პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობა ციხეში - რუსთავის საპატიმროს თანამშრომელმა პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 დოლარი აიღო
თაღლითობა ციხეში - რუსთავის საპატიმროს თანამშრომელმა პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 დოლარი აიღო

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე რუს­თა­ვის N16-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ნა­თე­ლა ჯინ­ჭა­რა­ძე და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

რო­გორც სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნა­თე­ლა ჯინ­ჭა­რა­ძე მო­ქა­ლა­ქეს თა­ვი­სი ახ­ლობ­ლის, ქ.რუს­თა­ვის N17-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც მოს­თხო­ვა და გა­მო­არ­თვა 7000 აშშ დო­ლა­რი, რა დრო­საც იგი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19-180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 6-დან 9 წლამ­დე). გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თაღლითობა ციხეში - რუსთავის საპატიმროს თანამშრომელმა პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 დოლარი აიღო

თაღლითობა ციხეში - რუსთავის საპატიმროს თანამშრომელმა პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 დოლარი აიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე რუსთავის N16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

იხილეთ ფარულად გადაღებული ვიდეომასალა

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ