პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ლარის კურსის ცვლილება და რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას - საგანგებო განცხადება
რამ გამოიწვია ლარის კურსის ცვლილება და რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას - საგანგებო განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია

იმ ფაქ­ტო­რებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლი­თაც კურ­სის ცვლი­ლე­ბაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და გან­მარ­ტავს, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ცხად­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც, სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს შო­რის, გუ­ლის­ხმობს სა­ბაზ­რო მე­ქა­ნიზ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას დო­ლა­რი­ზა­ცი­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლი შემ­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

AMBEBI.GE მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მცუ­რა­ვი კურ­სი, რომ­ლის ცვლი­ლე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ში­ნაო და სა­გა­რეო მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებ­ზე და მო­ლო­დი­ნებ­ზე.

ლა­რის კურ­სის დრო­ე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბით:

1. მე­ზო­ბელ სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ლუ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ვალ­ვა­ცი­ით;

2. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­პორ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაზ­რდი­ლი სა­ვა­ლუ­ტო გა­დი­ნე­ბე­ბით, რო­მე­ლიც სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბის გამო ვერ და­ბა­ლანსდა ექ­სპორ­ტით.

3. ლა­რის კურსთან მი­მარ­თე­ბა­ში ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნით, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ ხელს უწყობს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის მხრი­დან თე­მით სპე­კუ­ლა­ცი­ის მცდე­ლო­ბა.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბის ინ­დექ­სი არ იზ­რდე­ბა. მე­ტიც, გა­სულ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ ფა­სე­ბის კლე­ბა და­ფიქ­სირ­და.

ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე რე­ა­ლუ­რად დგას, ეფუძ­ნე­ბა სა­სეს­ხო პორ­ტფე­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბულ დო­ლა­რი­ზა­ცი­ას. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად, გეგ­მავს რიგი კომ­პლექ­სუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, მათ შო­რის:

1. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის დაჩ­ქა­რე­ბა­ზე - გა­იზ­რდე­ბა ინფრას­ტუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პორ­ტფე­ლი. ამას­თან, მოხ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა და 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი და მდგრა­დი ფის­კა­ლუ­რი გა­რე­მოს გან­მტკი­ცე­ბა­ზე. ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი წლე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბის მი­მარ­თაც;

2. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, გა­ცხად­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც, სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს შო­რის, გუ­ლის­ხმობს სა­ბაზ­რო მე­ქა­ნიზ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას დო­ლა­რი­ზა­ცი­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლი შემ­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შე­დე­გად, დაჩ­ქარ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ან, ისე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გარე ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლა­რის კურ­სის მოკ­ლე­ვა­დი­ან რყე­ვებ­ზე და არ­სე­ბი­თად გა­ჯან­საღ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო ქვე­ყა­ნა­ში.

დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნას და ლა­რის კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას", - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რამ გამოიწვია ლარის კურსის ცვლილება და რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას - საგანგებო განცხადება

რამ გამოიწვია ლარის კურსის ცვლილება და რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას - საგანგებო განცხადება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მთავრობის ადმინისტრაცია

იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლითაც კურსის ცვლილებაა გამოწვეული და განმარტავს, რომ უახლოეს დღეებში გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.

AMBEBI.GE მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.

ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:

1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;

2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.

3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა.

ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;

2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.

შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ჩვენც ეგრე მოვიქცეოდითო, ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ბევრი სხვა ტრაგედიის" - გია ხუხაშვილი ბერას ინტერვიუსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე

“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა