პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო თამაში, ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება" - განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე
"ეს იყო თამაში, ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება" - განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას მო­საზ­რე­ბით, თბი­ლი­სის 56-ე სა­ბავ­შვო ბაღ­ში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა წარ­მოდ­გე­ნა-თა­მა­ში იყო, - ამის შე­სა­ხებ ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ეს რი­ტუ­ა­ლი არ იყო. ეს იყო წარ­მოდ­გე­ნა, თა­მა­ში. თქვენ ყვე­ლას, ვფიქ­რობ, ბავ­შვო­ბა­ში გი­თა­მა­ში­ათ ბევ­რნა­ი­რი თა­მა­ში. ახა­ლი კა­ნო­ნით მო­მა­ვა­ლი წლი­დან ჩვენ უნდა შევ­ქმნათ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, თუმ­ცა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა არ არის გა­რან­ტია. პე­და­გო­გი იმი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მან უნდა გა­და­წყვი­ტოს მისი ბავ­შვე­ბის­თვის რა არის სწო­რი და რა არას­წო­რი. თუ ვინ­მე და­არ­ღვევს ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ბავ­შვებს, ის უნდა და­ი­სა­ჯოს ძა­ლი­ან მკაც­რად, მაგ­რამ მე არ მგო­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­და საქ­მე. თუმ­ცა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხალ­ხი გა­არ­კვევს, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. ვფიქ­რობ, ჩვენ­მა ბავ­შვებ­მა უნდა ითა­მა­შონ, უნდა შე­ი­მეც­ნონ ცხოვ­რე­ბა და პი­რა­დად მე არ ვი­ზი­ა­რებ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რომ სკან­და­ლად და უბე­დუ­რე­ბად გა­და­ვაქ­ცი­ოთ", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს პა­სუ­ხი ვი­დე­ო­ზე, რო­მელ­საც მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - "აღ­მზრდელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა აღ­საზ­რდე­ლე­ბის თხოვ­ნა"

"მშობ­ლე­ბიც და ბავ­შვე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ" - რას ამ­ბობს ბა­ღის დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის აღ­საზ­რდე­ლებ­საც "ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­დეს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს იყო თამაში, ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება" - განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე

"ეს იყო თამაში, ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება" - განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მოსაზრებით, თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში გამართული ღონისძიება წარმოდგენა-თამაში იყო, - ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის წილით დაინტერესდნენ.

იხილეთ ვიდეო

"ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში. თქვენ ყველას, ვფიქრობ, ბავშვობაში გითამაშიათ ბევრნაირი თამაში. ახალი კანონით მომავალი წლიდან ჩვენ უნდა შევქმნათ სასწავლო პროგრამა, თუმცა, სასწავლო პროგრამა არ არის გარანტია. პედაგოგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს მისი ბავშვებისთვის რა არის სწორი და რა არასწორი. თუ ვინმე დაარღვევს ბავშვების უფლებებს, ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, ის უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. თუმცა კომპეტენტური ხალხი გაარკვევს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება და პირადად მე არ ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ სკანდალად და უბედურებად გადავაქციოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ასევე წაიკითხეთ: ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი