მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"
ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

თბი­ლი­სის 56-ე ბაგა-ბაღ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ 56-ე ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ საყ­ვე­დურს მი­ი­ღებს.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ნინო ბუ­რძე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­მზრდელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა აღ­საზ­რდე­ლე­ბის თხოვ­ნა, თვი­თონ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ნეფე-დე­დოფ­ლის როლი.

"თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბი 2012 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო პროგ­რა­მით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სკო­ლამ­დე­ლი და ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის მიერ. პროგ­რა­მა­ში გა­წე­რი­ლია ასა­კობ­რი­ვად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და ასა­კობ­რი­ვად შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მათ შო­რის, 4-5 წლი­ან­თა სა­აღ­მზრდე­ლო ჯგუ­ფის­თვის ერთ-ერთი თე­მაა "ქორ­წი­ლი", რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებს, კონ­კრე­ტუ­ლად ცეკ­ვის ელე­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლას, მუ­სი­კას, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ნი­მუ­შე­ბის, სა­ქორ­წი­ნო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღ­ში მოხ­და, ცოტა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო. აღ­მზრდელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა აღ­საზ­რდე­ლე­ბის თხოვ­ნა, თვი­თონ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ნეფე-დე­დოფ­ლის როლი, თუმ­ცა სა­ა­გენ­ტო არ ეთან­ხმე­ბა და აღ­მზრდე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს სამ­სა­ხუ­რებ­რივ საყ­ვე­დურს", - აღ­ნიშ­ნა ბუ­რძე­ნი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა ელის 56-ე ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდელს, რო­მელ­მაც აღ­საზ­რდე­ლებს "ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­და"?

თბი­ლი­სის 56-ე ბაგა-ბაღ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ვი­დე­ო­ზე აღ­საზ­რდე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი ქორ­წი­ლია ასა­ხუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია ბაღ­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბავ­შვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელ­მა, არ­გუ­მენ­ტად წარ­მო­ად­გი­ნა პროგ­რა­მა ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბის­თვის, სა­დაც არის ასე­თი პუნ­ქტი: "ოჯა­ხი და ტრა­დი­ცი­ე­ბი" და ქვე­პუნ­ქტი: "ქორ­წი­ლი".

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "მშობ­ლე­ბიც და ბავ­შვე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ" - რას ამ­ბობს ბა­ღის დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის აღ­საზ­რდე­ლებ­საც "ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­დეს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ეხმაურებიან.

სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნინო ბურძენიძემ განაცხადა, აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი.

"თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა "ქორწილი", რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი, თუმცა სააგენტო არ ეთანხმება და აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს", - აღნიშნა ბურძენიძემ.

იხილეთ ვიდეო: რა ელის 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც აღსაზრდელებს "ქორწილი გადაუხადა"?

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად წარმოადგინა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები" და ქვეპუნქტი: "ქორწილი".

ასევე წაიკითხეთ: "მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი