მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირი აქვს მაია ფანჯიკიძეს შვეიცარელ მწერალ მაქს ფრიშთან და რა სასიხარულო ამბავს იტყობინება ნათია ფანჯიკიძე
რა კავშირი აქვს მაია ფანჯიკიძეს შვეიცარელ მწერალ მაქს ფრიშთან და რა სასიხარულო ამბავს იტყობინება ნათია ფანჯიკიძე

"ჩემი ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფსი­ქო­ლო­გი, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, - მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ავ­ტორს, შვე­ი­ცა­რელ მწე­რალს, მაქს ფრიშს და დე­და­ჩემს დიდი მე­გობ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჰქონ­დათ, უგ­ზავ­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლებს, ფო­ტო­ებს, წიგ­ნებს, მსჯე­ლობ­დნენ... რა უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თის ქა­ლია დე­და­ჩე­მი, - ამ­ხე­ლა შე­მოქ­მე­დიც კი ვერ ახ­დენ­და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნას. მაქს ფრიშს უნ­დო­და, და­ლის ეთარ­გმნა "შტი­ლე­რი", თვლი­და, ეს წიგ­ნია ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი და მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლიო. და­ლიმ თარ­გმნა "ჰომო ფა­ბე­რი", "ვიქ­ნე­ბი თუნ­დაც გან­ტენ­ბა­ი­ნი", მოკ­ლედ თარ­გმნა თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, გარ­და "შტი­ლე­რი­სა". დიდი ხნის წინ, როცა ეს ავ­ტო­რი პირ­ვე­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლით შე­მიყ­ვარ­და, მას მერე და მი­თუ­მე­ტეს მას შემ­დეგ, რაც მაქს ფრი­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ვეხ­ვე­წე­ბო­დი დე­და­ჩემს, შტი­ლე­რი თარ­გმნე, ამ სურ­ვილს რო­გორ არ უს­რუ­ლებ, თა­ნაც ასე მგო­ნია, რომ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის "სა­კუთ­რე­ბაა-მეთ­ქი". ხოდა, აი, გა­ვი­და ამ­დე­ნი წელი, და­ლის დღემ­დე ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი მისი უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თის გამო ფრი­შის გუ­ლის­ტკე­ნას.. . კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, არ უნდა შე­წყვი­ტო ნატ­ვრა, არ უნდა შე­ა­ჩე­რო ფიქ­რი.. . ჩემი და ფრი­შის დიდ სურ­ვილს ჩემი და ას­რუ­ლებს, - მა­ი­ამ და­ი­წყო "შტი­ლე­რის" თარ­გმნა. ამ სა­ო­ცარ წიგნს მკი­თხვე­ლე­ბი მი­ი­ღებთ მაქ­სი­მუმ ერთ წე­ლი­წად­ში. კი­დევ ერთი ბრი­ლი­ან­ტი და­ი­წყებს სუნ­თქვას ქარ­თულ ენა­ზე. ფო­ტო­ებ­ში ფრი­შის სხვა­დას­ხვა წლის ხელ­ნა­წერს და და­ლის არ­ქი­ვი­დან წე­რილს ვაქ­ვეყ­ნებ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა კავშირი აქვს მაია ფანჯიკიძეს შვეიცარელ მწერალ მაქს ფრიშთან და რა სასიხარულო ამბავს იტყობინება ნათია ფანჯიკიძე

რა კავშირი აქვს მაია ფანჯიკიძეს შვეიცარელ მწერალ მაქს ფრიშთან და რა სასიხარულო ამბავს იტყობინება ნათია ფანჯიკიძე

"ჩემი ძალიან დიდი სიხარული მინდა გაგიზიაროთ", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, - მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორს, შვეიცარელ მწერალს, მაქს ფრიშს და დედაჩემს დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა ჰქონდათ, უგზავნიდნენ ერთმანეთს წერილებს, ფოტოებს, წიგნებს, მსჯელობდნენ... რა უცნაური ხასიათის ქალია დედაჩემი, - ამხელა შემოქმედიც კი ვერ ახდენდა მის გადაწყვეტილებებზე გავლენას. მაქს ფრიშს უნდოდა, დალის ეთარგმნა "შტილერი", თვლიდა, ეს წიგნია ჩემი შემოქმედების გვირგვინი და მთავარი სათქმელიო. დალიმ თარგმნა "ჰომო ფაბერი", "ვიქნები თუნდაც განტენბაინი", მოკლედ თარგმნა თითქმის ყველაფერი, გარდა "შტილერისა". დიდი ხნის წინ, როცა ეს ავტორი პირველად აღმოვაჩინე და ყველაზე ნამდვილი სიყვარულით შემიყვარდა, მას მერე და მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მაქს ფრიში გარდაიცვალა, ვეხვეწებოდი დედაჩემს, შტილერი თარგმნე, ამ სურვილს როგორ არ უსრულებ, თანაც ასე მგონია, რომ ეს ნაწარმოები ჩვენი ოჯახის "საკუთრებაა-მეთქი". ხოდა, აი, გავიდა ამდენი წელი, დალის დღემდე ვსაყვედურობდი მისი უცნაური ხასიათის გამო ფრიშის გულისტკენას.. . კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არ უნდა შეწყვიტო ნატვრა, არ უნდა შეაჩერო ფიქრი.. . ჩემი და ფრიშის დიდ სურვილს ჩემი და ასრულებს, - მაიამ დაიწყო "შტილერის" თარგმნა. ამ საოცარ წიგნს მკითხველები მიიღებთ მაქსიმუმ ერთ წელიწადში. კიდევ ერთი ბრილიანტი დაიწყებს სუნთქვას ქართულ ენაზე. ფოტოებში ფრიშის სხვადასხვა წლის ხელნაწერს და დალის არქივიდან წერილს ვაქვეყნებ".

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს