მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ღებავენ პურს საქართველოში?!
რატომ ღებავენ პურს საქართველოში?!

რუხი პუ­რის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, ხომ არ არის ეს პური ქი­მი­უ­რად შე­ფე­რი­ლი? სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ, მარ­თა­ლია, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს რუხი ფქვი­ლი, მაგ­რამ ბევ­რი სა­ცხო­ბი იყე­ნებს სხვა­დას­ხვა და­ნა­მატს. ეს და­ნა­მა­ტე­ბი დღეს დაშ­ვე­ბუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რათა უფრო გა­ა­მუ­ქოს ფქვი­ლი. კერ­ძოდ, და­ნა­მა­ტად იყე­ნე­ბენ ფერ­მენ­ტი­რე­ბულ ალა­ოს, ასე­ვე, სხვა და­ნა­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბებს უც­ვლის პურს.

აკა­დე­მი­კო­სი პა­ა­ტა კო­ღუ­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პური იღე­ბე­ბა. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვენს ქვე­ყან­ში ძალ­ზე ცოტა რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის ჭვა­ვის ფქვი­ლი.

უფრო მე­ტიც, იმის გამო, რომ კი­ლოგ­რა­მი შავი ფქვი­ლის ფასი ოთხი ლა­რია და მისი შე­მო­ტა­ნა ძვი­რი ჯდე­ბა, შავი პუ­რის უმე­ტე­სო­ბა შე­ღე­ბი­ლია. უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ფქვი­ლის 80% კი ქი­მი­ურ და­ნა­მა­ტებს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ქო­ლეს­ტე­რი­ნის სა­ხით ილე­ქე­ბა სის­ხლძარ­ღვებ­ში. ამ­დე­ნად, პური მარ­გე­ბე­ლი კი არა, მავ­ნე­ბე­ლი გახ­და.

პურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ლიტ­ვუ­რი შავი პუ­რის ფო­ტო­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ორ­ფე­რო­ვა­ნი პუ­რის გუ­ლის და­ნახ­ვი­სას მო­სახ­ლე­ო­ბამ იფიქ­რა, რომ ლიტ­ვუ­რი პური შე­ღე­ბი­ლია და მისი დამ­ზა­დე­ბის "მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის" შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. ამას მოჰ­ყვა ლიტ­ვუ­რი სა­ცხო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ ლიტ­ვუ­რი პური არ იღე­ბე­ბა და წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში, ცო­მის საჭ­რელ-და­ნად­გარ­ში თეთ­რი და რუხი ცო­მის ერ­თმა­ნეთ­თან შე­რე­ვამ და მზა პრო­უქ­ტი ორ­ფე­რო­ვა­ნი შიგ­თავ­სის წარ­მოქ­მნამ მომ­ხმა­რებ­ლის ამაო შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას­თან, ლიტ­ვურ­მა სა­ცხობ­მა ნე­ბის­მი­ერ კვლე­ვით ცენ­ტრში პრო­დუქ­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა.

თბი­ლი­სის პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მალ­ხაზ დო­ლი­ძე აცხა­დებს, რომ ლიტ­ვუ­რი პუ­რის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს იტყვის, რად­გან არ სურს მათ­გან უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია წა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ და­ას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად არის შე­მო­ტა­ნი­ლი და­ნა­მა­ტე­ბი. გერ­მა­ნი­ი­დან, ავ­სტრი­ი­დან, ბელ­გი­ი­დან, ირა­ნი­დან, თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი და­ნა­მა­ტე­ბი ჩვენს სა­ბა­ჟოს გა­ივ­ლის და ამის შემ­დეგ ყი­დი­ან ამ და­ნა­მა­ტებს.

შემ­დგომ­ში უკვე და­ნა­მა­ტებს პუ­რის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში იყე­ნე­ბენ და ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაშ­ვე­ბულ ამ და­ნა­მა­ტებს შო­რის ზოგი ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია, ნა­ტუ­რა­ლუ­რია, ზოგი კი ჭვა­ვის ფქვი­ლია.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ ღებავენ პურს საქართველოში?!

რატომ ღებავენ პურს საქართველოში?!

რუხი პურის შესახებ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ხომ არ არის ეს პური ქიმიურად შეფერილი? სპეციალისტები ამბობენ, რომ, მართალია, ბუნებაში არსებობს რუხი ფქვილი, მაგრამ ბევრი საცხობი იყენებს სხვადასხვა დანამატს. ეს დანამატები დღეს დაშვებულია მთელ მსოფლიოში, რათა უფრო გაამუქოს ფქვილი. კერძოდ, დანამატად იყენებენ ფერმენტირებულ ალაოს, ასევე, სხვა დანამატებს, რომლებიც გემოვნური თვისებებს უცვლის პურს.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პური იღებება. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ჩვენს ქვეყანში ძალზე ცოტა რაოდენობით შემოდის ჭვავის ფქვილი.

უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კილოგრამი შავი ფქვილის ფასი ოთხი ლარია და მისი შემოტანა ძვირი ჯდება, შავი პურის უმეტესობა შეღებილია. უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის 80% კი ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის სახით ილექება სისხლძარღვებში. ამდენად, პური მარგებელი კი არა, მავნებელი გახდა.

პურთან დაკავშირებული აჟიოტაჟი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ლიტვური შავი პურის ფოტოებმა განაპირობა. ორფეროვანი პურის გულის დანახვისას მოსახლეობამ იფიქრა, რომ ლიტვური პური შეღებილია და მისი დამზადების "მაღალი ტექნოლოგიის" შესახებ ცნობები არადამაჯერებელია. ამას მოჰყვა ლიტვური საცხობის საგანგებო განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ ლიტვური პური არ იღებება და წარმოების პროცესში, ცომის საჭრელ-დანადგარში თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროუქტი ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ მომხმარებლის ამაო შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, ლიტვურმა საცხობმა ნებისმიერ კვლევით ცენტრში პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის მზადყოფნა გამოთქვა.

თბილისის პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ლიტვური პურის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან არ სურს მათგან უარყოფითი რეაქცია წამოვიდეს, მაგრამ დაასტურებს, რომ საქართველოში მასობრივად არის შემოტანილი დანამატები. გერმანიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ირანიდან, თურქეთიდან შემოტანილი დანამატები ჩვენს საბაჟოს გაივლის და ამის შემდეგ ყიდიან ამ დანამატებს.

შემდგომში უკვე დანამატებს პურის წარმოების პროცესში იყენებენ და ოფიციალურად დაშვებულ ამ დანამატებს შორის ზოგი ფერმენტირებულია, ნატურალურია, ზოგი კი ჭვავის ფქვილია.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი