მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი
ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი

ფიჭვნა­რი წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ახ­დენს სამ­კურ­ნა­ლო და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ გავ­ლე­ნას ჩვენს ორ­გა­ნიზ­მზე. აქ ჰა­ე­რი ყო­ველ­თვის სურ­ნე­ლო­ვა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე და სუფ­თაა და სუნ­თქვაც ერ­თი­ო­რად გვი­ად­ვილ­დე­ბა. ფიჭვნარ­ში სე­ირ­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მათ­თვის, ვი­საც სა­სუნ­თქი სის­ტე­მის რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებს. სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს მცე­ნა­რის კვირ­ტებ­საც, ფის­საც, წიწ­ვებ­საც და მტვერ­საც.

ფიჭ­ვის ღირ­სე­ბებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში სცე­მენ თაყ­ვანს. ჩი­ნეთ­სა და ია­პო­ნი­ა­ში ეს ხე მა­რა­დი­უ­ლო­ბი­სა და დღეგ­რძე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა, მცი­რე აზი­ა­ში - უკ­ვდა­ვე­ბის და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა, ფი­ნეთ­ში - სი­ცო­ცხლი­სა, კო­რე­ე­ლე­ბის­თვის კი ის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­სა და ერ­თგუ­ლე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ფიჭვს უნი­ვერ­სა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. მისი კვირ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ პრე­პა­რა­ტებს შარ­დმდე­ნი, ოფ­ლმდე­ნი, ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი და მა­დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი ახა­სი­ა­თებს, ამი­ტო­მაც მათ ხში­რად იყე­ნე­ბენ ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. გურ­მა­ნე­ბი ფიჭ­ვის ნორ­ჩი ყლორ­ტე­ბის­გან მუ­რა­ბა­საც ხარ­შა­ვენ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი სა­სუსნა­ვი კი არ არის, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი სხვა და­ა­ვა­დე­ბის წა­მა­ლიც გახ­ლავთ.

ფიჭ­ვის კვირ­ტე­ბი

ფიჭ­ვის კვირ­ტე­ბის ნა­ყე­ნი ძალ­ზე მარ­გე­ბე­ლია ბრონ­ქი­ტის, პნევ­მო­ნი­ის, რევ­მა­ტიზ­მის, სახ­სრე­ბის, თირკმე­ლე­ბის, შარ­დი­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბა­თა დროს. ნა­ყე­ნი ასე მზად­დე­ბა:

აი­ღეთ ერთი სა­დი­ლის კოვ­ზი კვირ­ტი, ჩა­ყა­რეთ მო­მი­ნან­ქრე­ბულ ქვაბ­ში, და­ას­ხით ერთი ჩაის ჭიქა მდუ­ღა­რე წყა­ლი და ჰერ­მე­ტუ­ლად და­ა­ხუ­რეთ სა­ხუ­რა­ვი, შემ­დეგ 30 წუ­თით ჩად­გით ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ში და 15 წუ­თით გა­ა­ჩე­რეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. შეგ­რი­ლე­ბუ­ლი ნა­ყე­ნი დოლ­ბან­დში ან სა­წურ­ში გა­წუ­რეთ და სა­წყის მო­ცუ­ლო­ბამ­დე შე­ავ­სეთ მდუ­ღა­რე წყლით. სვით დღე­ში 2-3-ჯერ, ჭა­მის შემ­დეგ, ნა­ხე­ვა­რი ან მე­სა­მე­დი ჭიქა.

კვირ­ტე­ბის ნა­ხარშს სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციოდ და სავ­ლე­ბად იყე­ნე­ბენ ანგი­ნისა და ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ან­თე­ბის დროს, სპირ­ტი­ან ნა­ყენს კი - ან­ტი­სეპ­ტი­კურ, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ და ზო­გად­გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად. ის უე­ბა­რი წა­მა­ლია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზუ­რი პა­თო­ლო­გი­ის დრო­საც. ფიჭ­ვის კვირ­ტე­ბის­გან (ხის სხ­ვა ნა­წი­ლებ­თან ერ­თად) ამ­ზად­ე­ბენ სამ­კურ­ნა­ლო აბა­ზა­ნებს, რო­მლე­ბიც ნერ­ვულ სის­ტე­მას ამშ­­ვ­იდებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი

ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი

ფიჭვნარი წელიწადის ნებისმიერ დროს ახდენს სამკურნალო და გამაჯანსაღებელ გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. აქ ჰაერი ყოველთვის სურნელოვანი, გამჭვირვალე და სუფთაა და სუნთქვაც ერთიორად გვიადვილდება. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის რომელიმე დაავადება აწუხებს. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის კვირტებსაც, ფისსაც, წიწვებსაც და მტვერსაც.

ფიჭვის ღირსებებს მთელ მსოფლიოში სცემენ თაყვანს. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ხე მარადიულობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა, მცირე აზიაში - უკვდავების და ნაყოფიერებისა, ფინეთში - სიცოცხლისა, კორეელებისთვის კი ის პრინციპულობასა და ერთგულებას განასახიერებს. ფიჭვს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მისი კვირტებისგან დამზადებულ პრეპარატებს შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი ეფექტი ახასიათებს, ამიტომაც მათ ხშირად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გურმანები ფიჭვის ნორჩი ყლორტებისგან მურაბასაც ხარშავენ, რომელიც მხოლოდ გემრიელი სასუსნავი კი არ არის, ფილტვების ანთებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წამალიც გახლავთ.

ფიჭვის კვირტები

ფიჭვის კვირტების ნაყენი ძალზე მარგებელია ბრონქიტის, პნევმონიის, რევმატიზმის, სახსრების, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს. ნაყენი ასე მზადდება:

აიღეთ ერთი სადილის კოვზი კვირტი, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჰერმეტულად დაახურეთ სახურავი, შემდეგ 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში და 15 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შეგრილებული ნაყენი დოლბანდში ან საწურში გაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. სვით დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ნახევარი ან მესამედი ჭიქა.

კვირტების ნახარშს საინჰალა­ციოდ და სავლებად იყენებენ ანგი­ნისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, სპირტიან ნაყენს კი - ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად. ის უებარი წამალია ტუბერკულოზური პათოლოგიის დროსაც. ფიჭვის კვირტებისგან (ხის სხ­ვა ნაწილებთან ერთად) ამზად­ე­ბენ სამკურნალო აბაზანებს, რო­მლებიც ნერვულ სისტემას ამშ­­ვ­იდებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს