მსახიობი, ტელე და რადიოწამყვანი ზურა გორგაძე, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სალომე ჭაჭუას პარტნიორობით კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა, დღეს საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ზურას ერთადერთ ძმისშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს - 7 წლის გაბრიელ გორგაძეს ცერებრალური დამბლის სინდრომის გამო სიარული არ შეუძლია. დაბადებიდან დღემდე ოჯახმა საქართველოში არსებული (სარეაბილიტაციო და ა.შ.) ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა, რისი წყალობითაც დღეს გაბრიელი ლაპარაკობს და თავისი ნიჭის გამოვლენასაც ახერხებს პირველ კლასში.
თურქი ექიმების და პროფესორების თქმით, გაბრიელი პერსპექტიული პაციენტია და კლინიკაში გარკვეული სარეაბილიტაციო კურსების გავლის შემდეგ ის შეძლებს სიარულს. ეს ყველაფერი კი საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
მსახიობი აქტიურ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს, რაშიც სოციალური ქსელს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. გთავზობთ ზურას ემოციურ პოსტს ამ საკითხთან დაკავშირებით:
"არ გავჩერდები, არ მომერიდება, არა, არ ვუღალატებ!!!
მე მინდა, ოჯახში ჩემი ერთადერთი პატარა, ჯანმრთელი იყოს, მე მინდა ისიც სხვა ბავშვებივით დარბოდეს ეზოში, მინდა სკოლიდან გაოფლილმა მოირბინოს თავისი ფეხით, მინდა მასთან ერთად ვირბინო, ვისეირნო, ვიგიჟო (თუმცა ეს ისედაც არ გვაკლია)....
ყოველ დილით მთხოვს სამსახურში წავიყვანო, მაგრამ არ შემიძლია, რადგან მას ინდივიდუალური
ყურადღება სჭირდება!
მინდა იაროს ფეხბურთზე, ცეკვაზე, კალათბურთზე!!!
ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ბავშვების ჟრიამული მესმის ფანჯრიდან (გაბრიელის სკოლა ჩვენი საცხოვრებელის გვერდითაა). გული მიწვრილდება, როცა წარმოვიდგენ, რომ შესვენებაზე ბავშვები დარბიან, თამაშობენ და ჩემი გაბრიელი მათ მერხიდან შესცქერის თავისი კეთილი თვალებით!
არ გავჩერდები, რადგან მე მჯერა! მჯერა იმიტომ, რომ მას ჯერა ჩემი!
მე სხვანაირი იმედით მიყურებს, ჯერ კიდევ სულ პატარაობიდან!
მხედავს ეკრანზე, მისმენს რადიოში, ტელევიზორში...განაგრძეთ კითხვა