21-ე საუკუნეში მსოფლიოში ფართოდ გავრცელელებულია მზის ელემენტის მიერ არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობს. მათ რიგებს ორი ქართველი მოსწავლე გამომგონებელიც შეუერთდა. სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ორწელიწადნახევარია ამ მიმართულებით მუშაობენ. კონკურსის - "ლეონარდო და ვინჩი" ფარგლებში მათ პროექტის განხორციელების საშუალება მიეცათ და გრან პრის მფლობელებიც გახდნენ.
"ჩვენი პროექტი მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას ეხება. მზის ელემენტებს ახასიათებს სამი სახის პრობლემა: გადახურება, არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა და არამდგაროდბა წვიმის ან თოვლის მიმართ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ მუშაობდა და ჩვენი ცდა წარმატებით დასრულდა. ვაფორმირებთ სილიკონის აპკს, რომელიც ამ სამივე პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. შედეგად მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ხუთი პროცენტით გავზარდეთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ის, რომ უფრო მეტი ოჯახი მომარაგდება ელექტროენერგიით," - განმარტავს პროექტის გამარჯვებული გიორგი ნიორაძე.
"ჩვენთვის ეს გამარჯვება მნიშნელოვანი იყო, რადგან პროექტის უცხოეთში წაღებას შევძლებთ და იმედი გვაქვს, უცხოელ ინვესტორებსაც დავაინტერესებთ," - დაამატა გრან-პრის მფლობელმა. ნიორაძე და კონტრიძე ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაცია - ცერნში გაემგზავრებიან სამეცნიერო მივლინებით, რომ ცენტრი დაათვალიერონ და კონსულტაციები მიიღონ.
კონკურსის ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც გამოავლინა. I ადგილის მფლობელები გიორგი ფხაკაძე და მარია ერაძე გახდნენ პროექტისთვის - "ახალი თაობის "ცოცხალი" საკვების შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით". ისინი 5 000 ლარით დაჯილდოვდნენ.
II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელები გახდნენ გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე, რომლებმაც პროექტი - "გვირილა მზის პანელის პარაბოლოიდური რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია" წარმოადგინეს.
III ადგილზე კი ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი გავიდნენ პროექტისთვის "მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა". ისინი კონკურსის ორგანიზატორებისგან 2 000 ლარით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის ყველა გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ დაასახელა და მათ პირდად გადასცა ჯილდოები.
"გამოგონების პოტენციალი არის მთავარი ადამიანის განვითარებაში. როცა რაღაც ახალს და მნიშვნელოვანს ქმნი, აბსოლუტურად სხვა ცხოვრება გაქვს და როცა რაღაც ერთფეროვანს, სულ - სხვა. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენი წელია საშუალება გვაქვს, ჩვენს სუპერნიჭიერ და სუპერმოტივირებულ ახალგაზრდებს გამოგონებისა და მათი პრაქტიკაში გადატანის საშუალებას ვაძევთ. ერთ-ერთი ამათგანიც ბიზნესად რომ გადაიქცეს, მთელი საქართველოს ეკონომიკური გარემოს გააუმჯობესებს," - განაცხადა ჯეჯელავამ.
კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" მეექსვედ ტარდება "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სკოლის მოსაწავლეები მე-7დან მე-12 კლასის ჩათვლით. 42 საკონკურსო განაცხადიდან 17 რეიონებიდანაა წარმოდგენილი, 25 - თბილისიდან.
"წარდგენილი 42 განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპისთვის 26 ნამუშავერი შეირჩა. ეს კონკურსი წინა წლებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ წელს რეგონებიდან უფრო მეტი პროექტი იყო შემოსული. წელს ბავშებს დაახლოებით ოთხჯერ მეტი დრო ჰქონდათ პროექტის დამტკიცებიდან მის განსახორციელებლად. კომისიაც ამჯერად უკიდურესად მკაცრი იყო," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინა ჩიტაშვილმა.
კონკურსის მონაწილეების პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში გამართა. ბანკმა კონკურსში საკუთარი რჩეული გამოავლინა და ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული საათი რეზო კაპანაძეს გადასცა პროექტისთვის "გონიერი ავზი".
"აქ წარმოდგენილია უამრავი სიახლე, რომელიც სკოლის მოსწავლეების მიერ არის შექმნილი. ძალიან საინტერსო პროექტებია წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის საქართველოს მომავალი. "თიბისი ბანკი" კი ყოველთვის მზად არის ესეთ პროექტებში მონაწილეობისა და საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის," - თქვა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
კონკურსი 2010 წლიდან იმართბა და მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. 2010 წლიდან დღემდე სულ 326 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი. მათგან 45 პროექტი დჯილდოვდა.
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE