების სახით იარსებოს, რომ ვაღიაროთ...

- მსოფლიო ხალხთა ზღაპრებზე რომ ვისაუბროთ...

- ზღაპარი ევრაზიის კონტინენტზე ძირითადად ერთგვაროვანია, განსაკუთრებით ეს ჯადოსნურ ზღაპრებს ეხება, ისინი ეროვნული ნიშნით გამორჩეულები სულაც არ არის. ამიტომ, რა პრეტენზიაც წაუყენეს ქართულ ზღაპარს, ეს ევრაზიულ კონტინენტზე გავრცელებულ ყველა ზღაპარს ეხება, რადგანაც სიუჟეტები ყველგან მსგავსია... შეიძლება, დღევანდელი გადმოსახედიდან, მასში ბევრი რამ მართლაც უკვე ზედმეტია, თუნდაც სიმკაცრე, მაგრამ თუ ძველ ხალხებს გავითვალისწინებთ, რომელიც ყველა თვალსაზრისით მკაცრ პირობებში ცხოვრობდნენ, მაშინ ეს პრეტენზია უკანა პლანზე გადადის...

ადამიანს ბავშვობდანვე უნერგავდნენ, საზოგადოების წევრი რომ გახდებოდა, რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა. მამაკაცისთვის განსაკუთრებით სავალდებულო იყო თავისი ტერიტორიის, ტომისა თუ საკუთრების დაცვა შესძლებოდა. აღიარებულია, რომ ზღაპრის გმირი ყოველთვის კეთილი მიზნებისთვის იბრძოდა და ამიტომაც ჰყავდა შემწეები...

რაც შეეხება სასჯელის სისასტიკეს, არა მგონია, იმაზე მეტ აგრესიას იწვევდეს, ვიდრე ის მულტფილმები და კომპიუტერულ თამაშები, რომელსაც ახლა ბავშვები უყურებენ. მოკლედ, ახალგაზრდებში გაჩენილი აგრესიის მიზეზად, მხოლოდ ზრაპარს ნუ დავასახელებთ და მთელ პასუხისმგებლობას ნუ დავაკისრებთ...

- როგორც მინისტრმა ბრძანა, "კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე"...

- ამის შესახებ ერთხელ უკვე დავწერე და გავიმეორებ, რადგან ძალიან სერიოზული შენიშვნა მაქვს: მეზღაპრე კომბლეს მეცხვარეს არ უწოდებს და მაინცდამაინც ეკონომისტის თვალით ნუ შეხედავს ბატონი მინისტრი იმას, რომ კომბლეს 2 ცხვარი ჰყავს და ამიტომ ცუდი მეცხვარეა. მეტსაც გეტყვით, ის არ არის საერთოდ მეცხვარე, კომბლის მთლელია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს... დიახ, გასათვალისწინებელია, რომ მწყემსი არ არის და ამიტომაცაა, რომ 2-ზე მეტი ცხვარი არ ჰყავს. ზღაპარს მისი ცხვრების რაოდენობა არ აინტერსებს, მთავარია, რომ კომბლის მოხმარებელია ანუ მეომარი, ფაქტობრივად, მტაცებლებს ებრძვის... მის მიმართ წაყენებული პრეტენზიით კი რა გამოდის? მტაცებელს საკადრისი პასუხი არ უნდა გავცეთ?!

- ზღაპარს დიდაქტიკური მნიშვნელობა ცხადია, აქვს...

- ზღაპრები საზოგადოების წევრებისთვის ყოველთვის დიდაქტიკური მნიშვნელობისაა, ჭკუის მასწავლებელი და გარკვეული ცოდნითაცაა სავსე; ადრინდელი ადამიანები განათლებას ხომ ზეპირგადმოცემით, ზღაპრებით იღებდნენ, ამიტომ ეს ჟანრი, თავისი წარმოშობით, შეიძლება საბავშვო არც იყოს, რადგანაც მაშინდელი საზოგადოებისთვის მას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა. ხოლო როცა მოიმატა განათლების წყარომ, საზოგადოებამ მეტი ცოდნა შეიძინა, ზღაპარმა საბავშვო რეპერტუარშიც გადაინაცვლა...

- კომბლეს რომ დავუბრუნდეთ... ფოლკლორისტები როგორ ხსნით, მისთვის კომბალს რა დატვირთვა აქვს?

- კომბალი მისთვის მნიშვნელოვანი საგანია, ჯერ ერთი, თავდაცვის იარაღია, რომელიც შემდგომ ბელადების ატრიბუტადაც იქცა და საერთოდ ის კვერთხის წინარე სახე გახლავთ. ამიტომ კომბლე უბრალო კაცი არ არის და მას აგრესორსა და მოძალადეს არაფრით დავარქმევდი. რატომ არის მოძალადე, როცა თავის საკუთრებას იცავს. ერთადერთი ბრიყვი მგელისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი ის ფორმულა, რითაც ცხვრები სხვა მტაცებლებს პასუხობდნენ, რომლებიც შემდგომ უკან იხევდნენ. მგელმა რადგანაც გაბედა, ამიტომაც მიიღო.

ზღაპარზე თავდასხმა უკვე იმაზე ცუდ შედეგს მოგვცემს, ვიდრე ბატონ ალექსანდრეს წარმოუდგენია. გამოდის, რომ ტრადიციის ამოძირკვისკენ მიდის საქმე. არ წავუკითხოთ, არ გავაცნოთ პატარებს ის, რაც მათია, რაც ხალხს სიბრძნედ მიუჩნევია? ფოლკლორი ხომ როგორც ხალხის სიბრძნე ასე იშიფრება?! ხალხი მისთვის მიუღებელს საგანძურში არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებდა. თაობიდან თაობას მხოლოდ იმას გადასცემდა, რა მისთვის ძვირფასი იყო.

- კი, მაგრამ შეიცვალა ცხოვრება და ამა თუ იმ საკითხის შესაფასების კრიტერიუმებიც...

- დიახ, შეიცვალა, რაც უწინ მისაღები იყო, ახლა აღარ გამოდგება, მაგრამ საერთოდ ამოვძრკვოთ და ამოვშანთოთ ის ფესვები, საიდანაც ამოვიზარდეთ? რა დავრჩებით მერე?!

ვიმეორებ, ზღაპარი ფოლკლორში ყველაზე უნივერსალური ჟანრია. იქ მიჯნა არ გადის. სიუჟეტები, სახეები, ზოგადად მსოფლიო ზღაპარში ისეა, რომ გამოსაკვლევიც არის, რა ხდება, ასე ერთგვაროვანი როგორ არის ეს ყველაფერი. რა მოცემულობაა ასეთი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში თითქმის ერთნაირი სიუჟეტები, სახეები და გმირებია...

- სუპერმენსა და სპაიდერმენზე რას იტყვით?

- ისინი ცხადია, ჩვენი კულტურის ნაწილი არ არიან. თუ ძალიან უნდა მინისტრს, მაშინ მწერლებს შეუკვეთოს და დააწერინოს მსგავს გმირებზე ნაწარმოებები, ამის მოწინააღმდეგე არავინ იქნება, შეიქმნას ხარისხიანი ნამუშევრები და სუპერგმირებიც მოვძებნოთ... საქმე ის არის, რომ რაც ახალი პერსონაჟები ჰგონიათ, ყველაფერი საზრდოობს იმ ტრადიციებით, რომელიც მსოფლიოს ხალხებს საუკუნეების მანძილზე აქვთ გამომუშავებული. ყველაფერი, რაც ეკრანიზებულია, თუნდაც ფანტასტიკა, წამოსული და დამუშავებულია მითოლოგიიდან, ფოლკლორიდან, იმ საერთო ცოდნიდან, რაც მსოფლიო ხალხებს აქვს.

- გეთანხმებით, მსოფლიო ზღაპრების გმირები ერთმანეთს მართლაც ჰგვანან...

- კი, სპაიდერმენსაც თუ განვიხილავთ, ალბათ ნაცარქექიამდეც დავალთ... მოკლედ, ასეთი გამოსვლებით ფაქტობრივად, წყალში ვყრით იმ გამოჩენილი მეცნიერების (არა მარტო ქართველების მსოფლიოს მასშტაბით) კვლევებსაც, რომლებმაც ზღაპარი შეისწავლეს; მაგალითად, ამ მხრივ უძლიერესი იყო ფინური სკოლა...   

იმედია, ასეთი შეძახილით ზღაპარს ვერ მოერევიან, მათ ათასწლეულებს გაუძლეს. მით უფრო, რომ ზრაპარი და მისი ქმნადობაც დასრულებულია. ამასთან, ისევე როგორც ენა თავისი არსით, მოცემულობით არის იმპერატიული, ასეთივე იმპერატიულია ზღაპარიც!

ბატონ სანდროს იმაში ვეთანხმები, რომ სკოლაში ბევრი რამ შესაცვლელია, მაგრამ ვურჩევ, ზღაპარს ასე ზერელედ ნუ მოეკიდება!..

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი