პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერს ქართველი სამხედროების სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერს ქართველი სამხედროების სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­სა და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერს შო­რის დღეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, სა­უბ­რის და­სა­წყის­ში, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ავ­ღა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ზე მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბის დროს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცის გამო.

"ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს მი­მართ, რო­მე­ლებ­მაც თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა და სა­კონ­სუ­ლოს ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩე­ნა უზ­რუნ­ველ­ყვეს. თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ მტკი­ცე კავ­შირს. სა­უბ­რის დროს, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მის პო­ლი­ტი­კურ გუნდს სა­პარ­ლა­მენ­ტო არჩვე­ნებ­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა. მან­ვე, პრე­მი­ერს, მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა და გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა. სა­უ­ბა­რი ასე­ვე შე­ე­ხო, ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის დრო­უ­ლად ამოქ­მე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რის თქმით, იგი არ და­ი­შუ­რებს ძა­ლის­ხმე­ვას, რათა ეს სა­კი­თხი დრო­უ­ლად გა­და­წყდეს. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს, მხა­რე­ებ­მა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მი­მო­ი­ხი­ლეს და სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ას შო­რის სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს", - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერს ქართველი სამხედროების სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერს ქართველი სამხედროების სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გერმანელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ავღანეთში, გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო.

"ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლიერება გამოხატა, თითოეული ქართველი სამხედროს მიმართ, რომელებმაც თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა უზრუნველყვეს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს. საუბრის დროს, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო არჩვენებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. მანვე, პრემიერს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობას, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობას. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს", - ნათქვამია პრესრელიზში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."