პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"
ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ქეთა გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში მისი და­კა­ვე­ბა "თეთრ ხმა­ურ­ში" მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ქეთა გა­ბუ­ნი­ას თქმით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მას­თან ერ­თად ხუთი ადა­მი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ.

"და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვყავ­დით და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვა­მოწ­მეს. შემ­დეგ კი ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ტო­მოგ­რა­ფი­ა­მაც შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო. ახლა თბი­ლის­ში მივ­ყა­ვართ. ყვე­ლა­ფერ ამას მე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ვუ­კავ­ში­რებ, რად­გან ვარ "თეთ­რი ხმა­უ­რის" მოძ­რა­ო­ბის წევ­რი", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ქეთა გა­ბუ­ნი­ამ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ის­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. მათი და­კა­ვე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­ტა­ნის ბრალ­დე­ბით მოხ­და. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 10 ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ში ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უწყე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აე­რო­პორ­ტში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

ორ­გა­ნი­ზა­ცია "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ერთ-ერთი მათი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტი ქეთა გა­ბუ­ნი­აა. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­სა­ღე­ბად გა­და­იყ­ვა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებს, რო­გორც "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა­ში" აცხა­დე­ბენ, და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბი ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

"დღეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ჩვე­ნი ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი - ქეთა გა­ბუ­ნია და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი (ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი). პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ჰქონ­დათ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ჩხრე­კა. მას შემ­დეგ, რაც ჩხრე­კამ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, გა­და­იყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­სა­ღე­ბად. ამ მო­მენ­ტის­თვის აღარ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ვა­წარ­მო­ოთ კო­მუ­ნი­კა­ცია. ვცდი­ლობთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვას. ქე­თამ შეძ­ლო ეს-ესაა და­კავ­ში­რე­ბა ჩვენ­თან და გვი­თხრა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა", - აცხა­დე­ბენ "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა­ში".

ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"

ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლის, ქეთა გაბუნიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მისი დაკავება "თეთრ ხმაურში" მის საქმიანობას უკავშირდება.

ქეთა გაბუნიას თქმით, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მასთან ერთად ხუთი ადამიანი შემოწმებაზე დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ.

"დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ვყავდით დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში შეგვამოწმეს. შემდეგ კი ტომოგრაფიაზე გადაგვიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში. ტომოგრაფიამაც შედეგი ვერ გამოიღო. ახლა თბილისში მივყავართ. ყველაფერ ამას მე ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, რადგან ვარ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქეთა გაბუნიამ.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. მათი დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ბრალდებით მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

შსს-ს ინფორმაციით, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, დამატებით ინფორმაციას აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით კი, ქუთაისის აეროპორტში დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მათი ორგანიზაციის აქტივისტი ქეთა გაბუნიაა. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავებულები ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანა.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" აცხადებენ, დანარჩენი პირები ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები არიან.

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს-ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა", - აცხადებენ "თეთრი ხმაურის მოძრაობაში".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ