პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენი თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე
ომბუდსმენი თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს თბი­ლი­სის ბაგა–ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს, და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს თბი­ლი­სის 56-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო ჩა­ნა­წერს, სა­დაც ასა­ხუ­ლია თბი­ლი­სის 56-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღის მიერ აღ­საზ­რდელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დად­გმუ­ლი "ქორ­წი­ნე­ბის" სცე­ნა. ომ­ბუდსმე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­მზრდე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სის ამ­გვა­რად წარ­მარ­თვა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს და მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მისი ცნო­ბი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე.

გა­ე­რო-ს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია ბავ­შვის დაც­ვი­სა და მისი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უმ­თავ­რეს პრინ­ცი­პად ბავ­შვის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მისი ჭეშ­მა­რი­ტი, სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის სრულ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას აღი­ა­რებს. ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შვის შე­სა­ბა­მი­სი დაც­ვა და მისი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.

"ამა­ვე კონ­ვენ­ცი­ის 29–ე მუხ­ლით და­ცუ­ლია ბავ­შვის უფ­ლე­ბა, რომ მისი გა­ნათ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყოს ბავ­შვის პი­როვ­ნე­ბის, მისი ნი­ჭის, გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. გა­ნათ­ლე­ბამ უნდა მო­ამ­ზა­დოს ბავ­შვი თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­აღ­მზრდე­ლო თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ბავ­შვის ჰარ­მო­ნი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მის ასა­კობ­რივ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს", - გან­მარ­ტა­ვენ ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს თბი­ლი­სის ბაგა–ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს, და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს თბი­ლი­სის 56-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ასე­ვე, სკო­ლამ­დელ სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, იხელ­მძღვა­ნე­ლონ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის სტან­დარ­ტე­ბით და ბავ­შვის სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი წარ­მარ­თონ მისი ასა­კი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თბი­ლი­სის 56-ე ბაგა-ბაღ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ვი­დე­ო­ზე აღ­საზ­რდე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი ქორ­წი­ლია ასა­ხუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია ბაღ­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბავ­შვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელ­მა, არ­გუ­მენ­ტად წარ­მო­ად­გი­ნა პროგ­რა­მა ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბის­თვის, სა­დაც არის ასე­თი პუნ­ქტი: "ოჯა­ხი და ტრა­დი­ცი­ე­ბი" და ქვე­პუნ­ქტი: "ქორ­წი­ლი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ომბუდსმენი თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე

ომბუდსმენი თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმული "ქორწინების" სცენა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე.

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას აღიარებს. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება.

"ამავე კონვენციის 29–ე მუხლით დაცულია ბავშვის უფლება, რომ მისი განათლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ. განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვი თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის. შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს", - განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე. ასევე, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებით და ბავშვის სააღმზრდელო პროცესი წარმართონ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად წარმოადგინა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები" და ქვეპუნქტი: "ქორწილი".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი