მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ გულის პრობლემები გაქვთ
6 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ გულის პრობლემები გაქვთ

კარ­დი­ო­ლო­გი ჯონ ერ­ვი­ნი, რო­მე­ლიც ტე­ხა­სის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში მუ­შა­ობს, იმ 6 სიმპტომ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თებ­დეს, რომ თქვენს გულს პრობ­ლე­მე­ბი აქვს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ ექიმს:

სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია

ბევ­რს ჰგო­ნია, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მაგ­რამ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცებ­ში, ეს არ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნი­შა­ნია. არ­ტე­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დროს რთუ­ლია ერექ­ცი­ის მიღ­წე­ვა და მით უმე­ტეს, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ქა­ლებ­ში ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა მე­ნო­პა­უ­ზის დად­გო­მის სიგ­ნა­ლია.

ხვრინ­ვა ან ძი­ლის დროს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ხვრინ­ვა შე­საძ­ლოა, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნი იყოს. ძი­ლის დროს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის შე­ტე­ვის რისკს ზრდის.

პი­რის ღრუს გა­მოშ­რო­ბა, სის­ხლდე­ნა და ღრძი­ლე­ბის და­სი­ე­ბა

გა­სი­ე­ბუ­ლი ღრძი­ლე­ბი პა­რო­დონ­ტი­ტის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ღრძი­ლებს აზი­ა­ნებს და შე­უძ­ლია ყბა გა­ა­ნად­გუ­როს. ამას­თან, პა­რო­დონ­ტიტ­მა შე­იძ­ლე­ბა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა და გუ­ლის შე­ტე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მხრის ან კის­რის შე­კუმ­შვა ან ტკი­ვი­ლი

ბევ­რი ამ­ბობს, რომ გუ­ლის შე­ტე­ვი­სას გრძნო­ბენ "სპი­ლოს და­ბი­ჯე­ბას მკერ­დზე", ზოგი კი "მკლავ­ში მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბას". ესაა კლა­სი­კუ­რი მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი გუ­ლის შე­ტე­ვის წინ. ხში­რად გუ­ლის შე­ტე­ვის წინ კის­რის, ყბის და მხრის არე­ში ტკი­ვილს, შე­კუმ­შვას ან ზე­წო­ლას გრძნო­ბენ.

და­სი­ე­ბუ­ლი ფე­ხე­ბი

ფე­ხე­ბი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა და­გი­სივ­დეთ, სი­ცხი­თაც კი. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ეს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ბრა­ლი იყოს.

საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის აშ­ლი­ლო­ბა და გულძ­მარ­ვა

ეს სიმპტო­მე­ბი ბევ­რს ახა­სი­ა­თებს და იშ­ვი­ა­თად ით­ვლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზად. თუმ­ცა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში წვი­სა და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა მუც­ლის ღრუს ზედა ნა­წილ­ში შე­საძ­ლოა, გუ­ლის შე­ტე­ვის ნი­შა­ნი იყოს. ამას­თან, კუჭ­ნაწ­ლა­ვის გა­მუდ­მე­ბუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, შე­საძ­ლოა გუ­ლის შე­ტე­ვის წინა სიმპტო­მი გახ­დეს. თუ ეს სიმპტო­მე­ბი გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბას­თან, ოფ­ლი­ა­ნო­ბა­სა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბას­თან არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმს მი­მარ­თოთ მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

6 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ გულის პრობლემები გაქვთ

6 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ გულის პრობლემები გაქვთ

კარდიოლოგი ჯონ ერვინი, რომელიც ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში მუშაობს, იმ 6 სიმპტომზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ თქვენს გულს პრობლემები აქვს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

სექსუალური დისფუნქცია

ბევრს ჰგონია, რომ სექსუალური დისფუნქცია რეპროდუქციული ორგანოებით არის განპირობებული. მაგრამ, განსაკუთრებით მამაკაცებში, ეს არტერიული დაავადების ნიშანია. არტერიული პრობლემების დროს რთულია ერექციის მიღწევა და მით უმეტეს, შენარჩუნება. ქალებში ლიბიდოს დაქვეითება მენოპაუზის დადგომის სიგნალია.

ხვრინვა ან ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა

ექიმების განცხადებით, ხვრინვა შესაძლოა, გულის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა ფსიქოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული, რომელიც გულის შეტევის რისკს ზრდის.

პირის ღრუს გამოშრობა, სისხლდენა და ღრძილების დასიება

გასიებული ღრძილები პაროდონტიტის მანიშნებელია. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც ღრძილებს აზიანებს და შეუძლია ყბა გაანადგუროს. ამასთან, პაროდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს.

მხრის ან კისრის შეკუმშვა ან ტკივილი

ბევრი ამბობს, რომ გულის შეტევისას გრძნობენ "სპილოს დაბიჯებას მკერდზე", ზოგი კი "მკლავში მოჭერის შეგრძნებას". ესაა კლასიკური მანიშნებლები გულის შეტევის წინ. ხშირად გულის შეტევის წინ კისრის, ყბის და მხრის არეში ტკივილს, შეკუმშვას ან ზეწოლას გრძნობენ.

დასიებული ფეხები

ფეხები მრავალი მიზეზით შეიძლება დაგისივდეთ, სიცხითაც კი. თუმცა, შესაძლოა, ეს გულის უკმარისობის ბრალი იყოს. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა და გულძმარვა

ეს სიმპტომები ბევრს ახასიათებს და იშვიათად ითვლება სერიოზული შეშფოთების მიზეზად. თუმცა, ზოგ შემთხვევაში წვისა და ტკივილის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში შესაძლოა, გულის შეტევის ნიშანი იყოს. ამასთან, კუჭნაწლავის გამუდმებული აშლილობა, შესაძლოა გულის შეტევის წინა სიმპტომი გახდეს. თუ ეს სიმპტომები გულის რევის შეგრძნებასთან, ოფლიანობასა და სუნთქვის უკმარისობასთან არის გაერთიანებული, აუცილებელია ექიმს მიმართოთ მიზეზის დასადგენად.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს