პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ!" - ლელა კაკულია აშშ-ის სათავეში ქალი პრეზიდენტის გარდაუვალ მოსვლას წინასწარმეტყველებს
"იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ!" - ლელა კაკულია აშშ-ის სათავეში ქალი პრეზიდენტის გარდაუვალ მოსვლას წინასწარმეტყველებს

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვლავ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და მო­მა­ვალ­ში ქალი კან­დი­და­ტის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს:

"მე­გობ­რე­ბო, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით, ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა დო­ნალდ ტრამპზე 200 ათა­სი ხმით მეტი მი­ი­ღო, თუმ­ცა, ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის და­ახ­ლო­ე­ბით ორას­წლი­ა­ნი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ბო­ლოო შე­დე­გი ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ამ გან­სა­ზღვრა - გა­მარ­ჯვე­ბა დო­ნალდ ტრამპს მი­ა­ნი­ჭა.

ასე­თი რამ ბოლო ათწლე­ულ­ში უკვე მო­რედ მოხ­და: პირ­ვე­ლად მსგავს ფაქტს ბა­რაქ ობა­მას მე­ო­რე ვა­დით არ­ჩევ­ნე­ბი­სას ჰქონ­და ად­გი­ლი, რო­დე­საც მიტ რომ­ნიმ მას მთე­ლი ერთი მი­ლი­ო­ნით მეტი ხმით მო­უ­გო, მაგ­რამ ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ამ მა­შინ უპი­რა­ტე­სო­ბა ისევ ობა­მას მი­ა­ნი­ჭა.

სწო­რედ მა­შინ ქალ­ბა­ტონ­მა ლელა კა­კუ­ლი­ამ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ასე­თი რამ ისევ გან­მე­ორ­დე­ბო­და და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი უკვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი და მარ­თლაც არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შეც­ვლას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კას წინ აქვს - ისე­ვე რო­გორც წინ აქვს ქალი პრე­ზი­დენ­ტის უცი­ლობ­ლად მოს­ვლა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში.

ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს ქალი-პრე­ზი­დენ­ტის თა­ო­ბა­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი­დან:

2007 წელი, 17 თე­ბერ­ვა­ლი.

ამე­რი­კე­ლი ქალი-პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან ფი­ცხია და კა­პა­სი. სან­დო­მი­ა­ნი, სი­კე­თით სავ­სე იერი და ფერი აქვს სა­ხე­ზე, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად - მტრის კარს! შე­უ­პო­ვა­რია, შეც­დო­მებს არა­ვის პა­ტი­ობს და უკან არ იხევს. იგი მუს­ლი­მე­ბის რის­ხვაა, ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში.

…რაც ბუშ­მა და­ი­წყო, ქალი-პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან ელე­გან­ტუ­რად და მომ­ხიბ­ვლე­ლად, მაგ­რამ სას­ტი­კად და­ამ­თავ­რებს - მუს­ლი­მებ­თან დიდ პო­ლი­ტი­კურ თა­მაშს. ასე­თი რამ "დე­მოკ­რა­ტებს" არ ახ­სოვთ.

ქალი-პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­თვის გა­მოძ­ვრე­ბა ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ოს­ტა­ტუ­რად მო­იხ­მარს ქა­ლურ ვი­თომ­და სი­სუს­ტე­ებს.

სა­ო­ცა­რია, რა­საც ვხე­დავ. ამე­რი­კა კრი­ზი­სი­დან ძვრე­ბა ქა­ლის ჭკუ­ის მეშ­ვე­ო­ბით. სა­ნამ აღ­მო­სავ­ლე­თი აზ­რზე მოვა, ანუ მუს­ლი­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა ქალი-პრე­ზი­დენ­ტის გა­მარ­ჯვე­ბით. იგი ისე და­არ­ტყამს ირანს, რომ მათ ბუში მო­ე­ნატ­რე­ბათ!

ქალ-პრე­ზი­დენტს ოჯა­ხის წევ­რი გარ­და­ეც­ვლე­ბა და ეს მას ძა­ლი­ან მო­ტეხს. ჩა­მოწ­ვე­ბა დიდი სი­ჩუ­მე, მაგ­რამ იგი სწრა­ფად წა­მოდ­გე­ბა ფეხ­ზე და იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბე­ლი.

2008 წელი, 20 იან­ვა­რი, ღა­მის 12 სა­ა­თი, ურე­კი.

ამე­რი­კე­ლებს ქალი პრე­ზი­დენ­ტი არ მო­წონთ. "იმი­ტომ, რომ ქა­ლია", - ასე ხსნის ხალ­ხი, მაგ­რამ დიდი ნა­წი­ლი მა­ინც მი­ემ­ხრო­ბა ქალ-პრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის - ქმრის იმე­დი აქვს; მისი იმე­დი აქვს ამე­რი­კელ ხალ­ხსაც. მარ­თა­ლიც არის. ვხე­დავ, რო­გორ უჯე­რებს მე­უღ­ლის რჩე­ვებს ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მო­დი­ან "დე­მოკ­რა­ტე­ბი" და ამას ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს.

2013 წელი, 24 მარ­ტი, თბი­ლი­სი.

სხვა­თა შო­რის, მო­მა­ვალ­ში აშშ პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭს ისევ ქალი იყ­რის და პრე­ზი­დენ­ტად აუ­ცი­ლებ­ლად მოვა ქალი. ქალი უფრო ძლი­ე­რია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ!" - ლელა კაკულია აშშ-ის სათავეში ქალი პრეზიდენტის გარდაუვალ მოსვლას წინასწარმეტყველებს

"იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ!" - ლელა კაკულია აშშ-ის სათავეში ქალი პრეზიდენტის გარდაუვალ მოსვლას წინასწარმეტყველებს

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში კვლავ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და მომავალში ქალი კანდიდატის გაპრეზიდენტებას წინასწარმეტყველებს:

"მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპზე 200 ათასი ხმით მეტი მიიღო, თუმცა, ქვეყნის საარჩევნო სისტემის დაახლოებით ორასწლიანი ტრადიციის თანახმად, საბოლოო შედეგი ამომრჩეველთა კოლეგიამ განსაზღვრა - გამარჯვება დონალდ ტრამპს მიანიჭა.

ასეთი რამ ბოლო ათწლეულში უკვე მორედ მოხდა: პირველად მსგავს ფაქტს ბარაქ ობამას მეორე ვადით არჩევნებისას ჰქონდა ადგილი, როდესაც მიტ რომნიმ მას მთელი ერთი მილიონით მეტი ხმით მოუგო, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიამ მაშინ უპირატესობა ისევ ობამას მიანიჭა.

სწორედ მაშინ ქალბატონმა ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი რამ ისევ განმეორდებოდა და ამერიკელი ხალხი უკვე კატეგორიულად მოითხოვდა დაძველებული და მართლაც არადემოკრატიული საარჩევნო სისტემის შეცვლას. ეს ყველაფერი ამერიკას წინ აქვს - ისევე როგორც წინ აქვს ქალი პრეზიდენტის უცილობლად მოსვლა ქვეყნის სათავეში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ქალი-პრეზიდენტის თაობაზე ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებებიდან:

2007 წელი, 17 თებერვალი.

ამერიკელი ქალი-პრეზიდენტი ძალიან ფიცხია და კაპასი. სანდომიანი, სიკეთით სავსე იერი და ფერი აქვს სახეზე, მაგრამ შინაგანად - მტრის კარს! შეუპოვარია, შეცდომებს არავის პატიობს და უკან არ იხევს. იგი მუსლიმების რისხვაა, ვხედავ, მომავალში.

…რაც ბუშმა დაიწყო, ქალი-პრეზიდენტი ძალიან ელეგანტურად და მომხიბვლელად, მაგრამ სასტიკად დაამთავრებს - მუსლიმებთან დიდ პოლიტიკურ თამაშს. ასეთი რამ "დემოკრატებს" არ ახსოვთ.

ქალი-პრეზიდენტი ყოველთვის გამოძვრება ურთულესი მდგომარეობიდან, ოსტატურად მოიხმარს ქალურ ვითომდა სისუსტეებს.

საოცარია, რასაც ვხედავ. ამერიკა კრიზისიდან ძვრება ქალის ჭკუის მეშვეობით. სანამ აღმოსავლეთი აზრზე მოვა, ანუ მუსლიმები, ყველაფერი დამთავრდება ქალი-პრეზიდენტის გამარჯვებით. იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ!

ქალ-პრეზიდენტს ოჯახის წევრი გარდაეცვლება და ეს მას ძალიან მოტეხს. ჩამოწვება დიდი სიჩუმე, მაგრამ იგი სწრაფად წამოდგება ფეხზე და იქნება ძალიან დაუნდობელი.

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

ამერიკელებს ქალი პრეზიდენტი არ მოწონთ. "იმიტომ, რომ ქალია", - ასე ხსნის ხალხი, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მიემხრობა ქალ-პრეზიდენტს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის - ქმრის იმედი აქვს; მისი იმედი აქვს ამერიკელ ხალხსაც. მართალიც არის. ვხედავ, როგორ უჯერებს მეუღლის რჩევებს ქალბატონი პრეზიდენტი. ეს ძალიან რთული პერიოდები იქნება, მაგრამ მოდიან "დემოკრატები" და ამას ვერავინ შეაჩერებს.

2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.

სხვათა შორის, მომავალში აშშ პრეზიდენტობაზე კენჭს ისევ ქალი იყრის და პრეზიდენტად აუცილებლად მოვა ქალი. ქალი უფრო ძლიერია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები ექნება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს