მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბორჯღალოსნები" VS "საკურა" - 12 ნოემბერს, შევასრულებთ გამარჯვების ჰიმნს
"ბორჯღალოსნები" VS "საკურა" - 12 ნოემბერს, შევასრულებთ გამარჯვების ჰიმნს

შა­ბათს დიდი დღეა, ძა­ლი­ან დიდი და ეს ასეა ყო­ველ­თვის, როცა მო­ე­დან­ზე "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" გა­დი­ან. კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც შე­უძ­ლი­ათ და ბო­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად შე­დე­გი­სა, თა­ვა­წე­უ­ლე­ბი ტო­ვე­ბენ სტა­დი­ო­ნის. არა­ვის ახ­სოვს,ერთი ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბეც კი ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც და­ე­ზო­გოს თავი. როცა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კვართს იც­მე­ვენ, იცი­ან მისი ფასი და რაც მთა­ვა­რია, ღირ­სე­ბა.

შა­ბათს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სრუ­ლი­ად ახა­ლი ფურ­ცე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს. ია­პო­ნი­ას­თან მო­გე­ბით, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში მე­ა­თე ად­გილ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლებთ, ეს მა­შინ როცა ათი წლის წინ, ია­პო­ნი­ას­თან თა­მა­შიც კი, ოც­ნე­ბის სფე­რო იყო.

ია­პო­ნია რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია, 2015 წლის მსოფ­ლი­ოს თას­ზეც დამ­ტკიც­და, სა­დაც "სა­კუ­რებ­მა" (ია­პო­ნელ­თა მეტ­სა­ხე­ლია), სამ­ხრეთ აფ­რი­კის უძ­ლი­ე­რე­სი ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხეს. მას მერე გუნდში თა­ო­ბა­თა ცვლის პრო­ცე­სი და­ი­წყეს და ჩვენ­თა­ნაც რამ­დე­ნი­მე დე­ბი­უ­ტან­ტით ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ გვაძ­ლევს არ­ხე­ი­ნად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას, რად­გან ია­პო­ნი­ის ნაკ­რებ­ში, თუ მოხ­ვდი, თუნ­დაც დე­ბი­უ­ტან­ტი იყო, უკვე უძ­ლი­ე­რე­სი ხარ.

ივ­ნის­ში, ოკე­ა­ნე­თის ტეს­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მაშ­მა, მსოფ­ლიო რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ზე­ლან­დი­ის­თვის და სხვა ბო­ბო­ლე­ბის­თი­საც უხერ­ხულ მე­ტო­ქე­ებს ტონ­გას და ფიჯს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე ვძლი­ეთ, ხოლო სა­მო­ას­თან ფრედ და­ვას­რუ­ლეთ თა­მა­ში (არა­და იქაც მო­გე­ბა შეგ­ვეძ­ლო). ბუ­ნებ­რი­ვა, ამ უდი­დეს­მა წარ­მა­ტე­ბამ თა­მა­სა ძა­ლი­ან მაღ­ლა ას­წია და ახლა, ნო­ემ­ბრის ტეს­ტებ­ზე სა­მი­დან ორი (ია­პო­ნია და სა­მოა), უას­თუ­ოდ უნდა მო­ვი­გოთ, ხოლო 26 ნო­ემ­ბერს, შოტ­ლან­დი­ა­ში ისე უნდა ვი­თა­მა­შოთ, რომ ბევ­რისმნახ­ვე­ლი შოტ­ლან­დი­ე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­ტო­ვოთ და ჩვე­ნი თა­მა­შით, კი­დევ ერთხელ ხმა­უ­რი­ა­ნად და­ვა­კა­კუ­ნოთ ექ­ვსი ერის კარ­ზე.

ივ­ნი­სის ტეს­ტე­ბის და "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" თავ­და­დე­ბუ­ლი თა­მა­შის შე­დე­გია ისიც, რომ მატ­ჩამ­დე ორი დღით ადრე, ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია. შა­ბათს მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნი პირ­თამ­დე სავ­სე იქ­ნე­ბა. ჩვენ გვიყ­ვარს რაგ­ბი და მე­თექ­ვსმე­ტე მო­თა­მა­შედ ყოფ­ნა, შა­ბათ­საც ისე­თი მე­თექ­ვსმე­ტე­ე­ბი ვიქ­ნე­ბით, რომ სა­მუ­რა­ე­ბის შთა­მო­მავ­ლებ­საც შე­ვაძ­რწუ­ნებთ.

ყვე­ლა ერ­თად შე­ვას­რუ­ლებთ ჩვენ ჰიმნს, მერე მთე­ლი თა­მა­შის მან­ძილ­ზე გულ­მხუ­რა­ველდ ვუ­ქო­მა­გებთ ჩვენს გმი­რებს, გა­მარ­ჯვე­ბით გა­ვი­ხა­რებთ, მე­ტო­ქეს ტაშს და­ვუკ­რავთ და პა­ტივს მი­ვა­გებთ ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე­ო­ბის­თვის.

შა­ბათს, დიდი გა­მარ­ჯვე­ბა უნდა გა­მო­ი­ჭე­დოს, გა­მარ­ჯვე­ბა რო­მე­ლიც, მომ­დევ­ნო თა­ო­ბებს გზას გა­უკ­ვა­ლავს და ნელ-ნელა იმის დროც მოვა, როცა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ჩე­პი­ო­ნო გუნ­დით ჩა­ვალთ, მა­ნამ­დე კი 12 ნო­ემ­ბე­რია, მე­ტო­ქე "ამო­მა­ვა­ლი მზის" ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ 12 ნო­ემ­ბერს, ქარ­თუ­ლი მზე ამო­ვა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"ბორჯღალოსნები" VS "საკურა" - 12 ნოემბერს, შევასრულებთ გამარჯვების ჰიმნს

"ბორჯღალოსნები" VS "საკურა" - 12 ნოემბერს, შევასრულებთ გამარჯვების ჰიმნს

შაბათს დიდი დღეა, ძალიან დიდი და ეს ასეა ყოველთვის, როცა მოედანზე "ბორჯღალოსნები" გადიან. კაცები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და ბოლოს, მიუხედავად შედეგისა, თავაწეულები ტოვებენ სტადიონის. არავის ახსოვს,ერთი ქართველი მორაგბეც კი ვისაც ოდნავ მაინც დაეზოგოს თავი. როცა ეროვნული ნაკრების კვართს იცმევენ, იციან მისი ფასი და რაც მთავარია, ღირსება.

შაბათს, ქართული რაგბის ისტორიაში, სრულიად ახალი ფურცელი შეიძლება დაიწეროს. იაპონიასთან მოგებით, მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილზე გადავინაცვლებთ, ეს მაშინ როცა ათი წლის წინ, იაპონიასთან თამაშიც კი, ოცნების სფერო იყო.

იაპონია რომ ძალიან ძლიერი გუნდია, 2015 წლის მსოფლიოს თასზეც დამტკიცდა, სადაც "საკურებმა" (იაპონელთა მეტსახელია), სამხრეთ აფრიკის უძლიერესი ნაკრები დაამარცხეს. მას მერე გუნდში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყეს და ჩვენთანაც რამდენიმე დებიუტანტით ჩამოვიდნენ, მაგრამ ეს სულაც არ გვაძლევს არხეინად ყოფნის უფლებას, რადგან იაპონიის ნაკრებში, თუ მოხვდი, თუნდაც დებიუტანტი იყო, უკვე უძლიერესი ხარ.

ივნისში, ოკეანეთის ტესტებზე, საქართველოს ნაკრების თამაშმა, მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ზელანდიისთვის და სხვა ბობოლებისთისაც უხერხულ მეტოქეებს ტონგას და ფიჯს საკუთარ მოედანზე ვძლიეთ, ხოლო სამოასთან ფრედ დავასრულეთ თამაში (არადა იქაც მოგება შეგვეძლო). ბუნებრივა, ამ უდიდესმა წარმატებამ თამასა ძალიან მაღლა ასწია და ახლა, ნოემბრის ტესტებზე სამიდან ორი (იაპონია და სამოა), უასთუოდ უნდა მოვიგოთ, ხოლო 26 ნოემბერს, შოტლანდიაში ისე უნდა ვითამაშოთ, რომ ბევრისმნახველი შოტლანდიელი გულშემატკივარიც გაოცებული დავტოვოთ და ჩვენი თამაშით, კიდევ ერთხელ ხმაურიანად დავაკაკუნოთ ექვსი ერის კარზე.

ივნისის ტესტების და "ბორჯღალოსნების" თავდადებული თამაშის შედეგია ისიც, რომ მატჩამდე ორი დღით ადრე, ყველა ბილეთი გაყიდულია. შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი პირთამდე სავსე იქნება. ჩვენ გვიყვარს რაგბი და მეთექვსმეტე მოთამაშედ ყოფნა, შაბათსაც ისეთი მეთექვსმეტეები ვიქნებით, რომ სამურაების შთამომავლებსაც შევაძრწუნებთ.

ყველა ერთად შევასრულებთ ჩვენ ჰიმნს, მერე მთელი თამაშის მანძილზე გულმხურაველდ ვუქომაგებთ ჩვენს გმირებს, გამარჯვებით გავიხარებთ, მეტოქეს ტაშს დავუკრავთ და პატივს მივაგებთ ღირსეული მეტოქეობისთვის.

შაბათს, დიდი გამარჯვება უნდა გამოიჭედოს, გამარჯვება რომელიც, მომდევნო თაობებს გზას გაუკვალავს და ნელ-ნელა იმის დროც მოვა, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე საჩეპიონო გუნდით ჩავალთ, მანამდე კი 12 ნოემბერია, მეტოქე "ამომავალი მზის" ქვეყანაა, მაგრამ 12 ნოემბერს, ქართული მზე ამოვა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი