მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მუსიკოსის გამაოგნებელი შოუ პარიზში - ვინ არის ლევან ბაშარული, რომელიც გერმანიის წლის კომპოზიტორად აღიარეს
ქართველი მუსიკოსის გამაოგნებელი შოუ პარიზში - ვინ არის ლევან ბაშარული, რომელიც გერმანიის წლის კომპოზიტორად აღიარეს

ის წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს... მის თავ­ბრუ­დამ­ხვევ წარ­მა­ტე­ბებ­ზე სა­ზღვარ­გა­რე­თის პრე­სა ხში­რად იუ­წყე­ბა. 2015 წელს გერ­მა­ნი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ტო­რი გახ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშკთან თვალ­წარმ­ტა­ცი შო­უ­თი გა­ა­ო­ცა ევ­რო­პე­ლი მსმე­ნე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი.

AMBEBI.GE 31 წლის წარ­მა­ტე­ბულ კომ­პო­ზი­ტორს ლე­ვან ბა­შა­რულს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­შია და სწო­რედ იქე­დან უპა­სუ­ხა ჩვენს კი­თხვებს:

- თქვენ გერ­მა­ნი­ის წლის სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ტო­რი გახ­დით… გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ...

- გერ­მა­ნი­ის წლის კი­ნო­მუ­სი­კის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი Deutscher Filmmusikpreis 2015 გა­ი­მარ­თა, სა­დაც ნო­მი­ნან­ტთა შო­რის მეც მოვ­ხვდი. წლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე 4 ნო­მი­ნა­ცი­აა და­წე­სე­ბუ­ლი: სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა ფილმში, სა­უ­კე­თე­სო პოპ-ნო­მე­რი ფილმში, სა­უ­კე­თე­სო წლის ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რი და წლის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე კომ­პო­ზი­ტო­რი (უფ­რო­სი თა­ო­ბი­დან)... პირ­ველ და მე­ო­რე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა კონ­კურ­სის პრინ­ცი­პით ხდე­ბა. მე­სა­მე და მე­ო­თხე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო­ებს ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი ირ­ჩევს და ასა­ხე­ლებს წლის ნო­მი­ნან­ტებს.

ჟი­უ­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რს მოს­მე­ნი­ლი ჰქონ­და ჩემი სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა "ომის შემ­დეგ" მი­უნ­ხე­ნის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შეს­რუ­ლე­ბით. ასე­ვე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბი, მათ შო­რის LUIS TRENKER, რომ­ლის პრე­მი­ე­რა 2015 წლის ივ­ლის­ში, მი­უ­ნ­ჰე­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა. "წლის ახალ­გაზ­რდა სა­უ­კე­თე­სო კი­ნო­კომ­პო­ზი­ტო­რის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ორ ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტორ­თან ერ­თად და­მა­სა­ხე­ლეს. ამ ნო­მი­ნა­ცი­ას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კი­ნო­მუ­სი­კის წრე­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­მა­ვალ­ში სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტაქ­ტებს, პრო­ექ­ტებს...

- ცოტა ხნის წინ პა­რიზ­ში სა­ო­ცა­რი შოუ მო­ა­წყვეთ, რომ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რს წერ­და ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა...

- მი­უ­ნ­ჰენ­ში არ­სე­ბობს ხე­ლო­ვან­თა ჯგუ­ფი "SUPER+", რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან მე­ტად ინო­ვა­ტო­რუ­ლი არტ-პრო­ექ­ტე­ბით. ერთ-ერთი მათი პრო­ექ­ტი არის "ფო­ნიქ­სის ფრე­ნა", რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია პა­რიზ­ში შედ­გა... არის 70-მეტ­რი­ა­ნი ვერ­ცხლის ცე­ლოფ­ნის გი­გან­ტუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც ჰე­ლი­უ­მის აი­რით ივ­სე­ბა და 7 სხვა­დას­ხვა მხრი­დან თო­კე­ბით მო­ზიდ­ვით სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მებს იღებს ჰა­ერ­ში...

ჩემი მი­ზა­ნი იყო არა მარ­ტო ემოძ­რა­ვა ამ "ბუმ­ბე­რაზს" არა­მედ "ელა­პა­რა­კა" მუ­სი­კით... შე­იქ­მნა ორი­გი­ნა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ამ სა­ღა­მოს­თვის, შე­მუ­შავ­და კონ­ცეპ­ტი იმპრო­ვი­ზა­ცია: დი­ჯეი (ელექტრო­ნი­კა), ფორ­ტე­პი­ა­ნო და ვი­ო­ლი­ნო.. კონ­ცერ­ტი-შოუ 11 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ღა­მოს 19:00 სა­ა­თი­დან ეი­ფე­ლის კოშ­კის წინ... ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო გა­ნა­თე­ბის და ტა­ნი­სა­მო­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. პრო­ექ­ტი და­გეგ­მი­ლია 2017 წელს ვე­ნე­ცი­ა­სა და ნიუ-იორკშიც.

- ამ­ჯე­რად რა პრო­ექ­ტე­ბით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ოქ­რომ­ბე­რი მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი თვე იყო. გარ­და "ფე­ნიქ­სის ფრე­ნი­სა", ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ბა­ვა­რი­უ­ლი ჯგუ­ფის სიმ­ღე­რე­ბის გა­ორ­კესტრე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვეთ მე და ხუთ­მა კო­ლე­გამ. 8 ოქ­რომ­ბერს შედ­გა "Dreiviertelblut"-ის და მი­უ­ნ­ჰე­ნის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის გამო კი­დევ სამ­ჯერ გა­ი­მარ­თე­ბა ნო­ემ­ბერ­ში.

ასე­ვე ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში შეს­რულ­და 28 ოქ­ტომ­ბერს, ჩემი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ტრიო "ომის შემ­დეგ" ქა­ლაქ ბრე­მენ­ში. ორი უნი­ჭი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას (ნინა ორ­ჯა­ნე­ლი, თე­ო­ნა მან­ჯგა­ლა­ძე) მე­ტად გე­მოვ­ნე­ბი­ან, კარ­გად და­გეგ­მილ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ღა­მო­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და ტუ­რიზ­მის შე­სა­ხებ. პრო­ექტს მი­ე­ცე­მა სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ფილ­მის მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქვს. იგეგ­მე­ბა 3-ნა­წი­ლი­ან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილმზე მუ­შა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი მხა­რის ჟი­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით... ასე­ვე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ვო­კა­ლურ კვინ­ტეტ "ჰარ­მო­ნი­ას", რომ­ლის მი­ზა­ნია მა­ღა­ლი შეს­რუ­ლე­ბის დო­ნით შეს­თა­ვა­ზოს და გა­აც­ნოს ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბი გერ­მა­ნელ (და არა მარ­ტო) მსმე­ნელს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს პირ­ვე­ლი სოლო კონ­ცერ­ტი მი­უ­ნ­ჰენ­ში, შემ­დგომ­ში გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­შიც.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართველი მუსიკოსის გამაოგნებელი შოუ პარიზში - ვინ არის ლევან ბაშარული, რომელიც გერმანიის წლის კომპოზიტორად აღიარეს

ქართველი მუსიკოსის გამაოგნებელი შოუ პარიზში - ვინ არის ლევან ბაშარული, რომელიც გერმანიის წლის კომპოზიტორად აღიარეს

ის წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს... მის თავბრუდამხვევ წარმატებებზე საზღვარგარეთის პრესა ხშირად იუწყება. 2015 წელს გერმანიაში წლის საუკეთესო კომპოზიტორი გახდა, რამდენიმე თვის წინ კი პარიზში, ეიფელის კოშკთან თვალწარმტაცი შოუთი გააოცა ევროპელი მსმენელი და მაყურებელი.

AMBEBI.GE 31 წლის წარმატებულ კომპოზიტორს ლევან ბაშარულს გაგაცნობთ, რომელიც ამჟამად გერმანიაშია და სწორედ იქედან უპასუხა ჩვენს კითხვებს:

- თქვენ გერმანიის წლის საუკეთესო კომპოზიტორი გახდით… გვიამბეთ ამის შესახებ...

- გერმანიის წლის კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალი Deutscher Filmmusikpreis 2015 გაიმართა, სადაც ნომინანტთა შორის მეც მოვხვდი. წლის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციაა დაწესებული: საუკეთესო მუსიკა ფილმში, საუკეთესო პოპ-ნომერი ფილმში, საუკეთესო წლის ახალგაზრდა კომპოზიტორი და წლის დამსახურებული მოღვაწე კომპოზიტორი (უფროსი თაობიდან)... პირველ და მეორე ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა კონკურსის პრინციპით ხდება. მესამე და მეოთხე ნომინაციაში საუკეთესოებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორებისაგან დაკომპლექტებული ჟიური ირჩევს და ასახელებს წლის ნომინანტებს.

ჟიურის რამდენიმე წევრს მოსმენილი ჰქონდა ჩემი სიმფონიური პოემა "ომის შემდეგ" მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ასევე მხატვრული ფილმები, მათ შორის LUIS TRENKER, რომლის პრემიერა 2015 წლის ივლისში, მიუნჰენის კინოფესტივალზე გაიმართა. "წლის ახალგაზრდა საუკეთესო კინოკომპოზიტორის" ნომინაციაში ორ ახალგაზრდა კომპოზიტორთან ერთად დამასახელეს. ამ ნომინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს კინომუსიკის წრეში და უზრუნველყოფს მომავალში საჭირო და საინტერესო კონტაქტებს, პროექტებს...

- ცოტა ხნის წინ პარიზში საოცარი შოუ მოაწყვეთ, რომლის შესახებ ბევრს წერდა ადგილობრივი პრესა...

- მიუნჰენში არსებობს ხელოვანთა ჯგუფი "SUPER+", რომლებიც დაკავებული არიან მეტად ინოვატორული არტ-პროექტებით. ერთ-ერთი მათი პროექტი არის "ფონიქსის ფრენა", რომლის პრეზენტაცია პარიზში შედგა... არის 70-მეტრიანი ვერცხლის ცელოფნის გიგანტური ფიგურა, რომელიც ჰელიუმის აირით ივსება და 7 სხვადასხვა მხრიდან თოკებით მოზიდვით საინტერესო ფორმებს იღებს ჰაერში...

ჩემი მიზანი იყო არა მარტო ემოძრავა ამ "ბუმბერაზს" არამედ "ელაპარაკა" მუსიკით... შეიქმნა ორიგინალი ნაწარმოებები ამ საღამოსთვის, შემუშავდა კონცეპტი იმპროვიზაცია: დიჯეი (ელექტრონიკა), ფორტეპიანო და ვიოლინო.. კონცერტი-შოუ 11 საათი მიმდინარეობდა საღამოს 19:00 საათიდან ეიფელის კოშკის წინ... ულამაზესი სანახაობა იყო განათების და ტანისამოსის მიმართულებითაც. პროექტი დაგეგმილია 2017 წელს ვენეციასა და ნიუ-იორკშიც.

- ამჯერად რა პროექტებით ხართ დაკავებული?

- ოქრომბერი მეტად დატვირთული თვე იყო. გარდა "ფენიქსის ფრენისა", ძალიან ცნობილი ბავარიული ჯგუფის სიმღერების გაორკესტრებაზე ვიმუშავეთ მე და ხუთმა კოლეგამ. 8 ოქრომბერს შედგა "Dreiviertelblut"-ის და მიუნჰენის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი, რომელიც განსაკუთრებული წარმატების გამო კიდევ სამჯერ გაიმართება ნოემბერში.

ასევე ჩემთვის სასიამოვნო გარემოში შესრულდა 28 ოქტომბერს, ჩემი საფორტეპიანო ტრიო "ომის შემდეგ" ქალაქ ბრემენში. ორი უნიჭიერესი ქართველი გოგონას (ნინა ორჯანელი, თეონა მანჯგალაძე) მეტად გემოვნებიან, კარგად დაგეგმილ მნიშვნელოვან საღამოზე, საქართველოს კულტურის და ტურიზმის შესახებ. პროექტს მიეცემა სისტემატიური ხასიათი, რომელიც გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

სამომავლო გეგმები ფილმის მუსიკის მიმართულებით მაქვს. იგეგმება 3-ნაწილიან სატელევიზიო ფილმზე მუშაობა. გარდა ამისა, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთი დოკუმენტური ფესტივალის მუსიკალური მხარის ჟიურის მიმართულებით... ასევე ვხელმძღვანელობ ვოკალურ კვინტეტ "ჰარმონიას", რომლის მიზანია მაღალი შესრულების დონით შესთავაზოს და გააცნოს ქართული ჰანგები გერმანელ (და არა მარტო) მსმენელს. რამდენიმე თვეში დაგეგმილი გვაქვს პირველი სოლო კონცერტი მიუნჰენში, შემდგომში გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და სხვა ქვეყნებშიც.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება