მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქო ძვირდება - ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება
თამბაქო ძვირდება - ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება

2017 წლი­დან სი­გა­რე­ტი კი­დევ გაძ­ვირ­დე­ბა. მთავ­რო­ბის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ყო­ველ წელს ერთ კო­ლოფ სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი და­ახ­ლო­ე­ბით 40 თეთ­რით უნდა გა­ი­ზარ­დოს, შე­სა­ბა­მი­სად, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტი, 40-50 თეთ­რით გაძ­ვირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე იაფი სი­გა­რე­ტის (სტან­დარ­ტუ­ლი კო­ლო­ფის) ფა­სიც კი 2,5 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბას სა­კუ­თარ გეგ­მას სთა­ვა­ზო­ბენ. ისი­ნი უფრო ნაკ­ლე­ბი გა­ნაკ­ვე­თის და­წე­სე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

გა­და­სა­ხა­დის ზრდას ით­ვა­ლის­წი­ნებს 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი, სა­დაც აქ­ცი­ზი­დან შე­მო­სა­ვა­ლი 1.085 მლრდ ლარს უტოლ­დე­ბა. 2016 წლის გეგ­მის მი­ხედ­ვით, აქ­ცი­ზი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა 1.012 მლრდ ლა­რია, ანუ გა­ი­სად ბი­უ­ჯე­ტი, აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის და­მა­ტე­ბით 73 მლნ ლარს მი­ი­ღებს. მა­ტე­ბა, ძი­რი­თა­დად, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­ზე და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა.

"რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­დან, სა­დაც უკვე მე­ო­რედ მუ­შავ­დე­ბა ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი: "გაც­ნო­ბებთ, რომ ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა 2017 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზე. მას შემ­დეგ, რაც უკვე შე­იკ­რი­ბე­ბა ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი, მთავ­რო­ბა წა­რად­გენს 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბულ ვა­რი­ანტს და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან ერ­თად, გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის სა­ბო­ლოო ფორ­მი­რე­ბამ­დე. გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან, ისე პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის კო­მი­ტე­ტებ­თან", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

აქვე უნდა ით­ქვას, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­აჩ­ნია. ხა­დუ­რის უწყე­ბა­ში არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმ სა­კი­თხზე, რაც მათ უშუ­ა­ლოდ ეხე­ბათ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თამბაქო ძვირდება - ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება

თამბაქო ძვირდება - ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება

2017 წლიდან სიგარეტი კიდევ გაძვირდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.

გადასახადის ზრდას ითვალისწინებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც აქციზიდან შემოსავალი 1.085 მლრდ ლარს უტოლდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აქციზიდან შემოსული თანხა 1.012 მლრდ ლარია, ანუ გაისად ბიუჯეტი, აქციზის გადასახადის დამატებით 73 მლნ ლარს მიიღებს. მატება, ძირითადად, თამბაქოს პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის ხარჯზე მოხდება.

"რეზონანსი" შეეცადა ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინა ფინანსთა სამინისტროდან, სადაც უკვე მეორედ მუშავდება ბიუჯეტის პროექტი: "გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა წარადგენს 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან", - აცხადებენ სამინისტროში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული პასუხი აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხადურის უწყებაში არ არიან ინფორმირებული იმ საკითხზე, რაც მათ უშუალოდ ეხებათ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი