პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან დავიბადეთ... ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო" - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ
"თავიდან დავიბადეთ... ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო" - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ

სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, ნუცა გუნ­ცა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. წყვი­ლი ამ­ჟა­მად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. გი­ორ­გი ორი დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის შეხ­ვედ­რა­საც და­ეს­წრო.

გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძეს Ambebi.ge ესა­უბ­რა:

- ჩემი და ნუ­ცას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე დღეს მივ­დი­ვარ თურ­ქეთ­ში, ფე­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა შე­ვა­მოწ­მოთ, გა­ვი­გოთ შე­მიძ­ლია თუ არა ად­გო­მა. წი­ნას­წარ არ ვიცი რამ­დე­ნი ხანი დავ­რჩე­ბი იქ. ნუცა თბი­ლის­ში აქ­ტი­ურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. თუ სა­ჭი­რო გახ­და, მერე ალ­ბათ საფ­რან­გეთ­ში ან გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვალთ.

- გახ­სოვთ ავა­რი­ის დე­ტა­ლე­ბი?

- ძა­ლი­ან ისე­თი დე­ტა­ლე­ბი მახ­სოვს, რო­მელ­საც მა­შინ მოვ­ყვე­ბი, როცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად თა­ვი­დან და­ვი­ბა­დეთ. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ყვე­ლა ადა­მი­ანს დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გვერ­დში დგო­მის­თვის. დღემ­დე აქ­ტი­უ­რო­ბენ და "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რავ თბილ სი­ტყვას გვწე­რენ. არ ვე­ლო­დი ასეთ მხარ­და­ჭე­რას, როცა ჩემ­მა ძმამ და მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს რო­გორ აქ­ტი­უ­რობ­და ხალ­ხი ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად, შოკ­ში ვი­ყა­ვი. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და ხალ­ხმა შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო, რის­თვი­საც თქვენც დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით.

- მეკო კვი­რი­კაშ­ვილ­თან გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რა თქმა უნდა. მე­გობ­რო­ბის გარ­და, მე და მეკო ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ძმე­ბი ვართ.

- გე­ნატ­რე­ბათ რაგ­ბის თა­მა­ში?

- მე­ნატ­რე­ბა რაგ­ბის თა­მა­ში. დიდი ემო­ცია იყო სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის მატჩს რომ და­ვეს­წა­რი. იმე­დია, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მომ­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ისევ ვი­თა­მა­შო რაგ­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ასე­ვე ნა­ხეთ: მო­რაგ­ბე გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის მე­უღ­ლე ნუცა გუნ­ცა­ძე ავა­რი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად დად­გა ფეხ­ზე

"მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ცდი­ლო­ბენ წუ­თი­თაც არ და­ტო­ვონ მარ­ტო" - სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის რა დე­ტა­ლებს ამ­ხელს მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"თავიდან დავიბადეთ... ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო" - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ

"თავიდან დავიბადეთ... ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო" - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ

სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. წყვილი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. გიორგი ორი დღის წინ, საქართველო-იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრასაც დაესწრო.

გიორგი ლომინაძეს Ambebi.ge ესაუბრა:

- ჩემი და ნუცას რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. მე დღეს მივდივარ თურქეთში, ფეხების მდგომარეობა უნდა შევამოწმოთ, გავიგოთ შემიძლია თუ არა ადგომა. წინასწარ არ ვიცი რამდენი ხანი დავრჩები იქ. ნუცა თბილისში აქტიურ რეაბილიტაციას გადის. თუ საჭირო გახდა,  მერე ალბათ საფრანგეთში ან გერმანიაში წავალთ.

- გახსოვთ ავარიის დეტალები?

- ძალიან ისეთი დეტალები მახსოვს, რომელსაც მაშინ მოვყვები, როცა ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტობრივად თავიდან დავიბადეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. დღემდე აქტიურობენ და "ფეისბუქზე" უამრავ თბილ სიტყვას გვწერენ. არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას, როცა ჩემმა ძმამ და მეგობრებმა მითხრეს როგორ აქტიურობდა ხალხი ჩვენს დასახმარებლად, შოკში ვიყავი. ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო, რისთვისაც თქვენც დიდ მადლობას გიხდით.

- მეკო კვირიკაშვილთან გაქვთ ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა. მეგობრობის გარდა, მე და მეკო ოჯახის წევრები და ძმები ვართ.

- გენატრებათ რაგბის თამაში?

- მენატრება რაგბის თამაში. დიდი ემოცია იყო საქართველო-იაპონიის მატჩს რომ დავესწარი. იმედია, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მომცემს იმის საშუალებას, რომ ისევ ვითამაშო რაგბი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე ნახეთ: მორაგბე გიორგი ლომინაძის მეუღლე ნუცა გუნცაძე ავარიის შემდეგ პირველად დადგა ფეხზე

"მორალურად განადგურებულია, ცდილობენ წუთითაც არ დატოვონ მარტო" - საზარელი ავარიის რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი