წელიწადზე მეტი გავიდა, რაც რუსეთში მოღვაწე პოპულარული მომღერალი ვერა ბრეჟნევა და გავლენიანი პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე დაქორწინდნენ, მათი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. წყვილმა 2015 წლის ოქტომბერში, საიდუმლოდ იქორწინა. მელაძე და ბრეჟნევა რომანს დიდხან მალავდნენ და არც ახლა არიან ძალიან გახსნილები პრესასთან.
ბოლო პერიოდში ვერა ბრეჟნევა ინსტაგრამში თითქმის არ ანთავსებდა ისეთ ფოტოებს, სადაც მთლიანი სხეული გამოუჩნდებოდა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა ფოტომ კი მომღერლის თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია. სექსუალურმა ბრეჟნევამ ინსტაგრამის პირად გვერდზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მას მოზრდილი მუცელი ეტყობა...
მომღერალმა ფოტოს ორაზროვანი კომენტარი დაურთო: "მე არ მაქვს ფოტო ტრამპთან... და არც ორსულად ვარ.... მოკლედ, არ ვარ ტრენდული. თუმცა, სამაგიეროდ შემიძლია ასე გამოვბერო მუცელი. თქვენ ეს შეგიძლიათ?" - წერს ბრეჟნევა.
აღმოჩნდა, რომ ორსულობაზე მომღერალმა მხოლოდ იხუმრა, თუმცა ფანებმა ერთი შეხედვით სერიოზულად აღიქვეს ეს ამბავი და სიხარულით შეხვდნენ სიახლეს.
"ძალიან გიხდება"; "კიდევ უფრო ლამაზი ხარ"; "დროა მართლა იფიქროთ ორსულობაზე" და ა.შ - წერენ მომღერლის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.
უცნობია, ნამდვილად გეგმავს თუ არა წყვილი საერთო შვილის გაჩენას. ბრეჟნევას უკვე ჰყავს ორი შვილი წინა ორი ქორწინებიდან, მელაძეს კი სამი შვილი პირველი ქორწინებიდან.