სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა ერთ დღეს ასეთი სასწაული მომივლინა..." - რატომ არ ამხელს ნინი წიკლაური ორსულობას
"ღმერთმა ერთ დღეს ასეთი სასწაული მომივლინა..." - რატომ არ ამხელს ნინი წიკლაური ორსულობას

მო­სიყ­ვა­რულ წყვი­ლი - ნინი წიკ­ლა­უ­რი და თემო ტუ­ღუ­ში მა­ის­ში პა­ტა­რა ბიჭს ელო­დე­ბი­ან. მო­მა­ვალ დედ-მა­მას მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკვე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს და ბევ­რს ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, თუ სწო­რად და კარ­გად რო­გორ გა­ზარ­დონ, აღ­ზარ­დონ შვი­ლი. ნი­ნის ორ­სუ­ლო­ბაც, რო­მელ­საც ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან თვა­ლე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად უბრწყი­ნავს, მშვი­დად, წყნა­რად და კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო თემო მას­ზე და მო­მა­ვალ შვილ­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ზრუ­ნავს.

ნინი წიკ­ლა­უ­რი: წარ­მო­გიდ­გე­ნია, პა­ტა­რა ბი­ჭის დედა ვხდე­ბი, ოჯახ­ში პა­ტა­რა ბავ­შვი არ გვყო­ლია, ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვქო­ნია და არ ვიცი, ეს რო­გო­რია. უკვე ვხვდე­ბი: რა­ღაც სა­ოც­რე­ბა გვე­ლო­დე­ბა წინ. მინ­და, ორ­სუ­ლის კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რო, რომ უფრო მე­ტად ვიყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი: სწო­რად გა­მოც­ვლა, სწო­რად თა­ვის და­ჭე­რა, ჭამა.

თემო ტუ­ღუ­ში: ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა.

ნინი: ექიმ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა: ასე­თი თვა­ლე­ბი, ასე­თი ტუ­ჩე­ბი... მერე გა­ხე­და თე­მოს და ამ­ბობს: მა­მას ჰგავ­სო. ვუ­ყუ­რებ­დი გაშ­ტე­რე­უ­ლი, ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი, მხო­ლოდ თავი და­ვი­ნა­ხე.

თემო: ექოს­კო­პი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დით, გა­დარ­თუ­ლი, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმა­ზე, რას გვე­ტყო­და ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რომ თქვა: ჯან­მრთე­ლია, კარ­გი ბი­ჭი­აო, მერე ამო­ვი­სუნ­თქე.

ნინი: თემო გა­ფა­ცი­ცე­ბით უს­მენ­და, რამე რომ არ გა­მორ­ჩე­ნო­და. მე შე­უ­რა­ცხა­დი ვი­ყა­ვი: ნა­ხე­ვა­რი არ მეს­მო­და. რო­გო­რია, ეკ­რან­ზე უყუ­რებ შვილს, მერე, რომ თქვა ექიმ­მა: კა­ცი­აო, რა­ღაც ვერ მივ­ხვდით და გა­ვა­ტა­რეთ. ექიმ­მაც გა­აგ­რძე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა და ბო­ლოს გვე­უბ­ნე­ბა: სქეს­ზე რა­ტომ არ გქონ­დათ რე­აქ­ცი­აო. ვერ გა­ვი­გე-მეთ­ქი. გოგო, ბი­ჭია, ბი­ჭიო და ავ­ტე­ხეთ ერთი ამ­ბა­ვი.

თემო: სქესს, რა თქმა უნდა, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა: კი­თხვა­ზე: გოგო გინ­და თუ ბიჭი, ყო­ველ­თვის მე­ში­ნო­და, მე­რი­დე­ბო­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ბიჭი ვთქვა და გოგო იყოს, მერე ჩემს შვილს რა პა­სუ­ხი გავ­ცე-მეთ­ქი, ამი­ტომ დუ­მილს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი...

- რო­გო­რია პირ­ვე­ლი ემო­ცია, რო­დე­საც იგებ, რომ ორ­სუ­ლად ხარ?

- ავ­ლა­ბარ­ში ვი­ყა­ვი და ტეს­ტი რომ გა­ვი­კე­თე, არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა: მეყ­ვი­რა, მე­წივ­ლა. ტეს­ტით მი­ვე­დი თე­მოს­თან, ვაჩ­ვე­ნე და ორი­ვე ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით.

ღმერ­თს სულ ვთხოვ­დი: თუ შენ ჩათ­ვლი სა­ჭი­როდ, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მა­ნი­ჭე-მეთ­ქი... და ერთ დღეს, ასე­თი სას­წა­უ­ლი მო­მივ­ლი­ნა. თით­ქოს და­მა­ცა­და ყვე­ლა­ფე­რი: ვი­ცეკ­ვე, და­ვიმ­ტვრიე, გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი. მი­თხრა: გა­ჩერ­დი, ხომ ხე­დავ, ეს არ არის შენი საქ­მე, აჰა, შვი­ლო, შენ ბავ­შვი და მო­უ­ა­რეო. იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი, რომ არა­ვის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს. ვი­ღა­ცას კი არ და­ვუ­მა­ლე, უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და, ნა­ყო­ფის­თვის რა­ი­მე ზი­ა­ნი მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ზედ­მე­ტი არც ფე­რე­ბა მინ­დო­და, არც მი­ლოც­ვა. მშვი­დად და წყნა­რად მინ­დო­და, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო ნა­ყო­ფი და გაზ­რდი­ლი­ყო, თო­რემ, და­სა­მა­ლი კი არ არის, ლა­მის რუ­პორ­ში გა­მო­ვა­ცხა­დო, იმ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­ბაა.

ნა­თია უტი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ღმერთმა ერთ დღეს ასეთი სასწაული მომივლინა..." - რატომ არ ამხელს ნინი წიკლაური ორსულობას

"ღმერთმა ერთ დღეს ასეთი სასწაული მომივლინა..." - რატომ არ ამხელს ნინი წიკლაური ორსულობას

მოსიყვარულ წყვილი - ნინი წიკლაური და თემო ტუღუში მაისში პატარა ბიჭს ელოდებიან. მომავალ დედ-მამას მშობლის პასუხისმგებლობა უკვე გაცნობიერებული აქვს და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ სწორად და კარგად როგორ გაზარდონ, აღზარდონ შვილი. ნინის ორსულობაც, რომელსაც ბედნიერებისგან თვალები კიდევ უფრო მეტად უბრწყინავს, მშვიდად, წყნარად და კარგად მიმდინარეობს, ხოლო თემო მასზე და მომავალ შვილზე დიდი სიყვარულით ზრუნავს.

ნინი წიკლაური: წარმოგიდგენია, პატარა ბიჭის დედა ვხდები, ოჯახში პატარა ბავშვი არ გვყოლია, ამის გამოცდილება არ გვქონია და არ ვიცი, ეს როგორია. უკვე ვხვდები: რაღაც საოცრება გველოდება წინ. მინდა, ორსულის კურსები გავიარო, რომ უფრო მეტად ვიყო მომზადებული: სწორად გამოცვლა, სწორად თავის დაჭერა, ჭამა.

თემო ტუღუში: ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება.

ნინი: ექიმმა ჩამოთვალა: ასეთი თვალები, ასეთი ტუჩები... მერე გახედა თემოს და ამბობს: მამას ჰგავსო. ვუყურებდი გაშტერეული, ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ თავი დავინახე.

თემო: ექოსკოპიაზე რომ შევდიოდით, გადართული, ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რას გვეტყოდა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რომ თქვა: ჯანმრთელია, კარგი ბიჭიაო, მერე ამოვისუნთქე.

ნინი: თემო გაფაციცებით უსმენდა, რამე რომ არ გამორჩენოდა. მე შეურაცხადი ვიყავი: ნახევარი არ მესმოდა. როგორია, ეკრანზე უყურებ შვილს, მერე, რომ თქვა ექიმმა: კაციაო, რაღაც ვერ მივხვდით და გავატარეთ. ექიმმაც გააგრძელა გამოკვლევა და ბოლოს გვეუბნება: სქესზე რატომ არ გქონდათ რეაქციაო. ვერ გავიგე-მეთქი. გოგო, ბიჭია, ბიჭიო და ავტეხეთ ერთი ამბავი.

თემო: სქესს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა: კითხვაზე: გოგო გინდა თუ ბიჭი, ყოველთვის მეშინოდა, მერიდებოდა პასუხის გაცემა. ბიჭი ვთქვა და გოგო იყოს, მერე ჩემს შვილს რა პასუხი გავცე-მეთქი, ამიტომ დუმილს ვამჯობინებდი...

- როგორია პირველი ემოცია, როდესაც იგებ, რომ ორსულად ხარ?

- ავლაბარში ვიყავი და ტესტი რომ გავიკეთე, არ ვიცოდი, რა მექნა: მეყვირა, მეწივლა. ტესტით მივედი თემოსთან, ვაჩვენე და ორივე ისეთი ბედნიერები ვიყავით.

ღმერთს სულ ვთხოვდი: თუ შენ ჩათვლი საჭიროდ, ეს ბედნიერება მომანიჭე-მეთქი... და ერთ დღეს, ასეთი სასწაული მომივლინა. თითქოს დამაცადა ყველაფერი: ვიცეკვე, დავიმტვრიე, გამოვჯანმრთელდი. მითხრა: გაჩერდი, ხომ ხედავ, ეს არ არის შენი საქმე, აჰა, შვილო, შენ ბავშვი და მოუარეო. იმდენად ვიყავი აჟიტირებული, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. ვიღაცას კი არ დავუმალე, უბრალოდ, არ მინდოდა, ნაყოფისთვის რაიმე ზიანი მიმეყენებინა. ზედმეტი არც ფერება მინდოდა, არც მილოცვა. მშვიდად და წყნარად მინდოდა, ჩამოყალიბებულიყო ნაყოფი და გაზრდილიყო, თორემ, დასამალი კი არ არის, ლამის რუპორში გამოვაცხადო, იმხელა ბედნიებაა.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი