პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გეგმები აქვთ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ცნობილ დეპუტატებს
რა გეგმები აქვთ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ცნობილ დეპუტატებს

ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი 19 ნო­ემ­ბე­რამ­დე შე­იკ­რი­ბე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" გარ­და, პარ­ლა­მენ­ტში წელს პირ­ვე­ლად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსსაც" ვი­ხი­ლავთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც "ოც­ნე­ბა­ში", ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­შიც" ბევ­რი ახა­ლი სა­ხეა და სწო­რედ ეს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი მოხ­ვდნენ პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის პირ­ველ ათე­ულ­ში. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აპი­რე­ბენ პარ­ლა­მენტს გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ცნო­ბი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­მელ­თაც გა­სუ­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ხე­დავ­და. ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­ვუ­კავ­შირ­დით და მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვკი­თხეთ:

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", და­ა­ფუძნა პარ­ტია "თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის":

"ჯერ ვის­ვე­ნებ, ფიქ­რის­გან ვის­ვე­ნებ. გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, ამ ეტაპ­ზე ტაიმ-აუტი ავი­ღე. ალ­ბათ ჩემი პარ­ტია საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ რა ფორ­მით, ამა­ზე ვი­ფიქ­რებ. რამე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ მქო­ნია, კა­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაქვს ატა­ლა­ხე­ბუ­ლი".

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან":

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ მუ­შა­ო­ბას შს საქ­მე­თა ან სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა სხვა შე­თა­ვა­ზე­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხავს. შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი კურ­ტა­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გა­ა­კე­თა

"გუ­შინ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და კახი კა­ლა­ძემ და მსგავ­სი სა­ხის შეხ­ვედ­რე­ბი უკვე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. 22 წე­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ოფი­ცე­რი ვარ, სპორ­ტში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. გუნდს აქვს არ­ჩე­ვა­ნი - სა­ბო­ლოო სი­ტყვა მათ­ზეა. შე­საძ­ლოა, ეს იყოს შსს ან სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო ან შე­საძ­ლოა, თვი­თონ სხვა წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ ამ კვი­რა­ში სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა მოხ­დე­ბა".

ელი­სო ჩა­ფი­ძე, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან":

"რა თქმა უნდა, პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვარ. ამ ეტაპ­ზე ეს არის ერ­თა­დერ­თი პარ­ტია, რო­მე­ლიც ავირ­ჩიე. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვა­პი­რებ რამე ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბას, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის წევ­რო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, მაქვს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით ვფიქ­რობ, იმი­ტომ რომ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯერ ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა არ ამო­წუ­რუ­ლა და მას შემ­დეგ, რაც ამო­ი­წუ­რე­ბა, გა­დავ­წყვეტ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შაო. პო­ლი­ტი­კურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე ჯერ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, რად­გან ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბია, როცა რამე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, ხალ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებს.

მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან":

"სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და და დრო არ მქონ­და, რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კუ­თხით და და­მეც­ვა დი­სერ­ტა­ცია. მინ­დო­და რა­ღაც შე­ხე­ბა მქო­ნო­და სტუ­დენ­ტებ­თან და ვა­პი­რებ ეს პე­რი­ო­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაქ­ტი­ურ­დე, რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კა­ში ვრჩე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად"

მა­რი­ამ სა­ჯა­ია, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან":

"არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ მაქვს, ამ ეტაპ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი ვარ მხო­ლოდ".

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან":

"ამ ეტაპ­ზე ვის­ვე­ნებ, მაგ­რამ ისევ ვრჩე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გვერ­დში ვდგა­ვარ. აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში აღარ ვარ, და ამ ეტაპ­ზე არ ვა­პი­რებ ჩარ­თვას, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვი".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა გეგმები აქვთ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ცნობილ დეპუტატებს

რა გეგმები აქვთ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ცნობილ დეპუტატებს

ახალი პარლამენტი 19 ნოემბერამდე შეიკრიბება. "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალურ მოძრაობის" გარდა, პარლამენტში წელს პირველად "პატრიოტთა ალიანსსაც" ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ როგორც "ოცნებაში", ისე "ნაციონალებშიც" ბევრი ახალი სახეა და სწორედ ეს ახალი სახეები მოხვდნენ პარტიების საარჩევნო სიების პირველ ათეულში. თუმცა, საინტერესოა, რას აპირებენ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ცნობილი დეპუტატები, რომელთაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მოსახლეობა აქტიურად ხედავდა. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და მათ სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ:

თამაზ მეჭიაური, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", დააფუძნა პარტია "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის":

"ჯერ ვისვენებ, ფიქრისგან ვისვენებ. გადაწყვეტილი არ მაქვს სამომავლო საქმიანობა, ამ ეტაპზე ტაიმ-აუტი ავიღე. ალბათ ჩემი პარტია საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ რა ფორმით, ამაზე ვიფიქრებ. რამე სერიოზული შემოთავაზება არ მქონია, კარები ნამდვილად არ მაქვს ატალახებული".

ლუკა კურტანიძე, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან":

ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ვარაუდობს, რომ მუშაობას შს საქმეთა ან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა სხვა შეთავაზებასაც არ გამორიცხავს. შესაბამისი კომენტარი კურტანიძემ "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა

"გუშინ "ქართულ ოცნებაში" მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ და მსგავსი სახის შეხვედრები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. 22 წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიცერი ვარ, სპორტში დავიბადე და გავიზარდე. გუნდს აქვს არჩევანი - საბოლოო სიტყვა მათზეა. შესაძლოა, ეს იყოს შსს ან სპორტის სამინისტრო ან შესაძლოა, თვითონ სხვა წარმოდგენა ჰქონდეთ. სავარაუდოდ ამ კვირაში საბოლოო შეთანხმება მოხდება".

ელისო ჩაფიძე, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან":

"რა თქმა უნდა, პარტია "ქართულ ოცნებაში" ვარ. ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ავირჩიე. ჯერჯერობით არ ვაპირებ რამე ისეთი საქმიანობის დაწყებას, რომელიც პარტიის წევრობასთან შეუთავსებელი იქნება. რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, მაქვს რამდენიმე საინტერესო წინადადება, ჯერჯერობით ვფიქრობ, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ჯერ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არ ამოწურულა და მას შემდეგ, რაც ამოიწურება, გადავწყვეტ, რა მიმართულებით ვიმუშაო. პოლიტიკურ შემოთავაზებაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიებია, როცა რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, ხალხი აუცილებლად გაიგებს.

მიხეილ მაჭავარიანი, ყოფილი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან":

"სულ მაინტერესებდა და დრო არ მქონდა, რომ ჩამებარებინა პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით და დამეცვა დისერტაცია. მინდოდა რაღაც შეხება მქონოდა სტუდენტებთან და ვაპირებ ეს პერიოდი ამ მიმართულებით გავაქტიურდე, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ვრჩები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად"

მარიამ საჯაია, ყოფილი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან":

"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ვარ მხოლოდ".

ზურაბ ზვიადაური, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან":

"ამ ეტაპზე ვისვენებ, მაგრამ ისევ ვრჩები "ქართული ოცნების" მხარდამჭერად, ამ ხელისუფლების გვერდში ვდგავარ. აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვარ, და ამ ეტაპზე არ ვაპირებ ჩართვას, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. რაღაც შემოთავაზება იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."