პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია" - დათო ჯაყელის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ
"ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია" - დათო ჯაყელის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ

ბა­თუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, დათო ჯა­ყე­ლი "ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ში" გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი რე­ზის მი­მართ, მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ვე­ლი სე­რი­ის შემ­დეგ იზ­რდე­ბო­და. რო­გო­რია ის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, რა მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში, ვინ არის მისი მე­უღ­ლე, რო­გო­რი მა­მაა და რისი ეში­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1984 წლის 10 მარ­ტი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...კოს­მო­ნავ­ტი და მყვინ­თა­ვი. ყვე­ლა­ზე მე­ტად უც­ნა­უ­რი, ამო­უხ­სნე­ლი და აუთ­ვი­სე­ბე­ლი სამ­ყა­რო მი­ზი­დავ­და.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. უარ­ყო­ფით­საც ამ­ბო­ბენ (იცი­ნის). თავ­და­ჭე­რი­ლი, ამა­ვე დროს ემო­ცი­უ­რი და "ფეთ­ქე­ბა­დი" გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბი 10 წუთ­ზე მეტ­ხანს არ მიმყვე­ბა.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...რა­ღა­ცებს აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ცვლი­დი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვანს არა­ფერს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს წარ­სულ­ში მოხ­და, დიდი გაკ­ვე­თი­ლი იყო. ეს ცვლი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბო­და პრო­ფე­სი­ას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს საქ­მე, 17 წლის ასაკ­ში გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ავირ­ჩიე. ზუს­ტად ვიცი, ჩემი სამ­ყა­როა. მგო­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა გან­გე­ბის სა­ჩუ­ქა­რი იყო. ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი დამ­ხვდნენ და ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად აე­წყო. ერთი პე­რი­ო­დი ამ სას­წავ­ლებ­ლი­დან წა­ვე­დი, მაგ­რამ პე­და­გო­გის მო­თხოვ­ნით დავ­ბრუნ­დი.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...გან­გე­ბას და ჩემს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას.

- სე­რი­ა­ლი "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" არის...

- ...ახა­ლი სი­ტყვა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში. მას­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ის ფაქ­ტი, რომ ჩემი პერ­სო­ნით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა, ცხად­ყოფს, რომ რე­ზის როლ­მა პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხა­და. ერთ დღეს კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე და­მი­კავ­შირ­და და შე­მომ­თა­ვა­ზა, შენ­თვის ახა­ლი როლი მაქ­ვსო. მოკ­ლედ მი­ამ­ბო რო­ლის შე­სა­ხებ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. ეს პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლია, სა­დაც დიდი დატ­ვირ­თვით ვი­მუ­შა­ვე. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში ვი­ყა­ვი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" (მა­კას შვი­ლის ქმა­რი), სე­რი­ალ "ტიფ­ლის­ში" კი­ლე­რის როლი მქონ­და...

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მაქვს ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა. მყავს კარ­გი მე­უღ­ლე, ჯან­მრთე­ლი შვი­ლე­ბი. ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია" - დათო ჯაყელის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ

"ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია" - დათო ჯაყელის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, დათო ჯაყელი "ხელოვნურ სუნთქვაში" გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. იდუმალებით მოცული რეზის მიმართ, მაყურებლის ინტერესი ყოველი სერიის შემდეგ იზრდებოდა. როგორია ის რეალურ ცხოვრებაში, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, ვინ არის მისი მეუღლე, როგორი მამაა და რისი ეშინია ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 10 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი და მყვინთავი. ყველაზე მეტად უცნაური, ამოუხსნელი და აუთვისებელი სამყარო მიზიდავდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ნიჭიერი მსახიობი და ურთიერთობაში ძალიან თბილი ადამიანი ვარ. უარყოფითსაც ამბობენ (იცინის). თავდაჭერილი, ამავე დროს ემოციური და "ფეთქებადი" გახლავართ, მაგრამ ემოციები 10 წუთზე მეტხანს არ მიმყვება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...რაღაცებს აუცილებლად შევცვლიდი, მაგრამ მნიშვნელოვანს არაფერს. ყველაფერი, რაც ჩემს წარსულში მოხდა, დიდი გაკვეთილი იყო. ეს ცვლილება არ შეეხებოდა პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე, 17 წლის ასაკში გაუცნობიერებლად ავირჩიე. ზუსტად ვიცი, ჩემი სამყაროა. მგონია, რომ მსახიობობა განგების საჩუქარი იყო. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში შემთხვევით მოვხვდი. იქ არაჩვეულებრივი პედაგოგები დამხვდნენ და ყველაფერი მარტივად აეწყო. ერთი პერიოდი ამ სასწავლებლიდან წავედი, მაგრამ პედაგოგის მოთხოვნით დავბრუნდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...განგებას და ჩემს შრომისმოყვარეობას.

- სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" არის...

- ...ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მასზე ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობენ. ის ფაქტი, რომ ჩემი პერსონით ბევრი ადამიანი ინტერესდება, ცხადყოფს, რომ რეზის როლმა პოპულარული გამხადა. ერთ დღეს კასტინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და შემომთავაზა, შენთვის ახალი როლი მაქვსო. მოკლედ მიამბო როლის შესახებ. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. ეს პირველი სერიალია, სადაც დიდი დატვირთვით ვიმუშავე. მანამდე რამდენიმე სერიაში ვიყავი "ჩემი ცოლის დაქალებში" (მაკას შვილის ქმარი), სერიალ "ტიფლისში" კილერის როლი მქონდა...

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მაქვს ყველაფერი ის, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება. მყავს კარგი მეუღლე, ჯანმრთელი შვილები. ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება