აშშ-ის პრეზიდენტები, რომლებმაც "მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტეს"

აშშ-ის პრეზიდენტები, რომლებმაც "მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტეს"

ამერიკას ახალი მეთაური ჰყავს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ოფიციალურად ძალაუფლბას ის 2017 წლის 20 იანვარს ჩაიბარებს. სწორედ ამ დღეს არის დანიშნული ინაუგურაციის ცერემონია. მანამდე კი ქვეყნის სადავეები კვლავ მოქმედი პრეზიდენტის - ბარაქ ობამას ხელში იქნება.

სანამ ამერიკა და ამერიკელები არჩევნების ეიფორიიდან გამოდიან და რეალობას ეგუებიან, ჩვენ აშშ-ის იმ პრეზიდენტების ისტორიებით დავინტერესდით, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო, საკუთარი მოვალეობის შესრულება დროზე ადრე შეწყვიტეს.

უილიამ ჰენრი ჰარისონი

აშშ-ის 9-ე პრეზიდენტმა ძალაუფლება 1841 წლის 4 მარტს ჩაიბარა. ჰარისონი ამერიკის ბოლო პრეზიდენტი იყო, რომელიც სამოქალაქო ომამდე დაიბადა და ბრიტანეთის ქვეშემრდომი იყო.

რონალდ რეიგანის გაპრეზიდენტებამდე, უილიამ ჰარისონი აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული (68 წლის) პრეზიდენტი იყო. საინაუგურაციო სიტყვისას, რომელიც 2 საათს გაგრძელდა (ყველაზე გრძელი ამერიკის ისტორიაში), ცივ ამინდში პალტოს და ქუდის გარეშე მყოფი ჰარისონი გაცივდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის და არასწორი მკურნალობის გამო, პრეზიდენტის ჯამრთელობის მდომარეობა გაუარესდა და 1841 წლის 4 აპრილს ის გარდაიცვალა. პოსტზე მან მხოლოდ 30 დღე დაჰყო.

აბრაამ ლინკოლნი

აშშ-ის 16-ე პრეზიდენტს, ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ლინკოლნი პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო რესპუბლიკელთა პარტიიდან. ღარიბი ფერმერის ოჯახში დაბადებულმა ლინკოლნმა თანამოქალაქეებს თავი ფერადკანიანთა უფლებების დაცვით დაამახსოვრა. მისი აქტიურობის შედეგად, 1865 წელს კონსტიტუციაში შეტანილი 13-ე ცვლილების საფუძველზე, აშშ-ში მონათმფლობელობა ოფიციალურად აიკრძალა.

პრეზიდენტის პოსტი მან 1864 წლის 4 მარტს ჩაიბარა. 1865 წლის 14 აპრილს, ლინკოლნი ვაშინგტონში ფორდის თეატრს სტუმრობდა. სპექტაკლის დროს, საპრეზიდენტო ლოჟაში შეპარულმა ჯონ ბუტმა ლინკოლნს თავში ესროლა. პრეზიდენტი მეორე დღეს გარდაიცვალა.

ჯეიმს აბრამ გარფილდი

გარფილდმა, რომელის აშშ-ის რიგით 20-ე პრეზიდენტი იყო, ქვეყნის სადავეები 1881 წლის 4 მარტს ჩაიბარა. მისი პრეზიდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 2 ივლისს, ვაშინგტონის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, პრეზიდენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გასროლა შარლ გიტომ განახორციელა. გარფილდი არასწორი მკურნალობით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. მისი პრეზიდენტობა თითქმის 6 თვეს გაგრძელდა.

უილიამ მაკ-კინლი

აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელთა პარტიიდან. მაკ-კინლი სამოქალაქო ომის მონაწილე ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი იყო. მოვალეობის შესრულებას ის 1897 წლის 4 მარტს შეუდგა.

1901 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ბუფალოში გამართულ გამოფენაზე პრეზიდენტი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ანარქისტ ლეონ ფრანკ ჩოლგოშის მიერ ნასროლი პირველი ტყვია, მაკ-კინლის სმოკინგის ღილმა აისხლიტა. სასიკვდილო მეორე გასროლა აღმოჩნდა. ტყვია პრეზიდენტს მუცლის არეში მოხვდა, დააზიანა შიდა ორგანოები და ხერხემალში გაიჭედა. დროულად ჩატარებული ოპერაციის და გამოჯანმრთელების ნიშნების მიუხედავად, 14 სექტემბერს ამერიკის 25-ე პრეზიდენტი გარდაიცვალა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი

რუზველტი XX საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. ის ხელმძღვანელობდა ამერიკას მსოფლიო ეკონომკური კრიზისის და მეორე მსოფლიო ომის დროს. ის აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობაზე 2 ჯერზე მეტი ვადით იყო არჩეული.

მისი საინაუგურაციო ცერემონია 1933 წლის 4 მარტს გაიმართა. ამერიკის ეკონომიკის განვითარებაში მან უდიდესი როლი ითამაშა. აქტიურმა მუშაობამ რუზველტის ჯამრთელობა შეარყია. 1944 წელს ის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ აირჩიეს. იმავე წლის 12 აპრილს აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი

ამ ადამიანმა, რომელსაც პრეზიდენტის სავარძელი 1036 დღე ეკავა, აშშ-ისა და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. ბირთვული კატასტროფის ზღურბლზე მისულმა პრეზიდენტმა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო. თავისუფალი საზოგადოების შექმნის იდეით შეპყრობლი კენედის მმართველობის თითქმის 3 წლიან ეპოქას არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებილი ხიბლი აქვს.

1960 წელს 43 წლის ასაკში ჯონ კენედი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი გახდა. ის აშშ-ის ისტორიაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე არჩეული ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი და თეთრ სახლში პირველი კათოლიკე პრეზიდენტი იყო.

1963 წლის 22 ნოემბერს განხორციელებულმა გასროლამ ამერიკის და მსოფლიოს ისტორია შეცვალა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დალასში მყოფი პრეზიდენტი მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 24 წლის ლი ჰარვი ოსვალდი დააკავა. 2 დღის შემდეგ ოსვალდი პოლიციის შენობაში დალასის ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ მოკლა.

ერთი წლის თავზე უორენის კომისიის მიერ წარმოდგენილ 888 ფურცლიან მოხსენებაში კენედის მკვლელად მარტოხელა სნაიპერი ლი ჰარვი ოსვალდი დასახელდა. აშშ-ის მოქალაქეებში კენედის მკვლელობა დღემდე საკამათო თემად რჩება.

რიჩარდ ნიქსონი

37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, ამერიკის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ხელმძღვანელია, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე საკუთარი ინიციატივით დატოვა. ნიქსონი 1974 წლის 9 აგვისტოს, "უოთეგეიტის" სკანდალის შემდეგ გადადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას იმპიჩმენტი ექმუქრებოდა.

1972 წლის 17 ივნისს, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, რომლებშიც რესპუბლიკელების კანდიდატმა ნიქსონმა მეორედ გაიმარჯვა, სასტუმრო "უოთერჰეიტში", დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯორჯ მაკჰოვერის საარჩევნო შტაბში პოლიციამ მოსასმენი აპრატურის დამონტჟებისას 5 ადამიანი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით ნიქსონის ადმინისტაციის მონაწილეობა დღემდე ოფიციალურად არ დასტურდება. თუმცა როგორც ჩანს, მასშტაბურ სკანდალს ნიქსონმა თანამდებობის დატოვება ამჯობინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა