მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორგანიზაციები ზვარეში მომხდარ ინციდენტზე "საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და პარლამენტს მიმართავენ
ორგანიზაციები ზვარეში მომხდარ ინციდენტზე "საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და პარლამენტს მიმართავენ

ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზვა­რე­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას", შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ღია მი­მარ­თვას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზვა­რე­ში, რკი­ნიგ­ზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბის პრო­ტეს­ტის დას­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­საქ­მე­ბულ­თა მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი­სა და შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის რის­კე­ბი კვლავ არ­სე­ბობს, რამ­დე­ნა­დაც, ერთი მხრივ, შრო­მის ინ­სპექ­ტი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი კვლავ არა­ე­ფექ­ტუ­რია, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" უარს აცხა­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტროლ­ზე.

და­პი­რის­პი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მუ­შებს შო­რის 3 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ფი­ზი­კუ­რად და­შავ­და რამ­დე­ნი­მე და­საქ­მე­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი. ინ­ცი­დენ­ტი 9 ნო­ემ­ბრის­თვის ამო­ი­წუ­რა და მხა­რე­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზვა­რე­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი, უკი­დუ­რე­სად მძი­მე და საფრ­თხის შემ­ცვე­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გამო, სექ­ტემ­ბრის თვე­შიც იყ­ვნენ გა­ფი­ცუ­ლე­ბი, რის შე­დე­გა­დაც კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და აეღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მუ­შა­თა ბა­ზი­სუ­რი შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად მხა­რე­თა შო­რის მიღ­წე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბე­ბი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტის ში­ნა­არ­სი და მუ­შა­თა მო­თხოვ­ნე­ბი, მათი შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის სის­ტე­მუ­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მხრი­დან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მოხ­სნის მცდე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისევ არ­სე­ბობს დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის რის­კი, რა­მაც შე­საძ­ლოა კვლავ გა­ნა­პი­რო­ბოს მუ­შა­თა უფ­ლე­ბე­ბის გან­გრძო­ბა­დი დარ­ღვე­ვა.

ამას­თან, ზვა­რე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ინ­ცი­დენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად იქ­ნეს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია არ არ­ჩევს ერ­თმა­ნე­თის­გან მშრო­მელ­თა სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და ეთ­ნი­კურ კუთ­ვნი­ლე­ბას. ამა­ვე დროს, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის "კულ­ტუ­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის" რი­ტო­რი­კა­ში მოქ­ცე­ვა და ამ შემ­თხვე­ვა­ში ანტი-ჩი­ნუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, სწო­რედ მჩაგ­ვრე­ლი პო­ლი­ტი­კის სა­სი­კე­თოდ მუ­შა­ობს, რამ­დე­ნა­დაც რა­სობ­რივ თუ ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის სა­ხე­ლით რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ფარ­ვა ხდე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა მხა­რემ სა­ხელ­მწი­ფოს ჩათ­ვლით, და­ა­ზღვი­ოს პრო­ცე­სი რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბით გა­და­ფარ­ვის­გან. შე­სა­ბა­მი­სად მიგ­ვაჩ­ნია, რომ და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ამ, ცენ­ტრა­ლურ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბებ­მა უნდა მო­ახ­დი­ნონ ქსე­ნო­ფო­ბი­ი­სა და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბი­სად­მი მი­უ­ღებ­ლო­ბის ცხა­დად დეკ­ლა­რი­რე­ბა და და­ა­ზღვი­ონ რე­გი­ო­ნი ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის რის­კე­ბის­გან.

წი­ნამ­დე­ბა­რე ღია მი­მარ­თვის ხელ­მომ­წე­რე­ბი, ამ დრომ­დე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და შემ­დგომ­ში მუ­შა­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა­ზე, სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებთ სა­ხელ­მწი­ფოს და მივ­მარ­თავთ სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას", შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს:

მი­მარ­თვა სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას":

რამ­დე­ნა­დაც ზვა­რე­ში სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის კომ­პა­ნია "ჩი­ნე­თის რკი­ნიგ­ზის 23-ე ბი­უ­როს" ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას, ამ პრო­ცე­სებ­ში ცხა­დად იკ­ვე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში, მათი მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის არა­ერ­თი ცხა­დი ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და და­საქ­მე­ბულ­თა მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებს და საფრ­თხის შემ­ცველ სა­მუ­შაო გა­რე­მოს, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" რო­გორც ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის დამ­კვე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობ­და სრუ­ლად მო­ეხ­სნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ა­სა და სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას" შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 12 აგ­ვის­ტოს გა­ფორმ­და. სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან ის "არ წარ­მო­ად­გენს სა­მარ­თა­ლურ­თი­ერ­თო­ბის მხა­რეს/სუ­ბი­ექტს ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რის შიდა შრო­მით­სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ისე­ვე რო­გორც სხვა ათა­სო­ბით რკი­ნიგ­ზის კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­შიც, იგი მოკ­ლე­ბუ­ლია უფ­ლე­ბას ჩა­ე­რი­ოს მე­სა­მე პი­რებს შო­რის არ­სე­ბულ შიდა შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში."

ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა" და სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას" გა­აჩ­ნია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი თვა­ლი ადევ­ნოს კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის სა­თა­ნა­დოდ აღ­სრუ­ლე­ბის სა­კითხს, რაც ასე­ვე მო­ი­ცავს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბის შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. კომ­პა­ნი­ის მხრი­დან კონ­ტრაქ­ტით აღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" რო­გორც სა­მუ­შა­ო­ე­ბის დამ­კვე­თი მხა­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია კონ­ტრაქ­ტო­რის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნოს სა­თა­ნა­დო ბერ­კე­ტე­ბი, მათ შო­რის, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის მე­ქა­ნიზ­მი.

კერ­ძოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ზო­გა­დი პი­რო­ბე­ბის მე-6 თავი ეხე­ბა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რო­მე­ლიც კონ­ტრაქ­ტორს ავალ­დე­ბუ­ლებს და­ე­მორ­ჩი­ლოს შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, აგ­რეთ­ვე და­იც­ვას და­საქ­მე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვი­სას, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას" აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, მათ შო­რის, შე­ტყო­ბი­ნე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, გაფრ­თხი­ლე­ბა და გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის გან­სა­ზღვრა დარ­ღვე­ვა­თა გა­მოს­წო­რე­ბი­სათ­ვის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა დარ­ღვე­ვა­თა გა­მო­უს­წო­რებ­ლო­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის მე-17 მუხ­ლის I პუნ­ქტი; ზო­გა­დი პი­რო­ბე­ბის 15.1 და 15.2 მუხ­ლე­ბი).

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან ცხა­დად იკ­ვე­თე­ბა ერთი მხრივ, სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან ქარ­თუ­ლი შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტე­ბი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტრა­ქის მე­ო­რე მხა­რე­ზე შე­სა­ბა­მი­სი ზე­გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად.

მო­ვუ­წო­დებთ სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას":

გა­მო­ი­ყე­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტე­ბი, მათ შო­რის, მუდ­მი­ვად იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ;

მის მიერ დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ტა­როს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კონ­ტრაქ­ტო­რის მი­მართ და მო­ი­თხო­ვოს დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­წყვი­ტოს კონ­ტრაქ­ტი და­ქი­რა­ვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან;

ამ საქ­მე­ებ­ზე მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მუ­შა­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის გა­რან­ტი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­სა და მის მიერ გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენტს:

და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ეკის­რე­ბა, რო­მელ­მაც ამ დრომ­დე არ შექ­მნა შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მა, რა­მაც უნდა და­ა­ზღვი­ოს და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე და მო­ახ­დი­ნოს ამ­გვარ შემ­თხვე­ებ­ზე ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა.

ზვა­რე­ში, მუ­შა­თა პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, მშე­ნებ­ლო­ბის ობი­ექ­ტზე ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტმა­ნეტ­მა, რო­მელ­მაც აღ­რი­ცხა და­საქ­მე­ბის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ე­ბი და კომ­პა­ნი­ის მი­მართ გას­ცა შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი მან­და­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის, რაც არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის სი­სუს­ტე­სა და არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს:

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შექ­მნას შრო­მის პი­რო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სა­თა­ნა­დო ინ­სპე­ტი­რე­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის ეფექ­ტუ­რი ბერ­კე­ტე­ბი.

მო­ვუ­წო­დებთ შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენტს:

კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს ზვა­რე­ში, სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის მიერ დარ­ღვე­ე­ბის აღ­მო­ფხვრი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პროგ­რე­სის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია ღია მი­მარ­თვა­ში რო­მელ­საც ხელს აწე­რენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: "პრო­ფე­სი­ო­ნალ რკი­ნიგ­ზელ­თა კლუ­ბი", ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი (EMC); კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი; "სო­ცი­ა­ლუ­რი აზ­რის ფო­რუ­მი"; "დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­სტი­ტუ­ტი"; მწვა­ნე მუშ­ტი; ქალ­თა მზე­რა; თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბის ქსე­ლი; ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე­ე­ბი; ახალ­გაზ­რდა სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი; თბი­ლი­სის სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლი; თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა; ირი­ბი მოქ­მე­დე­ბის კი­ბერ-თე­ატ­რი; Praxis / პრაქ­სი­სი; აუ­დი­ტო­რია 115; "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია" (აფბა); ანა­ლი­ტი­კუ­რი პორ­ტა­ლი "European.ge"; "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზელ­თა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი"; "სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტა­ლურგთა, სამ­თო და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი"; "სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი GMTU".

ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზვა­რე­ში რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მუ­შე­ბი ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის "23-ე ბი­უ­როს" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სცე­მეს. ინ­ცი­დენ­ტი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი ოთხი მუშა ზეს­ტა­ფო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ზვა­რე­ში ქარ­თვე­ლი მუ­შე­ბის ცე­მის ფაქ­ტზე ჩი­ნე­თის სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ორგანიზაციები ზვარეში მომხდარ ინციდენტზე "საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და პარლამენტს მიმართავენ

ორგანიზაციები ზვარეში მომხდარ ინციდენტზე "საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და პარლამენტს მიმართავენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ორგანიზაცია "საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციები ღია მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს, რამდენადაც, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტირების მექანიზმი კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ, სს "საქართველოს რკინიგზა" უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.

დაპირისპირება კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მუშებს შორის 3 ნოემბერს დაიწყო, რომლის შედეგადაც ფიზიკურად დაშავდა რამდენიმე დასაქმებული და ადგილობრივი მცხოვრები. ინციდენტი 9 ნოემბრისთვის ამოიწურა და მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზვარეში დასაქმებული მუშები, უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი სამუშაო პირობების გამო, სექტემბრის თვეშიც იყვნენ გაფიცულები, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა აეღო ვალდებულება მუშათა ბაზისური შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე.

მიუხედავად მხარეთა შორის მიღწეული რამდენიმე შეთანხმებებისა, აღნიშნული პროტესტის შინაარსი და მუშათა მოთხოვნები, მათი შრომითი ექსპლუატაციის სისტემურობაზე მეტყველებს. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის არაეფექტური მექანიზმებისა და სს "საქართველოს რკინიგზის" მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობის გათვალისწინებით, ისევ არსებობს დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, რამაც შესაძლოა კვლავ განაპირობოს მუშათა უფლებების განგრძობადი დარღვევა.

ამასთან, ზვარეში განვითარებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გააზრებული, რომ შრომითი ექსპლუატაცია არ არჩევს ერთმანეთისგან მშრომელთა სხვადასხვა წარმომავლობასა და ეთნიკურ კუთვნილებას. ამავე დროს, ეკონომიკური და სოციალური უკმაყოფილების "კულტურული დაპირისპირების" რიტორიკაში მოქცევა და ამ შემთხვევაში ანტი-ჩინური განცხადებები, სწორედ მჩაგვრელი პოლიტიკის სასიკეთოდ მუშაობს, რამდენადაც რასობრივ თუ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებების სახელით რეალური ეკონომიკური მოთხოვნების და სოციალური წინააღმდეგობის გადაფარვა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სახელმწიფოს ჩათვლით, დააზღვიოს პროცესი რეალური პრობლემების თავსმოხვეული საკითხებით გადაფარვისგან. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პარალელურად, სახელმწიფო კომპანიამ, ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა მოახდინონ ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობისადმი მიუღებლობის ცხადად დეკლარირება და დააზღვიონ რეგიონი ეროვნული შუღლის გაღვივების რისკებისგან.

წინამდებარე ღია მიმართვის ხელმომწერები, ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომში მუშათა უფლებების შესაძლო დარღვევაზე, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს და მივმართავთ სს "საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს:

მიმართვა სს "საქართველოს რკინიგზას":

რამდენადაც ზვარეში საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს სს "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორ კომპანიას, ამ პროცესებში ცხადად იკვეთება სახელმწიფო კომპანიის სს "საქართველოს რკინიგზის" პასუხისმგებლობის საკითხი.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის საქმიანობის პროცესში, მათი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არაერთი ცხადი ფაქტის მიუხედავად, რაც უკავშირდებოდა დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებს და საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს, სს "საქართველოს რკინიგზა" როგორც ამ სამუშაოების დამკვეთი ორგანიზაცია ცდილობდა სრულად მოეხსნა პასუხისმგებლობა.

სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასა და სს "საქართველოს რკინიგზას" შორის ხელშეკრულება 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. სს "საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, ვინაიდან ის "არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. ისევე როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიის შემთხვევაშიც, იგი მოკლებულია უფლებას ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში."

ამ განცხადების საპირისპიროდ, სს "საქართველოს რკინიგზასა" და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სს "საქართველოს რკინიგზას" გააჩნია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტი თვალი ადევნოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სათანადოდ აღსრულების საკითხს, რაც ასევე მოიცავს მშენებლობაზე დასაქმებული მუშების შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის ვალდებულებას. კომპანიის მხრიდან კონტრაქტით აღებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სს "საქართველოს რკინიგზა" როგორც სამუშაოების დამკვეთი მხარე უფლებამოსილია კონტრაქტორის მიმართ გამოიყენოს სათანადო ბერკეტები, მათ შორის, კონტრაქტის შეწყვეტის მექანიზმი.

კერძოდ, ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-6 თავი ეხება შრომითი უფლებების დაცვას, რომელიც კონტრაქტორს ავალდებულებს დაემორჩილოს შრომით კანონმდებლობას, აგრეთვე დაიცვას დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამ ვალდებულებათა დარღვევისას, სს "საქართველოს რკინიგზას" აქვს უფლებამოსილება მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის, შეტყობინება აღმოჩენილი დარღვევების თაობაზე, გაფრთხილება და გონივრული ვადის განსაზღვრა დარღვევათა გამოსწორებისათვის და ხელშეკრულების შეწყვეტა დარღვევათა გამოუსწორებლობისა და კონტრაქტის ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში (ხელშეკრულების გენერალური პირობების მე-17 მუხლის I პუნქტი; ზოგადი პირობების 15.1 და 15.2 მუხლები).

აღნიშნული ხელშეკრულებიდან ცხადად იკვეთება ერთი მხრივ, სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მხრიდან ქართული შრომის კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ სს "საქართველოს რკინიგზის" ხელში არსებული სამართლებრივი ბერკეტები შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კონტრაქის მეორე მხარეზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენად.

მოვუწოდებთ სს "საქართველოს რკინიგზას":

გამოიყენოს ხელშეკრულების ფარგლებში მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები, მათ შორის, მუდმივად იყოს ინფორმირებული მშენებლობაზე არსებული ვითარების შესახებ;

მის მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები კონტრაქტორის მიმართ და მოითხოვოს დარღვევების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვიტოს კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან;

ამ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად გაასაჯაროვოს ინფორმაცია კომპანიის მხრიდან მუშათა შრომითი უფლებების გარანტირების ვალდებულების შესრულებასა და მის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მიმართვა საქართველოს პარლამენტს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც ამ დრომდე არ შექმნა შრომის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რამაც უნდა დააზღვიოს დასაქმებულთა უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილებზე და მოახდინოს ამგვარ შემთხვეებზე ეფექტური რეაგირება.

ზვარეში, მუშათა პირველი პროტესტის შემდეგ, მშენებლობის ობიექტზე ინსპექტირება განახორციელა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტმანეტმა, რომელმაც აღრიცხა დასაქმების ადგილზე არსებული დარღვეები და კომპანიის მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ლიმიტირებული მანდატიდან გამომდინარე მის მიერ გაცემული რეკომენდაციები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი კომპანიისთვის, რაც არსებული მექანიზმის სისუსტესა და არაეფექტურობაზე მიუთითებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

დაუყოვნებლივ შექმნას შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემა, რომელსაც ექნება სამუშაო ადგილების სათანადო ინსპეტირებისა და დარღვევების გამოსწორების ეფექტური ბერკეტები.

მოვუწოდებთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროვოს ზვარეში, სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ დარღვეების აღმოფხვრისა და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ", - ნათქვამია ღია მიმართვაში რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: "პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი'', ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; "სოციალური აზრის ფორუმი"; "დემოკრატიის ინსტიტუტი"; მწვანე მუშტი; ქალთა მზერა; თვითორგანიზების ქსელი; ახალგაზრდა მწვანეები; ახალგაზრდა სოციალისტები; თბილისის სოლიდარობის ქსელი; თეთრი ხმაურის მოძრაობა; ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი; Praxis / პრაქსისი; აუდიტორია 115; "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია'' (აფბა); ანალიტიკური პორტალი "European.ge''; "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი''; "საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი"; "საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი GMTU".

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს. ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზვარეში ქართველი მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა