ხალხის რჩეულის გამოსავლენად სულ რამდენიმე დღე რჩება. "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი "ბინზესდაჯილდოება 2016", რომელიც 6 ნომინაციას მოიცავს, ფინალურ ეტაპს უახლოვდება. ორგანიზატორების თქმით, "ხალხის რჩეული" ერთ-ერთი მთავარი კატეგორიაა, რადგან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.
"ძალიან გვინდა ხალხმა იაქტიუროს. კომპანიებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. ხმის მიცემა ძალიან მარტივი და ამავდროულად, აუცილებელია, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ, ვებგვერდზე: http://businessaward.ge/peoples-choice. გამარჯვებულის გამოვლენამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ამიტომ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ. რჩეული კომპანიისთვის ხმის მიცემა მხოლოდ რამდენიმე წამის საქმეა, კომპანიისთვის კი თოთოეული ხმა შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს," - აღნიშნავს ambebi.ge-სთან საუბარში "თიბისი ბანკის" პროექტების მენეჯერი რუსუდან ქურდოვანიძე.
"რჩეული კომპანიის გამოსავლენად, აუცილებელია, რომ თვითონ მონაწილე კომპანიებმაც იაქტიურონ სოციალურ მედიაში. ვებგვერდი www.businessaward.ge ფართო მახასიათებლებით გამოირჩევა. შესაძლებელია პოსტის გაზიარება, რომ ხმა მიეცი კონკრეტულ კომპანიას. ასევე, უნიკალური მექანიზმია, რომ მონაწილე კომპანია www.romara.ge-ზე ქმნის პოსტს ლამაზი ვიზუალით, რასაც შემდეგ აზიარებს სოციალურ ქსელში . ბმულზე დაწკაპუნებით მომხმარებელი პირდაპირ აღნიშნული კომპანიისთვის ხმის მისაცემ გვერდზე გადადის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესკომპანიების მხრიდან აქტიურობას, რომ თავად მათ მისცენ საზოგადოების ბიძგი, სტიმული, " - ამბობს რუსუდან ქურდოვანიძე.
- რამდენი ნომინაციაა სულ ბიზნესდაჯილდოებაში და რომელია ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი?
- ნომინაციების შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესში ყველაზე უფრო გავრცელებული მიმართულებებიდან გამომდინარე მოხდა. სულ ექვსი ნომინაცია გვაქვს: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული. ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხალხის რჩეულს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან საზოგადოების მხრიდან აღიარება წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
- როგორ ხდება ფინალისტებისა და გამარჯვებულების გამოვლენა?
- ფინალისტებს თითოეულ ნომინაციაში ავლენდა დამოუკიდებელი კომისია, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტთა ჯგუფებისგან შედგება. ჟიური მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია. ფინალისტების გამოვლენა მოხდა სექტემბერში ჟიურის მიერ. გამარჯვებულებს კვლავ დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ნომინაცია ხალხისთვის მიგვენდო. 230-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა ამ კატეგორიაში. პირველ ნოემბერს დაიწყო ხალხის რჩეულის გამოვლენა. პროცესი 17 ნოემბრამდე გაგრძელდება. ხალხის რჩეულიც დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.
- "ბიზნესდაჯილდოება" რით განსხვავდება სხვა დაჯილდოებებისგან?
- ეს რეალუარად არ არის კლასკური ბიზნესდაჯილდოება. პრიზიც განსხვავებულია - ზვიად ციკოლიას მიერ დამზადებული ჯილდო. სხვადასხვა სპონსორისა თუ მხარდამჭერისგან არამატერიალური პრიზებიცაა დაწესებული. მათ შორისაა: აქტიური მედია და მარკეტინგული მხარდაჭერა, სხვადასხვა სახის კონსულტაციები. ჩვენი გენერალური პარტნიორი "ჯეოსელი" ინოვაციურ ბიზნესს დააჯილდოებს.
"ბიზნდესდაჯილდოება" სხვა დაჯილდოებებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ის ივნისში დაიწყო. ერთი ღონისძიება უკვე გვქონდა, სადაც შუალედური შედეგები შევაჯამეთ. დაჯილდოების ცერემონიალზე ყველა მონაწილე კომპანიას ვეპატიჟებით და გვინდა, ისინი ერთმანეთს დავაახლოვოთ.
რეალურად, ურთიერთკავშირი ერთმანეთთან, დიდ ბიზნესთან და საზოგადოებასთან, წარმატების ფუნდამენტია. ჩვენი კონკურსი სახალისოა, ძალიან ღიაა. თითოეული კომპანიის ინდივიდუალიზმის გამოვლენაზეა ორიენტირებული. მათი წარმატების ისტორიები წინა პლანზეა წამოწეული. ჩვენი განმასხვავებელია ისიც, რომ ამ კონკურსში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. მთავარია, გახდე ბიზნესდაჯილდოების საზოგადოების წევრი, რაც კომპანიებისთვის უკვე დიდი სარგებლის მომტანია.
- რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის?
- "ბიზნესდაჯილდოება" თავისი კონცენფციით არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობებს, ასევე სტარტაპებს აერთიანებს. ჩვენი მიზანი საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციაა. გვინდა, დამწყები ბიზნესისთვის გახდეს შთაგონება, რომ ამ საქმის კეთება არის ყველაზე უფრო ტრენდული და კარგი. სწორედ ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი.
გარშემო უთვალავი და განუსაზღვრელი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოიყენო. მაქსიმალურად ვციდლობთ ეს წარმატების ისტორიები, უნიკალური მომენტები, განმასხვავებელი ფაქტორები წინ წამოვწიოთ. ჩვენი ჰეშთეგი #გააზიარეწარმატებაც ამას ემსახურება.
- ამ დროისთვის რამდენად შეძელით დასახული მიზნის მიღწევა?
- პირველი ეტაპისთვის საკმაოდ დიდ მასშტაბს და შედეგს მივაღწიეთ. სოციალურ მედიაშიც დიდი გამოხმაურებაა. მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა ჩვენი ერთი პოსტი ან ფოტო მაინც. მთელმა საქართველომ იცის ამ პროექტის შესახებ. ემოციებიც სულ დადებითია. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სტიმული მოემატათ, საკუთარი საქმის უკეთ წარმოჩენის სურვილი გაუჩნდათ. მათ რეალიზაციასა და ბიზნესგეგმებზეც აისახა ეს პროექტი. ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც მეუბნებიან, რომ "ბიზნესდაჯილდეობის" შემდეგ საკუთარი ჰობის ბიზნესად ქცევის იდეა გაუჩნდათ.
- როგორ გეგმავთ "ბიზნესდაჯილდოების" განვითარებას სამომავლოდ?
- წელს 523 კომპანია დარეგისტრირდა, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. სამომავლოდ ამ მასშტაბს აუცილებალდ გავზრდით. ნებისმიერ ეტაპზე კონფეცფია იგივე დარჩება. მომავალ წელს ვგეგმავთ სტარტაპებისთვის ცალკე ნომინაციის დაწესებას. . მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბიზნესები კონკურენციაში არ მოვიყვანოთ უკვე მოქმედ ბიზნესთან. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მეტ ახალ და საინტერესო კამპანიას დავამატებთ, რომელიც მონაწილეების პოპულარიზაცას შეუწყობს ხელს. ერთმანეთში ურთიერთკავშირს გავაძლიერებთ.
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE