კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შეიძლება პრესაში არასასიამოვნო გამოხმაურება გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს არ გიჭერს”
“შეიძლება პრესაში არასასიამოვნო გამოხმაურება გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს არ გიჭერს”

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის დენი რო­ჯე­რის ეს სი­ტყვე­ბი, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უკეთ ასა­ხავს ამე­რი­კა­ში არ­სე­ბულ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას. ქვეყ­ნის 45-ე პრე­ზი­დენ­ტად მი­ლი­არ­დე­რი დო­ნალდ ტრამ­პის არ­ჩე­ვას, არ­ჩევ­ნე­ბი­დან თით­ქმის ერთ კვი­რა­ში პი­არსპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი, მარ­კე­ტო­ლო­გე­ბი, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, მოკ­ლედ ყვე­ლა ის, ვინც მი­ლი­არ­დე­რის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას ნაკ­ლე­ბად წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, ერ­თბა­შად იშ­ვე­რენ ხელს მე­დი­ის­კენ და გარ­კვე­ულ­წი­ლად სწო­რედ მას "ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ" ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა­ში. ამის მი­ზე­ზად კი მე­დი­ის ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ასა­ხე­ლე­ბენ ტრამ­პის მი­მართ.

თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა­ში მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვე" მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 49 წლის კე­ი­ლინ კო­ნუ­ე­ია. დიახ, დღეს უკვე ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა მეტ­წი­ლად სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის, 4 შვი­ლის დე­დის და­მა­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც სწო­რად და ზუს­ტად და­გეგ­მა აშშ-ის აწ უკვე 45-ე პრე­ზი­დენ­ტის კამ­პა­ნია, სლო­გა­ნით "და­ვუბ­რუ­ნოთ ამე­რი­კას ძვე­ლი დი­დე­ბა".

"რა თვი­სე­ბე­ბი მო­ე­თხო­ვე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­მა­ვალ ლი­დე­რებს? ცხა­დი ხდე­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ეი­ჯის­ტი (ასა­კობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მიმ­დე­ვა­რი) სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, სა­დაც ახალ­გაზ­რდო­ბის კულ­ტი და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ძლი­ე­რია, საღი აზრი, გო­ნი­ე­რე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა ყო­ველ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა კამ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის. რა თქმა უნდა, ლი­დე­რე­ბის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ციფ­რუ­ლი მე­დი­ის პი­რო­ბებ­ში გა­იზ­რდე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, მეტი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბი ექ­ნე­ბა, მაგ­რამ ამას უნდა და­ერ­თოს ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის უნა­რი", - წერს დენი რო­ჯე­რი თა­ვის წიგნ­ში "კამ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო".

აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა PR (Public Relationships) ინ­გლი­სუ­რი­დან ქარ­თუ­ლად თარ­გმან­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ნიშ­ნავს. პი­ა­რი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნის, კომ­პა­ნი­ის ან კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დი­სა და პრო­დუ­ტ­ქის წარ­მა­ტე­ბის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მის შე­სა­ხებ სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბით.

ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო PR კამ­პა­ნია "კოკა-კო­ლას" ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზა "კოკა-კო­ლას" ბოთ­ლის თა­ვი­ან­თი ვერ­სია წარ­მო­ედ­გი­ნათ. შე­დეგ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა - ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ცნო­ბილ ბრენ­დს ხის­გან გა­მოჭ­რი­ლი ბოთ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, გი­გან­ტუ­რი 6-მეტ­რი­ა­ნი ბოთ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დი­ზა­ი­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნეს.

პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა და ამის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სწორ პიარ-კამ­პა­ნი­ას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო.

ასი­დან ერთ კამ­პა­ნი­ას აქვს "დიდი იდეა" - სწო­რედ იმ ერთ პრო­ცენტზე მო­გი­თხრობთ დენი რო­ჯერ­სის წიგ­ნი.

წიგ­ნი "კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო" გვაწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას ბოლო ოთხწლე­უ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი კამ­პა­ნი­ე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი და გა­სარ­თო­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ცხრა კამ­პა­ნია 70-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე. მო­ცე­მუ­ლია ამ სა­ნი­მუ­შო კამ­პა­ნი­ე­ბის წარმ­მარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მსოფ­ლი­ოს "კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბის" შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი.

დენი რო­ჯერ­სი დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს პრე­ზი­დენტ ობა­მას პიარ კამ­პა­ნი­ა­ზეც, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე აღი­ა­რეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო და ინო­ვა­ცი­უ­რი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და მკა­ფიო სტრა­ტე­გი­ით.

ობა­მას პიარ ტექ­ნო­ლო­გებ­მა ზუს­ტად გათ­ვა­ლეს ამომ­რჩევ­ლის სეგ­მენ­ტი და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჩარ­თვით შეძ­ლეს კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ზიდ­ვა. ეს იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­უ­ლი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი იყო ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვის მე­ქა­ნიზ­მიც,ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფე­ნო­მე­ნი: "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ კომ­პა­ნი­ის­თვის თან­ხე­ბის გა­ღე­ბა". სპე­ცი­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით ობა­მას გუნ­დმა მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი შე­აგ­რო­ვა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულ პიარ კამ­პა­ნი­ა­ზე და­ი­ხარ­ჯა.

"დენი რო­ჯერ­სის წიგ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მხრივ, რომ მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, გა­ეც­ნოს ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აზ­რით, უკა­ნას­კნე­ლი 50 წლის სა­უ­კე­თერ­სო პიარ კამ­პა­ნი­ებს. გა­მო­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, სა­დაც პი­ა­რი მეტ­ნაკ­ლე­ბად ახა­ლი და მზარ­დი სფე­როა.

ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სია და ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის გარ­კვე­ულ­წი­ლად "წარმ­მარ­თვე­ლი".

დე­ტა­ლებს მკი­თხვე­ლი თა­ვად გა­ეც­ნო­ბა. მე კი ვი­სურ­ვებ ჩვენს ბა­ზარ­ზე მსგავ­სი ხა­სი­ა­თის უფრო მეტი ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­დეს", - აღ­ნიშ­ნავს თე­ო­ნა ჯა­ყე­ლი, თე­ო­ნა ჯა­ყე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

წიგნ­ში ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლია ტეტ­ჩე­რიზ­მი, ახა­ლი ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის, "რო­ლინგ სტო­უნ­ზის", დე­ვიდ ბექ­ჰე­მის, ლონ­დო­ნის2012 წლის ოლიმ­პი­ა­დის, პრო­დუქტ (RED)-ის "ობა­მა ამე­რი­კი­სათ­ვის" და "Dove"– ნამ­დვი­ლი სი­ლა­მა­ზი­სათ­ვის კამ­პა­ნი­ე­ბი.

დენი რო­ჯერ­სი არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მე­დია და მარ­კე­ტინ­გის ჟურ­ნა­ლის­ტი. იგი იყო ჟურ­ნა­ლე­ბის – PRWeek-სა და Campaign-ის რე­დაქ­ტო­რი. ამ­ჟა­მად კი გახ­ლავთ Brand Republic Group-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. რო­ჯერ­სი უამ­რა­ვი ჯილ­დოს, მათ შო­რის ბრი­ტა­ნე­თის ჟურ­ნა­ლე­ბის "რე­დაქ­ტო­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯილ­დო" - 2008 წლის"სა­უ­კე­თე­სო რე­დაქ­ტო­რი" მფლო­ბე­ლია. დენი რო­ჯერ­სი ასე­ვე არის ჟურ­ნა­ლე­ბის: The Independent, The Guardian, FFinancial Times’ Creative Business -ის რე­დაქ­ტო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია მა­უ­წყებ­ლო­ბის კო­მენ­ტა­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

“შეიძლება პრესაში არასასიამოვნო გამოხმაურება გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს არ გიჭერს”

“შეიძლება პრესაში არასასიამოვნო გამოხმაურება გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს არ გიჭერს”

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და მარკეტინგის სპეციალისტის დენი როჯერის ეს სიტყვები, ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს ამერიკაში არსებულ დღევანდელ ვითარებას. ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად მილიარდერი დონალდ ტრამპის არჩევას, არჩევნებიდან თითქმის ერთ კვირაში პიარსპეციალისტები, სოციოლოგები, მარკეტოლოგები, პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, მოკლედ ყველა ის, ვინც მილიარდერის გაპრეზიდენტებას ნაკლებად წინასწარმეტყველებდა, ერთბაშად იშვერენ ხელს მედიისკენ და გარკვეულწილად სწორედ მას „ადანაშაულებენ“ ტრამპის გამარჯვებაში. ამის მიზეზად კი მედიის ნეგატიურ გავლენას ასახელებენ ტრამპის მიმართ.

თუმცა, მეორე მხრივ, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში მთავარი „დამნაშავე“ მისი წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, 49 წლის კეილინ კონუეია. დიახ, დღეს უკვე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ტრამპის გამარჯვება მეტწილად სწორედ ამ ქალბატონის, 4 შვილის დედის დამასახურებაა, რომელმაც სწორად და ზუსტად დაგეგმა აშშ-ის აწ უკვე 45-ე პრეზიდენტის კამპანია, სლოგანით „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“.

„რა თვისებები მოეთხოვება კომუნიკაციების მომავალ ლიდერებს? ცხადი ხდება, რომ მიუხედავად ეიჯისტი (ასაკობრივი დისკრიმინაციის მიმდევარი) საზოგადოებისა, სადაც ახალგაზრდობის კულტი და ციფრული კომუნიკაციების გამოცდილება ძლიერია, საღი აზრი, გონიერება და გამოცდილება ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კამპანიის წარმატებისათვის. რა თქმა უნდა, ლიდერების მომავალი თაობა ციფრული მედიის პირობებში გაიზრდება და, შესაბამისად, მეტი ტექნოლოგიური უნარები ექნება, მაგრამ ამას უნდა დაერთოს ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან პირადი ურთიერთობების დამყარების უნარი“, - წერს დენი როჯერი თავის წიგნში „კამპანიები, რომელმაც შეძრა მსოფლიო“.

აბრევიატურა PR (Public Relationships) ინგლისურიდან ქართულად თარგმანში საზოგადოებასთან ურთიერთობას ნიშნავს. პიარი კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ნიშნავს ადამიანის, კომპანიის ან კონკრეტული ბრენდისა და პროდუტქის წარმატებისთვის და საზოგადოებისთვის მის შესახებ სწორად ინფორმირებით.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო PR კამპანია „კოკა-კოლას“ ეკუთვნის, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას შესთავაზა „კოკა-კოლას“ ბოთლის თავიანთი ვერსია წარმოედგინათ. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ჩვეულებრივმა ადამიანებმა ცნობილ ბრენდს ხისგან გამოჭრილი ბოთლიდან დაწყებული, გიგანტური 6-მეტრიანი ბოთლით დამთავრებული, დიზაინები წარუდგინეს.

პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები სწორ პიარ-კამპანიას ასახელებენ, რომლის მთავარი მიზანი ხალხის ჩართულობა იყო.

ასიდან ერთ კამპანიას აქვს „დიდი იდეა“ - სწორედ იმ ერთ პროცენტზე მოგითხრობთ დენი როჯერსის წიგნი.

წიგნი „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ გვაწვდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ბიზნესის განვითარების ისტორიას ბოლო ოთხწლეულის ყველაზე დიდი კამპანიების მაგალითებზე. წიგნში აღწერილია პოლიტიკური, კორპორაციული და გასართობი კონკრეტული ცხრა კამპანია 70-იანი წლებიდან დღემდე. მოცემულია ამ სანიმუშო კამპანიების წარმმართველი ადამიანების, მსოფლიოს „კაშკაშა ვარსკვლავების“ შეხედულებები, სტრატეგია და ტაქტიკა, ინტერვიუები.

დენი როჯერსი დეტალურად საუბრობს პრეზიდენტ ობამას პიარ კამპანიაზეც, რომელიც თავის დროზე აღიარეს, როგორც საუკეთესო და ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითა და მკაფიო სტრატეგიით.

ობამას პიარ ტექნოლოგებმა ზუსტად გათვალეს ამომრჩევლის სეგმენტი და ახალი ტექნოლოგიების ჩართვით შეძლეს კოლოსალური თანხებისა და მხარდამჭერების მოზიდვა. ეს იყო მსოფლიოში პირველი ციფრული კომუნიკაციების საარჩევნო კამპანია. სრულიად განსხვავეული და ნოვატორული იყო ფინანსების მოზიდვის მექანიზმიც,ახალი პოლიტიკური ფენომენი: „მოქალაქეების მიერ კომპანიისთვის თანხების გაღება“. სპეციალური სოციალური ქსელის გვერდის მეშვეობით ობამას გუნდმა მილიონობით დოლარი შეაგროვა, რომელიც წარმატებულ პიარ კამპანიაზე დაიხარჯა.

„დენი როჯერსის წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს ცნობილი ჟურნალისტის აზრით, უკანასკნელი 50 წლის საუკეთერსო პიარ კამპანიებს. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი საზოგადოებისათვის, სადაც პიარი მეტნაკლებად ახალი და მზარდი სფეროა.

ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღებია პოლიტიკური პიარი, რომელიც ერთ-ერთი ურთულესია და ქართული რეალობის გარკვეულწილად „წარმმართველი“.

დეტალებს მკითხველი თავად გაეცნობა. მე კი ვისურვებ ჩვენს ბაზარზე მსგავსი ხასიათის უფრო მეტი ქართულად თარგმნილი ლიტერატურა გამოვიდეს“, - აღნიშნავს თეონა ჯაყელი, თეონა ჯაყელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

წიგნში ასევე განხილულია ტეტჩერიზმი, ახალი ლეიბორისტების, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის, „როლინგ სტოუნზის“, დევიდ ბექჰემის, ლონდონის2012 წლის ოლიმპიადის, პროდუქტ (RED)-ის “ობამა ამერიკისათვის” და „Dove”– ნამდვილი სილამაზისათვის კამპანიები.

დენი როჯერსი არის მსოფლიოში ცნობილი მედია და მარკეტინგის ჟურნალისტი. იგი იყო ჟურნალების – PRWeek-სა და Campaign-ის რედაქტორი. ამჟამად კი გახლავთ Brand Republic Group-ის მთავარი რედაქტორი. როჯერსი უამრავი ჯილდოს, მათ შორის ბრიტანეთის ჟურნალების “რედაქტორების საზოგადოების ჯილდო” - 2008 წლის“საუკეთესო რედაქტორი” მფლობელია. დენი როჯერსი ასევე არის ჟურნალების: The Independent, The Guardian, FFinancial Times’ Creative Business -ის რედაქტორი და საერთაშორისო მედია მაუწყებლობის კომენტატორი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი