Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს
ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს

ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი მუ­რატ ილ­დი­რი­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. "სა­ვაშ ბალ­და­რის" ახა­ლი რჩე­უ­ლი მა­რო­კო­ე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი იმა­ნე ელ­ბა­ნია. იგი 2006 წელს "მის მა­რო­კო" გახ­და, შემ­დეგ კი "მის არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი. მოღ­ვა­წე­ობს ლონ­დონ­ში, ეგ­ვიპ­ტე­სა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ელ­ბა­ნიმ ილ­დი­რიმს თურ­ქეთ­ში ჩა­ა­კი­თხა და პრე­სამ მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოც მო­ი­პო­ვა, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ კოც­ნის მუ­რატ ილ­დი­რი­მი საყ­ვა­რელ ქალს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცნო­ბილ მსა­ხი­ობს პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ (ბურ­ჩინ თერ­ზი­ოღ­ლუს 2014 წელს გა­ე­ყა­რა) ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია, ამი­ტომ მე­დია მო­უთ­მენ­ლად ელო­და მის გვერ­დით ახა­ლი რჩე­უ­ლის გა­მო­ჩე­ნას.

მუ­რატ ილ­დი­რი­მის ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი ნი­ნე­ლი ფუტ­კა­რა­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რის მრჩე­ვე­ლია, ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­დან ულო­ცავს მსა­ხი­ობს და წერს: "ვუ­ლო­ცავ ჩემს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, უნი­ჭი­ე­რეს მსა­ხი­ობს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პი­როვ­ნე­ბას მუ­რატ ილ­დი­რიმს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას. მინ­და, რომ სულ ბედ­ნი­ე­რი იყოს იმა­ნეს­თან ერ­თად".

თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, მუ­რატ ილ­დი­რი­მი ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და სე­რი­ა­ლე­ბით "სიყ­ვა­რუ­ლი და სას­ჯე­ლი" და "ასი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­ვი­და საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბით, იყო ქარ­თუ­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რის წევ­რიც.

ილ­დი­რი­მი თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად 2013 წელს, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ცნო­ბი­ლია, რომ მუ­რა­ტი სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ხარ­ჯავს და გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე იმ ბავ­შვე­ბის მი­მარ­თაა, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს

ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს

ქართველი ქალების გულთამპყრობელი მსახიობი მურატ ილდირიმი შეყვარებულია. "სავაშ ბალდარის" ახალი რჩეული მაროკოელი მოდელი და მსახიობი იმანე ელბანია. იგი 2006 წელს "მის მაროკო" გახდა, შემდეგ კი "მის არაბული სამყაროს" ტიტულის მფლობელი. მოღვაწეობს ლონდონში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.

რამდენიმე დღის წინ ელბანიმ ილდირიმს თურქეთში ჩააკითხა და პრესამ მათი ერთობლივი ფოტოც მოიპოვა, რომელზეც ჩანს, როგორ კოცნის მურატ ილდირიმი საყვარელ ქალს. აღსანიშნავია, რომ ცნობილ მსახიობს პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ (ბურჩინ თერზიოღლუს 2014 წელს გაეყარა) ხანგრძლივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, ამიტომ მედია მოუთმენლად ელოდა მის გვერდით ახალი რჩეულის გამოჩენას.

მურატ ილდირიმის ქართველი მეგობარი ნინელი ფუტკარაძე, რომელიც თბილისის მერის მრჩეველია, ფეისბუქის პირადი გვერდიდან ულოცავს მსახიობს და წერს: "ვულოცავ ჩემს უახლოეს მეგობარს, უნიჭიერეს მსახიობს, არაჩვეულებრივ პიროვნებას მურატ ილდირიმს გაბედნიერებას. მინდა, რომ სულ ბედნიერი იყოს იმანესთან ერთად".

თურქი მსახიობი, მურატ ილდირიმი ქართველმა მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. იგი საქართველოში ცნობილი გახდა სერიალებით "სიყვარული და სასჯელი" და "ასი". მოგვიანებით ის საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა საქველმოქმედო მიზნებით, იყო ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრიც.

ილდირიმი თბილისში პირველად 2013 წელს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა. ცნობილია, რომ მურატი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და განსაკუთრებით მგრძნობიარე იმ ბავშვების მიმართაა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება